Check out the new design

ការបកប្រែអត្ថន័យនៃគម្ពីរគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា * - មាតិកានៃការបកប្រែ


ការបកប្រែអត្ថន័យ ជំពូក​: អាល់អាក់រ៉ហ្វ   វាក្យខណ្ឌ:
۞ قَالَ ٱلۡمَلَأُ ٱلَّذِينَ ٱسۡتَكۡبَرُواْ مِن قَوۡمِهِۦ لَنُخۡرِجَنَّكَ يَٰشُعَيۡبُ وَٱلَّذِينَ ءَامَنُواْ مَعَكَ مِن قَرۡيَتِنَآ أَوۡ لَتَعُودُنَّ فِي مِلَّتِنَاۚ قَالَ أَوَلَوۡ كُنَّا كَٰرِهِينَ
თავისი ხალხიდან დიდებულებმა, რომლებიც მედიდურობდნენ, უთხრეს: ეი, შუ’აიბ! აუცილებლად გაგაძევებთ ჩვენი ქალაქიდქან შენ და მათ, ვინც ირწმუნეს შენთან ერთად ან უთუოდ დაგაბრუნებთ ჩვენს რჯულზე! მან თქვა: თუნდაც რომ არ გვინდოდეს?
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
قَدِ ٱفۡتَرَيۡنَا عَلَى ٱللَّهِ كَذِبًا إِنۡ عُدۡنَا فِي مِلَّتِكُم بَعۡدَ إِذۡ نَجَّىٰنَا ٱللَّهُ مِنۡهَاۚ وَمَا يَكُونُ لَنَآ أَن نَّعُودَ فِيهَآ إِلَّآ أَن يَشَآءَ ٱللَّهُ رَبُّنَاۚ وَسِعَ رَبُّنَا كُلَّ شَيۡءٍ عِلۡمًاۚ عَلَى ٱللَّهِ تَوَكَّلۡنَاۚ رَبَّنَا ٱفۡتَحۡ بَيۡنَنَا وَبَيۡنَ قَوۡمِنَا بِٱلۡحَقِّ وَأَنتَ خَيۡرُ ٱلۡفَٰتِحِينَ
უთუოდ ალლაჰის მიმართ ცილის მწამებელნი ვიქნებით, თუკი დავუბრუნდეთ თქვენს რჯულს, მას შემდეგ რაც ალლაჰმა გვიხსნა მისგან. შეუძლებელია ჩვენ მას დავუბრუნდეთ, გარდა იმისა თუკი ინება ალლაჰმა, ჩვენმა ღმერთმა.[1] ჩვენი ღმერთი ყველაფერს გარემოიცავს ცოდნით.[2] ჩვენ ალლაჰს მივენდეთ. ღმერთო ჩვენო! ჩვენსა და ჩვენს ხალხს შორის ჭეშმარიტებით განსაჯე და შენ ხარ მსაჯულთა საუკეთესო!
[1] თუკი ალლაჰმა ჩვენს ბედისწერაში სამომავლოდ მსგავსი რამ დაუშვა, რომლის შესახებაც ჩვენ წინასწარი ცოდნა არ გაგვაჩნია.
[2] მან ყველაფერი იცის წარსულიც და მომავალიც. მხოლოდ მან იცის თუ რა მდგომარეობაში ვიქნებით მომავალში. ჩვენ კი დღევანდელი გადმოსახედიდან გეუბნებით, რომ არასოდეს მივიღებთ თქვენს რჯულს, თუნდაც რომ გვაიძულოთ.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
وَقَالَ ٱلۡمَلَأُ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ مِن قَوۡمِهِۦ لَئِنِ ٱتَّبَعۡتُمۡ شُعَيۡبًا إِنَّكُمۡ إِذٗا لَّخَٰسِرُونَ
ხოლო თავისი ხალხიდან დიდებულებმა, რომლებმაც არ ირწმუნეს, თქვეს: ვფიცავთ, თუკი შუ’აიბს გაჰყვებით, მაშინ თქვენ აუცილებლად იქნებით წაგებულნი.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
فَأَخَذَتۡهُمُ ٱلرَّجۡفَةُ فَأَصۡبَحُواْ فِي دَارِهِمۡ جَٰثِمِينَ
ამ დროს (ხმაურიანმა) მიწისძვრამ შეიპყრო ისინი და თავიანთ სახლებში პირქვე დამხობილნი დაიხოცნენ.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
