Check out the new design

Translation of the Meanings of the Noble Qur'an - Georgian translation (in progress) * - Translations’ Index


Translation of the meanings Surah: Al-Anfāl   Ayah:
وَمَا لَهُمۡ أَلَّا يُعَذِّبَهُمُ ٱللَّهُ وَهُمۡ يَصُدُّونَ عَنِ ٱلۡمَسۡجِدِ ٱلۡحَرَامِ وَمَا كَانُوٓاْ أَوۡلِيَآءَهُۥٓۚ إِنۡ أَوۡلِيَآؤُهُۥٓ إِلَّا ٱلۡمُتَّقُونَ وَلَٰكِنَّ أَكۡثَرَهُمۡ لَا يَعۡلَمُونَ
და რატომ არ უნდა დასაჯოს[1] ალლაჰმა ისინი, როდესაც მესჯიდ ალ-ჰარამისგან[2] აბრკოლებენ (მორწმუნეებს), მიუხედავად იმისა, რომ არ არიან მეურვენი? ჭეშმარიტად, მისი მეურვენი მხოლოდ ღვთისმოშიშები არიან, თუმცა მათმა უმრავლესობამ არ იცის.
[1] იგულისხმება პატარა სასჯელები, რომლებიც კონკრეტულად წარმართებს შეეხოთ და არ იყო მაშტაბური, ყველაფრის გამანადგურებელი.
[2] ორიგინალი – „მესჯიდ ალ-ჰარამ“ (مسجد الحرام): ნაკრძალი მეჩეთი; – იგულისხმება ქააბას წმინდა სამლოცველო.
Arabic explanations of the Qur’an:
وَمَا كَانَ صَلَاتُهُمۡ عِندَ ٱلۡبَيۡتِ إِلَّا مُكَآءٗ وَتَصۡدِيَةٗۚ فَذُوقُواْ ٱلۡعَذَابَ بِمَا كُنتُمۡ تَكۡفُرُونَ
მათი ლოცვა-ვედრება სხვა სტვენის და ტაშისცემის მეტი არაფერი იყო,[1] მაშ იგემეთ იმის სასჯელი, რასაც რასაც უარყოფდით.
[1] როგორც ‘აბდულლაჰ ბინ ‘აბბასი ფ გადმოგვცემს, ყურეიშელები ტავაფს ანუ ქააბას ირგვლივ გარს სემოვლის რიტუალს შიშველ მდგომარეობაში ასრლებდნენ, უსტვენდნენ და თაშსსცემდნენ. იხ. თაფსირუ ტაბერი.
Arabic explanations of the Qur’an:
إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ يُنفِقُونَ أَمۡوَٰلَهُمۡ لِيَصُدُّواْ عَن سَبِيلِ ٱللَّهِۚ فَسَيُنفِقُونَهَا ثُمَّ تَكُونُ عَلَيۡهِمۡ حَسۡرَةٗ ثُمَّ يُغۡلَبُونَۗ وَٱلَّذِينَ كَفَرُوٓاْ إِلَىٰ جَهَنَّمَ يُحۡشَرُونَ
უეჭველად, რომელთაც არ ირწმუნეს, თავიანთ ქონებას ხარჯავენ, რათA (ხალხი) ალლაჰის გზისგან დააბრკოლონ და დახარჯავენ კიდეც. შემდეგ (ასეთი დანახარჯები) სინანულად ექცევათ, ბოლოს კი დამარცხდებიან და რომელთაც არ ირწმუნეს ჯოჯოხეთში იქნებიან შეკრებილნი.
Arabic explanations of the Qur’an:
لِيَمِيزَ ٱللَّهُ ٱلۡخَبِيثَ مِنَ ٱلطَّيِّبِ وَيَجۡعَلَ ٱلۡخَبِيثَ بَعۡضَهُۥ عَلَىٰ بَعۡضٖ فَيَرۡكُمَهُۥ جَمِيعٗا فَيَجۡعَلَهُۥ فِي جَهَنَّمَۚ أُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡخَٰسِرُونَ
რათა ალლაჰმა უწმინდური გამოარჩიოს სპეტაკისგან, შემდეგ უწმინდურები ერთმანეთზე დააწყოს და ამგვარად ყველა ერთად ჯოჯოხეთში შეჰყაროს. სწორედ ეგენი არიან წაგებულნი.
Arabic explanations of the Qur’an:
قُل لِّلَّذِينَ كَفَرُوٓاْ إِن يَنتَهُواْ يُغۡفَرۡ لَهُم مَّا قَدۡ سَلَفَ وَإِن يَعُودُواْ فَقَدۡ مَضَتۡ سُنَّتُ ٱلۡأَوَّلِينَ
უთხარი მათ, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ თუ დასრულებენ[1] ეპატიებათ ის, რაც უკვე იყო წარსულში, ხოლო თუ ისევ დაუბრუნდებიან მაშინ იგივე მოელით, რაც მათ უწინ მყოფებს დაემართათ.
[1] თუ დაასრულებენ ურწმუნოებას, მუსლიმთა წინააღმდეგ ბრძოლას და მათ ალლაჰის გზიდან დაბრკოლებას.
Arabic explanations of the Qur’an:
وَقَٰتِلُوهُمۡ حَتَّىٰ لَا تَكُونَ فِتۡنَةٞ وَيَكُونَ ٱلدِّينُ كُلُّهُۥ لِلَّهِۚ فَإِنِ ٱنتَهَوۡاْ فَإِنَّ ٱللَّهَ بِمَا يَعۡمَلُونَ بَصِيرٞ
მაშ ეომეთ მათ, ვიდრე აღარ იქნება განსაცდელი[1] და რჯული მთლიანად ალლაჰის არ იქნება.[2] ხოლო თუ დაასრულებენ, ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს, რასაც ისინი აკეთებენ.
[1] ვიდრე არ დასრულდება რელიგიური ძალადობა, ალლაჰის გზიდან დაბრკოლება და მის მორჩილად ცხოვრების მსურველთა შეზღუდვა.
[2] როდესაც მორწმუნეს მხოლოდ ალლაჰის შიში ექნება, მისი მორჩილების გამო ვერავინ შეზღუდავს და მისი ცხოვრების ყველა ნაბიჯს ალლაჰის ნებას დაუკავშირებს, მას მიუძღვნის.
Arabic explanations of the Qur’an:
وَإِن تَوَلَّوۡاْ فَٱعۡلَمُوٓاْ أَنَّ ٱللَّهَ مَوۡلَىٰكُمۡۚ نِعۡمَ ٱلۡمَوۡلَىٰ وَنِعۡمَ ٱلنَّصِيرُ
ხოლო თუ პირი იბრუნეს,[1] იცოდეთ რომ ალლაჰია თქვენი მფარველი. ის რა კარგი მფარველი და რა კარგი დამხმარეა.
[1] თუკი უარი თქვეს მუსლიმთა წინააღმდეგ ბრძოლაზე, ხასლხის ალლაჰის გზიდან დაბრკოლებაზე და ჭეშმარიტ რწმენაზე.
Arabic explanations of the Qur’an:
 
Translation of the meanings Surah: Al-Anfāl
Surahs’ Index Page Number
 
Translation of the Meanings of the Noble Qur'an - Georgian translation (in progress) - Translations’ Index

translated by Rowwad Translation Center, in cooperation with the Islamic Propagation Office in Rabwah and the Association for Serving Islamic Content in Languages.

close