აუცილებლად ვუამბობთ მათ ცოდნით, - და ჩვენ არ ვყოფილვართ დაუსწრებელნი.[1]
[1] განკითხვის დღეს აუცილებლად ვუამბობთ თავიანთი მოქმედებების შესახებ ჩვენი შეუცდომელი ცოდნით, და არასდროს ვყოფილვართ მათი მოქმედებების ცოდნას მოწყვეტილნი.
და იმ დღეს (მოქმედებების) აწონვა ჭეშმარიტებაა, ხოლო ვისი ასაწონიც მძიმე აღმოჩნდება, სწორედ ეგენი არიან გადარჩენილნი.[1]
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „უეჭველად, უზენაესი ალლაჰი ჩემი უმმეთიდან ერთ კაცს დანარჩენი ქმნილებებისგან გამოარჩევს და მათ წინ დააყენებს. შემდეგ მას წაუყენებენ 99 დავთარს, (რომლებიც მისი ნამოქმედარი უხეირო საქმეებითაა სავსე). თითოეულის ზომა სცდება თვალსაწიერს. შემდეგ უზენაესი მას კითხავს: ამათგან რომელიმეს უარყოფ? უსამართლოდ ხომ არ მოგექცნენ შენი ნამოქმედარის აღმრიცხველი ანგელოზები? ის იტყვის: არა, ღმერთო. მას ისევ კითხავს: თავის გასამართლებელი რაიმე საპატიო მიზეზი გაქვს? ის ეტყვის: არა, ღმერთო. შემდეგ ღმერთი ეტყვის: ჩვენ წინაშე მიღებული ერთი სიკეთე გაქვს შენ. უეჭველად, დღეს შენ წინააღმდეგ არანაირი უსამართლობა არ იქნება. შემდეგ წარმოადგენენ პატარა ფურცელს, რომელზეც წერია: ეშჰედუ ელ-ლაა ილააჰე ილლალლაჰ ვე ეშჰედუ ენნე მუჰამმედენ ‘აბდუჰუ ვე რასუულუჰუ“ (ვამოწმებ, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა; ასევე ვამოწმებ, რომ მუჰამმედი მისი მონა და მოციქულია). უზენაესი ეტყვის: შენ თვითონ აწონე შენი ნამოქმედარი. ის იტყვის: ღმერთო! სად ეს პატარა ფურცელი და სად ამოდენა დავთრები? ღმერთი ეტყვის: უეჭველად, შენ უსამართლობას არ გადაეყრები. შუამავალმა ﷺ თქვა: შემდეგ დაალაგებენ ცოდვებით სავსე დავთრებს სასწორის ერთ თეფშზე და იმ პატარა ფურცელს მეორე თეფშზე. დავთრებით სავსე თეფში მაღლა წამოიწევა, ხოლო პატარა ფურცელი უფრო მძიმე იქნება და გადაწონის მას. ალლაჰის სახელის წინაშე არაფერს აქვს წონა და სიმძიმე.“ (თირმიზ, იმან 17/2639.)
ხოლო ვისი ასაწონიც მჩატე აღმოჩნდება, სწორედ ეგენი არიან, რომელთაც სულები წარიწყმიდეს – იმის გამო რასაც უსამართლოობდნენ ჩვენი აიათების/სასწაულების მიმართ.
ვფიცავ, ჩვენ გაგაჩინეთ, შემდეგ გამოგსახეთ, მერე ვუთხარით ანგელოზებს: სეჯდე[1] აღასრულეთ ადამისთვის! უმალვე სეჯდეზე დაემხნენ, გარდა იბლისისა,[2] ის არ ყოფილა სეჯდეს აღმსრულებელთაგანი.
[1] ორიგინალი – „სეჯდე“ (سجدة): უზენაესი ალლაჰის წინაშე მუხლმოდრეკითა და ქედის მოხრით მორჩილებისა და თაყვანისცემის გამომხატველი მოქმედებაა. სეჯდე შვიდი ორგანოს – ფეხის თითების, მუხლების, ხელის გულების და ცხვირ-შუბლის ძირს შეხებით სრულდება. სეჯდე ყიბლას მიმართულებით უნდა შესრულდეს, რომლის დროსაც ხელის თითებიცა და ფეხის თითებიც ყიბლას მიმართულებით უნდა იყოს მიმართულნი. [2] ორიგინალი – „იბლისი“ (ابليس): სატანას სახელია, რომელიც წარმომავლობით ჯინია, თუმცა თავისი განსწავლულობისა და დამსახურების გამო ანგელოზებთან ერთად იმყოფებოდა. ასეთმა პატივმა იბლისი იმდენად გააყოყოჩა, რომ ღვთის მიმართ სიურჩე გამოავლინა.
(ღმერთმა) უთხრა: რამ დაგაბრკოლა, რომ არ აღასრულე სეჯდე - როდესაც გიბრძანე? მან უთხრა: მე მასზე უკეთესი ვარ; მე ცეცხლისგან შემქმენი, ხოლო ის მიწისგან გყავს შექმნილი.
ამ დროს სატანამ ჩასჩურჩულათ, რათა ხილული გამხდარიყო მათთვის სხეულის უხერხული ადგილები, რაც ჰქონდათ დაფარული, და უთხრა: თქვენმა ღმერთმა მხოლოდ იმიტომ აგიკრძალათ ეს ხე, რომ ანგელოზები არ გამხდარიყავით ან უკვდავებად არ ქცეულიყავით.
ამ მოტყუებამ გამოიწვია მათი დაცემა და როცა იმ ხისგან იგემეს, ორივეს ხილულად ექცათ თავიანთი სხეულის უხერხული ადგილები და მაშინვე სხეულის დაფარვას შეუდგნენ სამოთხის ფოთლებით. ამ დროს მათმა ღმერთმა დაუძახა: განა არ აგიკრძალეთ ეს ხე და არ გითხარით, რომ ჭეშმარიტად, სატანა ცხადი მტერია თქვენი?