ٱلَّذِينَ كَذَّبُواْ شُعَيۡبٗا كَأَن لَّمۡ يَغۡنَوۡاْ فِيهَاۚ ٱلَّذِينَ كَذَّبُواْ شُعَيۡبٗا كَانُواْ هُمُ ٱلۡخَٰسِرِينَ
რომელთაც ცრუდ შერაცხეს შუ’აიბი, მათ თითქოს იქ არასოდეს უცხოვრიათ.[1] რომელთაც შუ’აიბი ცრუდ შერაცხეს თვითონ აღმოჩდნენ წაგებულნი.
[1] ისე განადგურდნენ და აღიგავენ პირისაგან მიწისა, რომ მათი კვალიც აღარ დარჩა.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
فَتَوَلَّىٰ عَنۡهُمۡ وَقَالَ يَٰقَوۡمِ لَقَدۡ أَبۡلَغۡتُكُمۡ رِسَٰلَٰتِ رَبِّي وَنَصَحۡتُ لَكُمۡۖ فَكَيۡفَ ءَاسَىٰ عَلَىٰ قَوۡمٖ كَٰفِرِينَ
შემდეგ (შუ’აიბი) განერიდა მათ[1] და თქვა: ეი, ჩემო ხალხო! ვფიცავ, მე თქვენ გაუწყეთ ჩემი ღმერთის გზავნილები და დაგარიგეთ თქვენდა სასარგებლოდ, მაშ როგორღა უნდა ვწუხდე ურწმუნო ხალხზე?!
[1] მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ ალლაჰის რისხვა დაიმსახურეს და ახლოს იყო მისი სასჯელის მოვლინება.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
وَمَآ أَرۡسَلۡنَا فِي قَرۡيَةٖ مِّن نَّبِيٍّ إِلَّآ أَخَذۡنَآ أَهۡلَهَا بِٱلۡبَأۡسَآءِ وَٱلضَّرَّآءِ لَعَلَّهُمۡ يَضَّرَّعُونَ
და რომელიმე ქალაქში ისე არ წარგვიგზავნია მაცნე, რომ მისი ხალხი სირთულითა და ზიანით არ შეგვეპყრო,[1] რათა იქნებ სიამაყე დაეთმოთ.
[1] სირთულე ანუ გაჭირვება, ზიანი ანუ ავადმყოფობა.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
ثُمَّ بَدَّلۡنَا مَكَانَ ٱلسَّيِّئَةِ ٱلۡحَسَنَةَ حَتَّىٰ عَفَواْ وَّقَالُواْ قَدۡ مَسَّ ءَابَآءَنَا ٱلضَّرَّآءُ وَٱلسَّرَّآءُ فَأَخَذۡنَٰهُم بَغۡتَةٗ وَهُمۡ لَا يَشۡعُرُونَ
შემდეგ უკეთურების ადგილას სიკეთე ჩავუნაცვლეთ,[1] ისე რომ იმატეს[2] და ბოლოს თქვეს: ჩვენს წინაპრებსაც შეეხოთ ჭირი და ლხინი.[3] მერე უეცრად (სასჯელით) შევიპყარით ისინი და თვითონ აზრზეც არ იყვნენ
[1] თავს დამტყდარი გაჭირვება და სნეულება, ლხინით შევუცვალეთ.
[2] გაუმრავლდათ შვილები და გაუბევრდათ ქონება.
[3] თანდათან დაივიწყეს ალლაჰის სასჯელი. მათი აზრით ის არ იყო ალლაჰის სასჯელი, არამედ ის ჩვეულებრივი ბუნების კანონზომიერება იყო, რომელსაც ჭირიც ახლავს და ლხინიც.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
 
ការបកប្រែអត្ថន័យ ជំពូក​: អាល់អាក់រ៉ហ្វ
មាតិកានៃជំពូក លេខ​ទំព័រ
 
ការបកប្រែអត្ថន័យនៃគម្ពីរគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា - មាតិកានៃការបកប្រែ

បកប្រែដោយក្រុមមជ្ឈមណ្ឌលរ៉ូវ៉ាតនៃការបកប្រែ ដោយសហការជាមួយសមាគមអំពាវនាវនៅរ៉ាប់វ៉ា និងសមាគមបម្រើមាតិកាអ៊ីស្លាមជាភាសាផ្សេងៗ។

បិទ