Check out the new design

ការបកប្រែអត្ថន័យនៃគម្ពីរគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា * - មាតិកានៃការបកប្រែ


ការបកប្រែអត្ថន័យ ជំពូក​: អាល់អាក់រ៉ហ្វ   វាក្យខណ្ឌ:
قَالَ مَا مَنَعَكَ أَلَّا تَسۡجُدَ إِذۡ أَمَرۡتُكَۖ قَالَ أَنَا۠ خَيۡرٞ مِّنۡهُ خَلَقۡتَنِي مِن نَّارٖ وَخَلَقۡتَهُۥ مِن طِينٖ
(ღმერთმა) უთხრა: რამ დაგაბრკოლა, რომ არ აღასრულე სეჯდე - როდესაც გიბრძანე? მან უთხრა: მე მასზე უკეთესი ვარ; მე ცეცხლისგან შემქმენი, ხოლო ის მიწისგან გყავს შექმნილი.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
قَالَ فَٱهۡبِطۡ مِنۡهَا فَمَا يَكُونُ لَكَ أَن تَتَكَبَّرَ فِيهَا فَٱخۡرُجۡ إِنَّكَ مِنَ ٱلصَّٰغِرِينَ
(ღმერთმა) უთხრა: მაშ, დაეშვი იქ, სადაც არ გექნება მედიდურობის უფლება, ახლავე გადი იქიდან! უეჭველად, შენ ხარ დამდაბლებულთაგანი (დამცირებულთაგანი).
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
قَالَ أَنظِرۡنِيٓ إِلَىٰ يَوۡمِ يُبۡعَثُونَ
(სატანამ) უთხრა: (მკვდრეთით) აღდგომის დღემდე მადროვე.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
قَالَ إِنَّكَ مِنَ ٱلۡمُنظَرِينَ
(ღმერთმა) უთხრა: უეჭველად, შენ ხარ გადავადებულთაგან.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
قَالَ فَبِمَآ أَغۡوَيۡتَنِي لَأَقۡعُدَنَّ لَهُمۡ صِرَٰطَكَ ٱلۡمُسۡتَقِيمَ
(სატანამ) უთხრა: რაკი ასე მაცდუნე, მე მათ აუცილებლად ჩავუსაფრდები შენს სწორ გზაზე.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
ثُمَّ لَأٓتِيَنَّهُم مِّنۢ بَيۡنِ أَيۡدِيهِمۡ وَمِنۡ خَلۡفِهِمۡ وَعَنۡ أَيۡمَٰنِهِمۡ وَعَن شَمَآئِلِهِمۡۖ وَلَا تَجِدُ أَكۡثَرَهُمۡ شَٰكِرِينَ
შემდეგ აუცილებლად ვეახლები მათ - წინიდან და უკნიდან, მარჯვნიდან და მარცხნიდან, და ვერ ჰპოვებ მადლიერს მათ უმრავლესობას.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
قَالَ ٱخۡرُجۡ مِنۡهَا مَذۡءُومٗا مَّدۡحُورٗاۖ لَّمَن تَبِعَكَ مِنۡهُمۡ لَأَمۡلَأَنَّ جَهَنَّمَ مِنكُمۡ أَجۡمَعِينَ
(ღმერთმა) უთხრა: გადი იქიდან, შერცხვენილმა და განდევნილმა! ხოლო ვინც შენ გამოგყვება, - აუცილებლად ავავსებ ჯოჯოხეთს ყველა თქვენგანით!
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
وَيَٰٓـَٔادَمُ ٱسۡكُنۡ أَنتَ وَزَوۡجُكَ ٱلۡجَنَّةَ فَكُلَا مِنۡ حَيۡثُ شِئۡتُمَا وَلَا تَقۡرَبَا هَٰذِهِ ٱلشَّجَرَةَ فَتَكُونَا مِنَ ٱلظَّٰلِمِينَ
ეი, ადამ! იცხოვრეთ შენ და შენმა მეუღლემ სამოთხეში და მიირთვით, რაც გენებოთ, მხოლოდ ამ ხეს არ მიუახლოვდეთ, თორემ თქვენ იქნებით უსამართლოთაგანი!
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
فَوَسۡوَسَ لَهُمَا ٱلشَّيۡطَٰنُ لِيُبۡدِيَ لَهُمَا مَا وُۥرِيَ عَنۡهُمَا مِن سَوۡءَٰتِهِمَا وَقَالَ مَا نَهَىٰكُمَا رَبُّكُمَا عَنۡ هَٰذِهِ ٱلشَّجَرَةِ إِلَّآ أَن تَكُونَا مَلَكَيۡنِ أَوۡ تَكُونَا مِنَ ٱلۡخَٰلِدِينَ
ამ დროს სატანამ ჩასჩურჩულათ, რათა ხილული გამხდარიყო მათთვის სხეულის უხერხული ადგილები, რაც ჰქონდათ დაფარული, და უთხრა: თქვენმა ღმერთმა მხოლოდ იმიტომ აგიკრძალათ ეს ხე, რომ ანგელოზები არ გამხდარიყავით ან უკვდავებად არ ქცეულიყავით.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
وَقَاسَمَهُمَآ إِنِّي لَكُمَا لَمِنَ ٱلنَّٰصِحِينَ
და დაუფიცა ორივეს: უეჭველად, მე თქვენთვის ვარ მართლაც კეთილის მსურველთაგანი!
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
فَدَلَّىٰهُمَا بِغُرُورٖۚ فَلَمَّا ذَاقَا ٱلشَّجَرَةَ بَدَتۡ لَهُمَا سَوۡءَٰتُهُمَا وَطَفِقَا يَخۡصِفَانِ عَلَيۡهِمَا مِن وَرَقِ ٱلۡجَنَّةِۖ وَنَادَىٰهُمَا رَبُّهُمَآ أَلَمۡ أَنۡهَكُمَا عَن تِلۡكُمَا ٱلشَّجَرَةِ وَأَقُل لَّكُمَآ إِنَّ ٱلشَّيۡطَٰنَ لَكُمَا عَدُوّٞ مُّبِينٞ
ამ მოტყუებამ გამოიწვია მათი დაცემა და როცა იმ ხისგან იგემეს, ორივეს ხილულად ექცათ თავიანთი სხეულის უხერხული ადგილები და მაშინვე სხეულის დაფარვას შეუდგნენ სამოთხის ფოთლებით. ამ დროს მათმა ღმერთმა დაუძახა: განა არ აგიკრძალეთ ეს ხე და არ გითხარით, რომ ჭეშმარიტად, სატანა ცხადი მტერია თქვენი?
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
 
ការបកប្រែអត្ថន័យ ជំពូក​: អាល់អាក់រ៉ហ្វ
មាតិកានៃជំពូក លេខ​ទំព័រ
 
ការបកប្រែអត្ថន័យនៃគម្ពីរគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា - មាតិកានៃការបកប្រែ

បកប្រែដោយក្រុមមជ្ឈមណ្ឌលរ៉ូវ៉ាតនៃការបកប្រែ ដោយសហការជាមួយសមាគមអំពាវនាវនៅរ៉ាប់វ៉ា និងសមាគមបម្រើមាតិកាអ៊ីស្លាមជាភាសាផ្សេងៗ។

បិទ