ორივემ თქვეს: ღმერთო ჩვენო! ჭეშმარიტად, ორივენი უსამართლოდ მოვექეცით საკუთარ სულებს, და თუ არ გვაპატიებ და არ შეგვიწყალებ, უთუოდ, ჩვენ ვიქნებით განადგურებულთაგანი/წაგებულთაგანი.
ეი, ადამის შვილნო! უეჭველად, ჩვენ ჩამოგივლინეთ სამოსელი, რომელიც ფარავს თქვენი სხეულის უხერხულ ადგილებს, – და მოსართავ - მოსაკაზმავი (სრული ტანისამოსი); ხოლო ეგ, ღვთისმოშიშების სამოსელი, - სწორედ ეგ არის უკეთესი.[1] ეს ალლაჰის სასწაულებიდანაა, იქნებ გაიაზრონ და არ დაივიწყონ.
[1] წარმართ არაბებში არსებული რწმენის თანახმად, ქააბას გარს შემოვლის რიტუალს ანუ ტავაფს, შიშველი ასრულებდნენ, რადგანაც მათ არ უნდოდათ ტავაფი იმ სამოსით შემოსილებს შეესრულებინათ, რომელშიც ცოდვა ჩაიდინეს. აქედან გამომდინარე იყო ტავაფის ორი ცვლა დღის და ღამის. დღისით მამაკაცები ასრულებდნენ ტავაფს ხოლო ღამის სიბნელეში ქალები. სწორედ ამ არასწორი საქციელის გამოსასწორებლად ჩამოავლინა უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათი. იხ. თფსირუ ბეღავი.
ეი, ადამის შვილნო! არ გაცდუნოთ სატანამ, როგორც თქვენი წინაპრები გამოიყვანა სამოთხიდან; გახადა მათ სამოსი, რათა ერთმანეთის სხეულის უხერხული ადგილები ეჩვენებინა. უეჭველად, ის და მისი მოდგმა გხედავთ თქვენ, თქვენ კი ვერ ხედავთ მათ. უეჭველად, ჩვენ სატანები დავუმეგობრეთ მათ, რომელთაც არ სწამთ.
ხოლო როდესაც ავზნეობას სჩადიან, ამბობენ: ჩვენ ამ საქმეში ვპოვეთ ჩვენი მამები და ალლაჰმა გვიბრძანე ეს. უთხარი: ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ბრძანებს ავზნეობას[1] . ნუთუ ალლაჰის შესახებ იმას ამბობთ, რაც არ იცით?
[1] ქააბის ირგვლივ შიშველი შემოვლას, და სხვა ავზნეობასა და სიბილწეს.
უთხარი: ჩემმა ღმერთმა ბრძანა სამართალი, და მისკენ მიაპყარით თქვენი სახეები ყოველ სამლოცველოსთან,ხალასად მიუძღვენით თქვენი რჯული და ისე ევედრეთ მას; როგორც შეგქმნათ თავდაპირველად, ისევე იქნებით უკუმიბრუნებულნი.
(ალლაჰმა, ადამიანთა) ერთი ჯგუფი ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანა, ხოლო მეორე ჯგუფმა ცდომილებაში ყოფნა დაიმსახურა. უეჭველად, ალლაჰის ნაცვლად მათ სატანები დაიმეგობრეს და ფიქრობენ, რომ ჭემარიტ გზაზე მდგომნი არიან.
ეი, ადამის შვილნო! სამოს-სამშვენისებით შეიმკეთ ყოველ სამლოცველოსთან; ჭამეთ და სვით,[1] მაგრამ არ ხარჯოთ ფუჭად. ჭეშმარიტად, მას არ უყვარს ფუჭად მხარჯველნი.
[1] წარმართების რწმენის მიხედვით, ტავაფის დროს, სიშიშვლესთან ერთად, საკვებიც არ უნდა მიეღოთ. სწორედ ამაზე მიუთითებს ეს აიათი, რომ ჭამეთ და სვით ფუჭად ხარჯვის გარეშე. იხ. თაფსირუ ბაღავი.
უთხარი: ვინ აკრძალა ალლაჰის მიერ მისი მსახურებისთვის გაჩენილი სამოს-სამშვენისები და ჰალალი სარჩო?[1] უთხარი: იგი მათთვისაა, ვინც ირწმუნეს - ამქვეყნიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი განკითხვის დღის. ასე დეტალურად განვმარტავთ აიათებს ხალხისთვის, რომლებმაც იციან.
[1] ვინ აკრძალა ტავაფის დროს ალლაჰის მიერ დადგენილი სამოს-სამშვენისებით შემოსვა და ჰალალი საკვების მიღება?
უთხარი: ჭეშმარიტად, ჩემმა ღმეღთმა აკრძალა ავზნეობანი – აშკარაც და ფარულიც; უკეთურება და ძალადობა უსამართლობით; ასევე ის, რომ ალლაჰს უთანაზიაროთ – რაზეც არანაირი მტკიცებულება არ ჩამოუვლენია; და ალლაჰის შესახებ თქვათ ის, რაც არ იცით.
ეი, ადამის შვილნო! როდესაც თქვენთან შუამავლები მოვლენ თქვენივე წიაღიდან და მოგითხრობენ ჩემს აიათებს/სასწაულებს (დაემორჩილეთ მათ), და ვინც რიდი გამოიჩინა და (საქციელი) გამოასწორა, - მათზე არც შიშია მოსალოდნელი და არც დამწუხრება.
და ვინაა უფრო უსამართლო, ვინც სიცრუეს თხზავს ალლაჰის შესახებ ან ცრუდ რაცხავს მის აიათებს/სასწაულებს, აი, სწორედ მათ სწვდებათ წიგნიდან[1] თავიანთი ხვედრი, და როდესაც მიაკითხავენ ჩვენი წარგზავნილები,[2] რათა მოაკვდინონ ისინი, ჰკითხავენ: სად არიან ისინი, რომლებსაც ალლაჰის ნაცვლად ევედრებოდით? ისინი უპასუხებენ: გადგნენ ჩვენგან. და თვითონვე დაამოწმეს თავიანთი სულების წინააღმდეგ, რომ იყვნენ ურწმუნონი.
[1] ალლაჰის წინაშე დაცული დედა წიგნი, რომელშიც დასაბამიდან დასარულამდე მთელი სამყაროს შესახებ ყველანაირი ინფორმაციაა აღრიცხული, მათ შორის ადამიანთა ბედისწერა, მოსახდენი ამბები, და წმინდა ყურანიც იმ დედა წიგნიდან არის აღებული. [2] სიკვდილის ანგელოზი და მასთან ერთად მყოფი სხვა ანგელოზები.
(ღმერთი) ბრძანებს: შედით ცეცხლში, თქვენზე ადრე გარდასულ ჯინთა და ადამიანთა მრავალ თემს შორის! ყოველ თემს შესვლისთანავე სწყევლის მისივე თანამორჯულე; უფრო მეტიც, როგორც კი იქ ყველანი ერთად შეიყრებიან, მაშინვე წამოიძახებს მათგან უკანასკნელი პირველ მათგანთა შესახებ:[1] ღმერთო ჩვენო! აი, ამათ გადაგვიყვანეს არასწორ გზაზე, ამიტომ მათ ცეცხლის ორმაგი სასჯელი მიუზღე! (ღმერთი) იტყვის: ყველასთვის ორმაგია (სასჯელი), თუმცა თქვენ არ იცით.
[1] რიგითი მიმდევარი წინამძღვრის ან ლიდერის შესახებ.
და იტყვის მათ შორის პირველი უკანასკნელთა შესახებ[1] : არაფრით იყავით ჩვენზე უკეთესი,[2] მაშ, იგემეთ სასჯელი იმისა, რასაც მოიხვეჭდით.
[1] წინამძღვარი ან ლიდერი რიგითი მიმდევრის შესახებ. [2] როგორც ჩვენ არ ვირწმუნეთ, ისე არ ირწმუნეთ თქვენც, ამიტომ ჩვენ თანაბარი ვიყავით ურწმუნოებაში და სასჯელშიც თანაბარი უნდა ვიყოთ. იხ. თაფსირუ ბაღავი.
ჭეშმარიტად, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები/სასწაულები და მედიდურობენ მათ მიმართ, არ გაეხსნებათ ცათა კარები და ვერ შევლენ სამოთხეში, ვიდრე აქლემი არ გაძვრება ნემსის ყუნწში. აი ასე მივუზღავთ დამნაშავეებს (ცოდვილებს).
ხოლო ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, არცერთ სულს არ ვატვირთავთ იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია – აი, ისინი არიან სამოთხის მკვიდრნი და იქ იქნებიან მარადჟამს.
და გავაცალეთ, თუ რამე ბოროტება ჰქონდათ გულებში, მათ ქვემოთ მდინარეები მიედინება და ამბობენ: დიდება ალლაჰს! რომელმაც დაგვაკვალიანა ამ გზაზე; ჩვენ თვითონ ვერასგზით გავიკვლევდით, ალლაჰს რომ არ დავეკვალიანებინეთ. ვფიცავთ, რომ ჩვენი ღმერთის შუამავლები ჭეშმარიტებითურთ მოვიდნენ. ამ დროს მოუხმობენ მათ, რომ ესაა სამოთხე, რომელსაც დაემკვიდრებით იმის სანაცვლოდ, რასაც თქვენ აკეთებდით.[1]
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ ეს აიათი ასე განმარტა: „(სამოთხის მკვიდრთ) ასე მოუხმობენ: აქ თქვენთვის არის მარადიული ჯანმრთელობა და აღარასდროს დაავადდებით; აქ თქვენთვის არის მარადიული სიცოცხლე და აღარასდროს მოკვდებით; აქ თქვენთვის არის მარადიული ახალგაზრდობა და აღარასდროს მოხუცდებით; აქ თქვენთვის უთვალავი წყალობაა და აღარასდროს გეწევათ გასაჭირი!“ (მუსლიმ, ჯანნათ 8/2837.)
და სამოთხის მკვიდრნი ცეცხლის მკვიდრებს გასძახებენ: ჩვენ მართლაც ვნახეთ, რომ ჭეშმარიტებაა, რაც აღგვითქვა ჩვენმა ღმერთმა, და თუ ნახეთ თქვენ, რომ რასაც გპირდებოდათ თქვენი ღმერთი, მართლაც ჭეშმარიტებაა? უპასუხეს: დიახ. ამ დროს განაცხადებს მათთან განმცხადებელი, რომ ალლაჰის წყევლა იყოს უსამართლოებზე.
მათ შორის ზღუდეა, მაღლობზე დგანან კაცები, რომლებიც ყველას (სამოთხის ან ჯოჯოხეთის მკვიდრებს ) სცნობენ თავიანთი სახეებით[1] და გასძახებენ სამოთხის მკვიდრებს: სალამი თქვენდა! ისინი ჯერ არ შესულან მასში, მაგრამ იმედოვნებენ.[2]
[1] მორწმუნეთა სახეები თეთრი და ნათელია, ხოლო ურწმუნოთა სახეები შავი და ბნელი, როგორც არის შემდეგ აიათში: „იმ დღეს, როდესაც გაბრწყინდებიან სახეები და გაშავდებიან სახეები“ (ალი იმრან, 3/106.) [2] სამოთხისა და ჯოჯოხეთის ზღუდის თავზე, შემაღლებულ ადგილზე მყოფთა ვინაობის შესახებ მუფესსირთა შორის ათამდე განსხვავებული მოსაზრება ფიქსირდება. აქ მხოლოდ ყველაზე გავრცელებული ერთი ვერსიის გადმოცემა ვიკმარეთ, რომლის თანახმადაც, ესენი არიან ხალხი, რომელთა სიკეთეები და უკეთურობები თანაბარი აღმოჩნდა. სიკეთეებმა დააბრკოლა მათი ჯოჯოხეთში მოხვედრა, ხოლო უკეთურობების გამო სამოთხეში ვერ მოხვდნენ. ალლაჰის შუამავალს ﷺ ა’რაფის მკვიდრთა შესახებ კითხეს, მან ასე უპასუხა: „ისინი ალლაჰის მსახურები არიან, რომელთა საქმეც ყველაზე ბოლოს განიხილება. როდესაც სამყაროთა ღმერთი მსახურთა ანგარიშსწორებას მორჩება, მათ ეტყვის: თქვენ ხართ ხალხი, რომლებიც თავიანთმა სიკეთეებმა ჯოჯოხეთის ცეცხლიდან იხსნა, თუმცა სამოთხეშიც ვერ შეხვედით. ამიერიდან თავისუფლები ხართ, სადაც გინდათ იქ დაიკავეთ ადგილი - სამოთხეში!“ იხ. თაფსიირუ ტაბერი.
ესენი არ არიან ისინი, რომლებზეც იფიცებოდით, რომ არ შეეწეოდა წყალობით ალლაჰი?[1] შედით სამოთხეში! არც შიშია თქვენზე და არც დამწუხრება.
[1] კითხვა მიმართულია ჯოჯოხეთის მკვიდრთა მიმართ, რომლებიც მორწმუნეებს დასცინოდნენ და იფიცებოდნენ, რომ ალლაჰი მათ არ შეიწყალებდა და სამოთხეში ვერ მოხვდებოდნენ.
ჯოჯოხეთის ბინადრებმა სამოთხის მკვიდრებს ასძახეს, რომ წყალი გადმოგვასხით ან იქიდან (მოგვეცით), რაც სარჩოდ უწყალობებია ალლაჰს თქვენთვისო. მათ უთხრეს: ჭეშმარიტად, ალლაჰმა ორივე აკრძალა ურწმუნოთათვის.
- რომელთაც თავიანთი რჯული გართობად და მასხრად აიგდეს და ამქვეყნიურმა ცხოვრებამ აცდუნა. დღეს ჩვენც დავივიწყებთ მათ, როგორც თვითონ დაივიწყეს დღევანდელი ეს შეხვედრა, – ასევე იმის გამო, რომ ჩვენს აიათებს/სასწაულებს უარყოფდნენ.
ნუთუ მხოლოდ მის გაცხადებას ელიან?[1] იმ დღეს, როდესაც დადგება სიცხადე მისი, ისინი, რომლებმაც მანამდე დაივიწყეს, იტყვიან: ჩვენი ღმერთის შუამავლები მართლაც ჭეშმარიტებითურთ მოსულან! ნუთუ არავინაა შუამდგომელი, რომელიც გვიშუამდგომლებს, ან უკან არ მივბრუნდებით, რომ აღარ ვაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებდით? მართლაც წარიწყმიდეს სულები და დაეკარგათ ის, რასაც თხზავდნენ[2] .
[1] ნუთუ მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ ყურანში დანაპირები სასჯელი ურწმუნოებს თავს დაატყდებათ და ისე ირწმუნებენ? [2] კერპებმა ვერაფერი უშველეს მათ იმქვეყნად.
ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, იგია, რომელმაც ექვს დღეში გააჩინა ცანი და დედამიწა, შემდეგ კი ‘არშზე[1] ამაღლდა;[2] ღამეს ბურავს დღით, რომელიც შეუდგომელი მდევარია მისი; და მზე, მთვარე და ვარსკვლავები სრულად ჰმორჩილებენ მის ბრძანებას. განა მასა არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა?! რაოდენ დიდია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!
[1] ორიგინალი – „’არშ“ (عرش): ლექსიკონური მნიშვნელობით ეს არის მაღალი ადგილი, მწვერვალი, ტახტი, დიდებულთა დასაჯდომი ადგილი და ა.შ. ზოგჯერ სამმართველო ტახტიდან გამომდინარე, გადატანითი მნიშვნელობით, „’არშ“-ი გაიგივებულია სახელმწიფოსთან, ხელმწიფობასთან და მმართველობასთან. ყურანსა და სუნნეთში ხსენებული უზენაესი ალლაჰის „’არშ“-ის ნამდვილი რაობა შეუწვდომელია ადამიანთა გონებისთვის, აქედან გამომდინარე, სახელის მსგავსების გამო, დაუშვებელია მისი სამმართველო ტახტზე მიმსგავსება და ისე ინტერპრეტირება. ჩვენი ვალია, ვაღიაროთ იმ ფორმით, როგორც ყურანსა და ჰადისებშია მოცემული, თავი შევიკავოთ მისი რაობისა და როგორობის შესახებ განმარტებებისგან. [2] ორიგინალი – „ისთავა“ (استوى): ლექსიკონური მნიშვნელობით ამაღლებას, გათანაბრებას, გასწორებას, გამყარებას ან დაქვემდებარებას ნიშნავს. წმინდა ყურანში უზენაესი ალლაჰის მოქმედებად ხსენებული „ისთავა“ პირველი თაობის მუსლიმთა განმარტებებისა და სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობის შესაბამისად ვთარგმნეთ, როგორც ამაღლება. რაც შეეხება ამაღლების რაობასა და როგორობას, როგორც უზენაესი ალლაჰის სხვა თვისებები, ისე ამ მოქმედების ნამდვილი რაობა ადამიანთა გონებისთვის შეუწვდომელია. პირველი თაობის მუსლიმები უზენაესი ალლაჰის სახელ-თვისებებსა და მოქმედებებს ყოველთვის იმ ფორმით ღებულობდნენ, რა ფორმითაც მოცემულია წმინდა ყურანსა თუ სანდო ჰადისებში. მათ ბიდ’ათად (სიახლედ) და ქუფრად (ურწმუნოება) მიაჩნდათ ალლაჰის სახელ-თვისებებისა და მოქმედებების ისე ინტერპრეტირება, რომელიც შორდება, აუქმებს ან ცვლის ორიგინალში მოცემულ შინაარსს, ან შეიცავს ალლაჰის ქმნილებებზე მიმსგავსებას და მისდამი სხეულის მისადაგებას. წმინდა ყურანი მკაფიოდ გამორიცხავს უზენაესი ალლაჰის ქმნილებებთან მსგავსებას: „არაფერია მისი მსგავსი და იგია ყოვლის მხედველი, ყოვლის მცოდნე.“ (შუურა, 42/11) „მაშ, არ ეძიოთ ალლაჰის სადარი! ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, ხოლო თქვენ არ იცით.“ (ნაჰლ, 16/74.) აქედან გამომდინარე, ჩვენ გვწამს და ვაღიარებთ მოცემული სიტყვების პირდაპირ მნიშვნელობას, მათი რაობის განმარტების, ქმნილებებთან შედარების, სხეულის მისადაგებისა და ძირეული მნიშვნელობის უარყოფის გარეშე. გვჯერა, რომ მისი თვისებები და მოქმედებები არ არის ისეთი, როგორც ქმნილებათა თვისებები და მოქმედებებია, არამედ ისეთია, როგორიც შეეფერება მის სიდიადეს, და არ ჩაითვლება მის მიმართ ნაკლად. ამ თემასთან დაკავშირებით, პირველი თაობის მუსლიმთა სიტყვებია: შუამავლის მეუღლემ და მორწმუნეთა დედამ უმმუ სელემემ სურა ტაჰას 20/5-ე აიათში „რაჰმანი (მოწყალე) ‘არშზე ამაღლდა“-ს შესახებ თქვა: „ამაღლების რაობა ადამიანთა გონებისთვის შეუწვდომელია, თუმცა ამაღლება ცნობილია; მისი აღიარება რწმენის ნაწილია, ხოლო უარყოფა ურწმუნოობა.“ (იბნი ბატტა, ალ-იბაანათუ ალ-ქუბრა, ტ.3, გვ.162, ჰ.ნ.120.) გადმოცემის თანახმად, ერთი კაცი იმამ მალიქთან მივიდა, სურა ტაჰას 5-ე აიათი „რაჰმანი (მოწყალე) ‘არშზე ამაღლდა“, წაიკითხა და უთხრა: როგორ ამაღლდა? იმამ მალიქმა ამგვარი შეკითხვა არ მოიწონა, გაბრაზდა და ხანგრძლივი დუმილის შემდეგ უპასუხა: „რაობა შეუწვდომელია ადამიანის გონებისთვის, ამაღლება ცნობილია, ამის რწმენა აუცილებელია, ხოლო მისი რაობის შესახებ კითხვის დასმა ბიდ’ათია, ვშიშობ, რომ შენ გზააცდენილი ხარ.“ შემდეგ იქ მყოფებს უბრძანა და ის კაცი განარიდეს მეჯლისს (ლალექაი, შერჰუ უსული ი’თიყადი აჰლი სუნნა,3/441.) ნუ’აიმ ბინ ჰამმად ალ-ჰუზა’იმ თქვა: „ვინც ალლაჰი მიამსგავსა ქმნილებებს, მან ურწმუნოობა გამოავლინა; ვინც უარყო იგი, რითაც ალლაჰმა საკუთარი თავი დაახასიათა, მან ურწმუნოობა გამოავლინა; რითაც ალლაჰმა საკუთარი თავი დაახასიათა, მათში ქმნილებებზე მიმსგავსება არ შეიძლება.“ (ალ-მაყდისი, ალ-იყთისადუ ფიი’ლი’თიყად, გვ. 217.) ასევე იმამ მალიქს ეკუთვნის შემდეგი სიტყვებიც: „გაუფრთხილდით ბიდათებს!“ იქ მყოფებმა კითხეს: რა არის ბიდათი? მან უპასუხა: „მობიდათეები არიან ისინი, ვინც საუბრობენ ალლაჰის სახელ-თვისებების, მისი სიტყვის, ცოდნისა და ბედისწერის შესახებ და არ დუმან ისეთ საკითხებზე, რაზეც დუმდნენ საჰაბეები და მათი საუკეთესო მიმდევარნი.“ (ჰერევი, ზემმუ’ლ-ქელამ, 4/114.)
ევედრეთ თქვენს ღმერთს თავდამცირებით (ხვეწნით ) და გულის სიღრმიდან (ჩუმი ხმით). ჭეშმარიტად, მას არ უყვარს ზღვარგადასულნი.[1]
[1] აბუ მუსა გადმოგვცემს: ჩვენ ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მაცნესთან ﷺ ერთად ვიყავით. როდესაც მთის მაღლობებზე ავდიოდით ხმამაღლა თაქბირებს წარმოვთქვამდით, მან გვითხრა: „ეი, ადამიანებო! საკუთარი სულები შეიბრალეთ (თაქბირების ხმამაღლა წარმოთქმით ნუ დაიძაბებით) თქვენ არც ყრუს ევედრებით და არც შორს მყოფს. თქვენ ყოვლის მსმენელს, ყოვლის მხედველსა და ახლოს მყოფს ევედრებით.“ შემდეგ ჩემთან მოვიდა, მე ამ დროს დაბალი ხმით ასე ვამბოდი: „ლაა ჰევლე ვე ლაა ყუვვეთე ილლა ბილლაჰ“ (არ არსებობს ღონე და ძლიერება, გარდა ალლაჰისა). მან ასე მითხრა: „ეი, აბდულლაჰ ბინ ყაის! თქვი: ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლა ბილლაჰ, რამეთუ ეგ სამოთხეს ხაზინათაგან ერთ-ერთია.“ (ბუხარი, თავჰიდ 9/7386.)
და ნუ ეწევით უკეთურებას დედამიწაზე, მისი გამოსწორების შემდეგ![1] მაშ, ევედრეთ მას შიშითა და სასოებით! ჭეშმარიტად, ალლაჰის წყალობა ახლოსაა კეთილისმქმნელებთან.
[1] მუჰამმედის ﷺ შუამავლური მისიით წარმოგზავნის შემდეგ, როცა შირქი - თავჰიდმა, ბნელეთი - ნათელმა, ბუროტება - სიკეთემ და მტრობა - სიყვარულმა ჩაანაცვლა.
და ისაა, ვინც გზავნის ქარებს მახარობლად, თავისი წყალობის წინ, როცა იტვირთავს მძიმე ღრუბლებს, ჩვენ მას წარვმართავთ ქვეყნის მკვდარი კუთხისკენ, ჩამოვავლენთ მისგან წყალს და აღმოვაცენებთ მისით ყველანაირ ნაყოფს. ამგვარად აღვადგენთ მკვდრებსაც, იქნებ გაიაზროთ და არ დაივიწყოთ.
და ხეირიანი კუთხის მიწაზე უხვად ხარობს მცენარეულობა – თავისი ღმერთის ნებით; ხოლო რომელიც უხეიროა, იქ ცოტასა და უვარგისის მეტი არაფერი მოდის.[1] ამგვარად, ყოველმხრივ ვმარტავთ აიათებს მადლიერი ხალხისთვის.
[1] უზენაეს ალლაჰს აქ მორწმუნესა და ურწმუნოს მაგალითად, ხეირიანი და უხეირო მიწის იგავი მოჰყავს. მსგავს შედარებას აკეთებს მუჰამმედ ﷺ შუამავალიც: „ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად გამოგზავნილი ჭეშმარიტი გზა და ცოდნა უხვ წვიმას ჰგავს, რომელიც დედამიწას აწვიმს. არსებობს მიწის ნაკვეთი, რომელიც წვიმის წყალს შეიწოვს და უხვ მოსავალს იძლევა. ასევე, არსებობს მიწის ნაკვეთი, რომელიც უნაყოფოა, წვიმის წყალს არ შეიწოვს და ზედაპირზე რჩება. ალლაჰი ამ წყალს ხალხს ასარგებლებს. ზოგს თვითონ სვამენ, ზოგს პირუტყვს ასმევენ და ზოგითაც მინდვრებს რწყავენ. ასევე, არსებობს მიწის ისეთი ნაკვეთიც, რომელსაც აწვიმს, მაგრამ არც წყალს ინახავს და არც მოსავალიანია. აი, ამგვარ მაგალითს წარმოადგენს ის, ვინც ალლაჰის რჯულში ჩახედულია და ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად წარმოგზავნილი ჭეშმარიტი გზითა და ცოდნით სარგებლობს, სწავლობს და სხვასაც ასწავლის, და ის, ვინც ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად წარმოგზავნილ ჭეშმარიტ გზას ეწინააღმდეგება, ყურს არ უგდებს მას და არ ეთანხმება.“ (ბუხარი, ილიმ 20/79.)
ვფიცავ, ჩვენ ნუჰი (ნოე) წარვგზავნეთ თავის ხალხთან; და უთხრა: ეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გაგაჩნიათ მის გარდა სხვა ღვთაება. უეჭველად, მე თქვენთვის იმ დიდებული დღის სასჯელზე ვშიშობ.
ნუთუ გიკვირთ, რომ თქვენი ღმერთისგან შეგონება მოგივიდათ თქვენ შორის ერთი-ერთი კაცის მეშვეობით, რათა გაგაფრთხილოთ და რიდი გამოიჩინოთ, რომ იქნებ შეწყალებულიყავით.
მაგრამ ცრუდ შერაცხეს მათ, ჩვენ კი გადავარჩინეთ ის და ისინიც, ვინც გემში იყვნენ მასთან ერთად, ხოლო დავახრჩვეთ ისინი, ვინც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები/სასწაულები. უეჭველად, ისინი ბრმები იყვნენ (ჭეშმარიტების მიმართ).
და (წარვგზავნეთ) ‘ადის ხალხთან მათი ძმა ჰუდი (რომელმაც), უთხრა: ეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გაგაჩნიათ მის გარდა სხვა ღვთაება. ნუთუ მოკრძალებას არ გამოიჩენთ?
ნუთუ გიკვირთ, რომ თქვენი ღმერთისგან შეგონება მოგივიდათ თქვენ შორის ერთი-ერთი კაცის მეშვეობით, – რათა გაგაფრთხილოთ? გაიხსენეთ, როდესაც ნუჰის ხალხის შემდეგ[1] მონაცვლეებად დაგადგინათ და შეგმატათ ტანადობა; მაშ, გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთენი, იქნებ სრული ბედნიერება მოიპოვოთ.
[1] მათი დაღუპვის შემდეგ პატივი დაგდოთ და მათი ადგილი დაიკავეთ დედამიწაზე.
უთხრეს: განა იმისთვის მოხვედი, რომ მხოლოდ ალლაჰს ვცეთ თაყვანი და მივატოვოთ ის, რასაც ჩვენი მამა - პაპანი ეთაყვანებოდნენ? (თუ ასეა), მაშ, გვაწვნიე იგი, რითაც გვემუქრები, თუკი შენ ხარ მართალთაგანი!
უთხრა: მართლაც გარდაუვალი გახდა თქვენთვის სასჯელი და რისხვა თქვენი ღმერთისგან! ნუთუ იმ სახელების (კერპების) შესახებ მეკამათებით, რომლებიც თქვენ და თქვენმა მამა - პაპებმა დაარქვით? – ალლაჰს მათ შესახებ არანაირი მტკიცებულება არ ჩამოუვლენია. მაშ, დაელოდეთ, ჭეშმარიტად, მეც თქვენთან ერთად ვარ მომლოდინეთაგანი!
შემდეგ, ჩვენი წყალობით, ვიხსენით იგი და ისინიც, ვინც იყვნენ მასთან ერთად, და უკანასკნელის ჩათვლით ყველა ამოვწყვიტეთ, რომლებიც ცრუდ რაცხავდნენ ჩვენს აიათებს/სასწაულებს და არ იყვნენ მორწმუნენი.
და (წარვგზავნეთ) სემუდის ხალხთან მათი ძმა სალიჰი, (რომელმაც) უთხრა: ეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გაგაჩნიათ მის გარდა სხვა ღვთაება. ჭეშმარიტად, თქვენ მიიღეთ ცხადი მტკიცებულებანი თქვენი ღმერთისგან. ესეც, სასწაულად თქვენთვის ალლაჰის აქლემია, დააცადეთ, იბალახოს ალლაჰის მიწაზე და არაფერი ავნოთ მას, თორემ მწარე სასჯელი დაგატყდებათ![1]
[1] ჯაბირ ბინ ადბულლაჰი დ გადმოგვცემს: თაბუქის ბრძოლაში მიმავალმა შუამავალმა ﷺ, როდესაც ნაქალაქარ ჰეგრასთან (ალ-ჰიჯრი) დაბანაკდა, ფეხზე წამოდგა და ხალხს მიმართა: „ეი, ხალხო! თქვენი მაცნისგან არ მოითხოვოთ სასწაული! ეს (ნაქალაქარი) არის სალიჰ შუამავლის ხალხის. მათ, თავიანთი მაცნისგან მოითხოვეს აქლემი (რომელიც სასწაულებრივად კლდისგან უნდა შობილიყო). ალლაჰმა მოახდინა მათთვის სასურველი სასწაული. ის აი, ამ გზით მოვიდოდა და წყლის მარაგს მთლიანად სვამდა. (ხალხი და აქლემი წყალს მორიგეობით სვამდნენ) როდესაც აქლემს ერგებოდა წყლის დალევის უფლება, იმ დღეს მოსახლეობა აქლემისგან ზუსტად იმდენ რძეს წველავდა, რამდენ წყალსაც ღებულობდნენ თავიანთი რიგის დროს და ამგვარად, რძით იკმაყოფილებდნენ სასმელი წყლის საჭიროებას. შემდეგ აქლემი ისევ ამ გზას გაუდგებოდა და წავიდოდა. ბოლოს (ხალხს მობეზრდა ამგვარი მორიგეობა) თავიანთი ღმერთის ბრძანება დაარღვიეს და აქლემი დაკლეს. ალლაჰმა მათ სამი დღე ადროვა, – ალლაჰის დანაპირები არასდროს გაცრუვდება, - შემდეგ (ქვემოდან მიწისძვრამ და ზემოდან) გაუსაძლისმა ხმაურმა შეიპყრო ისინი და ყველანი დაიხოცნენ, ვინც კი იყვნენ (ამ ტერიტორიაზე) ზეცასა და დედამიწას შორის, გარდა ერთი კაცისა, რომელიც ალლაჰის ნაკრძალ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ალლაჰის ნაკრძალ ტერიტორიაზე ყოფნის გამო მას არ შეხებია ალლაჰის სასჯელი... .“ (ტაბერანი, ალ-მუჯამ’ ალ-ავსატ, ჰ.ნ. 9069.)
და გაიხსენეთ, როცა მონაცვლეებად დაგადგინათ – ‘ადის ხალხის შემდეგ, და დაგაბინავათ დედამიწაზე, რომლის ველებზეც სასახლეებს აგებდით და (კლდოვან) მთებს სახლებად კვეთდით. მაშ, გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთენი და ნუ იბოროტებთ ქვეყნად უკეთურები.
თავისი ხალხიდან დიდებულებმა, რომლებიც მედიდურობდნენ, უთხრეს მათ, ვისაც დაბალ ფენად მიიჩნევდნენ და რომლებმაც ირწმუნეს: განა მართლა იცით, რომ სალიჰი თავისი ღმერთის მიერ წარმოგზავნილი შუამავალია? მათ უპასუხეს: ჭეშმარიტად, ჩვენ გვწამს ის, რითაც წარმოგზავნილია იგი!
შემდეგ დაკლეს (ის) დედალი აქლემი და ქედმაღლურად დაარღვიეს თავიანთი ღმერთის ბრძანება, შემდეგ კი ასე თქვეს: ეი, საალიჰ! აბა გვაწვნიე ის (სასჯელი), რითაც გვემუქრებოდი, თუ ნამდვილად ხარ შუამავალთაგანი!
შემდეგ (საალიჰი) განერიდა მათ და თქვა: ეი, ჩემო ხალხო! ვფიცავ, მე თქვენ გაუწყეთ ჩემი ღმერთის გზავნილი და დაგარიგეთ თქვენდა სასარგებლოდ, მაგრამ თქვენ არ გიყვართ კეთილდამრიგებელნი.
ბოლოს ზემოდან (ქვების) წვიმა დავაწვიმეთ მათ, შეხედე, როგორი იყო ცოდვილთა ბოლო![1]
[1] ალლაჰის შუამავალი ﷺ სხვადასხვა ჰადისებში ამბობს: „წყეულია ის, ვინც ლუტის ხალხის საქმეს აკეთებს.“ (აჰმედ, ალ-მუსნედ, ჰ.ნ. 1875.) „ვისაც ნახავთ, რომ იგივე საქმით არის დაკავებული, რასაც აკეთებდა ლუტის ხალხი, მოკალით - აქტიურიც და პასიურიც.“ (იბნი მაჯე, ჰუდუდ 12/2561.) „ყველა ერთად ჩაქოლეთ, ზემოთ მყოფიც და ქვემოთ მყოფიც.“ (იბნი მაჯე, ჰუდუდ 12/2562.) ფიყჰის სწავლულთა უმრავლესობის მიხედვით, სოდომური ცოდვის ჩამდენი იგივეს სასჯელს იმსახურებს, რაც მრუშობის შემთხვევაშია გათვალისწინებული, რადგანაც წმინდა ყურანში მრუშობაც და სოდომური ცოდვაც ავზნეობადაა დახასიათებული. იმამი შაფი’ისა და ჰანეფი მეზჰებიდან, იმამ მუჰამედისა და აბუ იუსუფის მიხედვით, მრუშის მსგავსად დაისჯება სოდომური ცოდვის ჩანდენი ანუ თუ დაქორწინებულია - ჩაქოლვით, ხოლო თუ დაუქორწინებელია, მაშინ 100 როზგით. შაფი’ი მეზჰების მიხედვით, აღნიშნული ცოდვის ჩამდენს, თუ დასაქორწინებელია, როზგთან ერთად გადასახლებაც მიესჯება. იმამ მალიქისა და აჰმედ ბინ ჰანბელის მიხედვით, ალლაჰის შუამავლის ﷺ ჰადისის თანახმად, სადაც სოდომური ცოდვის ჩამდენის სიკვდილით დასჯაზე ან ჩაქოლვაზეა საუბარი, – დაქორწინებულისა და დასაქორწინებლის განურჩევლად ჩაქოლვას ითვალისწინებენ. იმამი აბუ ჰანიფა ამ ცოდვას მრუშობის მსგავსად არ აფასებს და სხვადასხვა კატეგორიებად ყოფს. მისი შეფასებით, ეს განსხვავებული დანაშაულია და შესაბამისად, სასჯელიც იგივე არ უნდა იყოს. იმამ აბუ ჰანიფას მიხედვით, სოდომური ცოდვის ჩამდენის სასჯელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა პირებმა უნდა განსაზღვრონ. რაც შეეხება აღნიშნული ცოდვის დამტკიცებას, სწავლულთა უმრავლესობის მიხედვით, როგორც მრუშობის შემთხვევაში, აქაც ან პირადი აღიარებით, ან 4 სანდო მოწმის დამოწმებით ხდება. იხ. დიანეთის ისლამის ენციკლოპედია, ტ. 27, გვ. 199.
და (წარვგზავნეთ) მედაინის ხალხთან მათი ძმა შუ’აიბი, (რომელმაც) უთხრა: ეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გაგაჩნიათ მის გარდა სხვა ღვთაება. ჭეშმარიტად, თქვენ მიიღეთ ცხადი მტკიცებულებანი თქვენი ღმერთისგან. მაშ, უერთგულეთ საზომ-საწონს და არ მიაკლოთ ხალხს თავიანთი ქონება.[1] ასევე, ნუ ეწევით უკეთურებას დედამიწაზე, მისი გამოსწორების შემდეგ![2] ეს უფრო სასიკეთოა თქვენთვის, თუკი თქვენ ხართ მორწმუნენი.
[1] იბნ აბბაასმა მზომავებს და მწონავებს (ვაჭრებს) უთხრა: „უეჭველად, თქვენ ადგახართ (ორ) საქმეს, რომელმაც თქვენზე წინ მყოფი ხალხები დაღუპა.“ (თირმიზი, ბუიუ’, 9/1217.) [2] ნუ შეეცდებით ქვეყნად ურწმუნოებითა და ურჩობით უკეთურების თესვას და წესრიგის მოშლას, რომელიც უკვე განვლილმა შუამავლებმა და მაცნეებმა გამოასწორეს.
და არ ჩაუჯდეთ ყოველი გზის სათავეში, რათა (აშინებდეთ და) აბრკოლებდეთ ალლაჰის გზისგან მას, ვინც ირწმუნა იგი და გინდათ მისი მრუდედ წარმოჩინება.[1] გაიხსენეთ, რომ ცოტა იყავით და მან გაგამრავლათ! მაშ, შეხედეთ, თუ როგორი იყო უკეთურების მთესველთა ბოლო!
[1] ურწმუნოები ადამიანებს გზაზე ეღობებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ შუ’აიბი მატყუარაა და არ შეგაცდინოთო. იხ. თაფსირუ ბაღავი.
და თუ თქვენში იქნება ჯგუფი, რომელსაც სწამს ის, რითაც ვარ წარმოგზავნილი, და ჯგუფიც, რომელსაც არ სწამს, მაშინ მოითმინეთ (ურწმუნოებო ), ვიდრე ალლაჰი არ განსჯის ჩვენ შორის, და ის მსაჯულთა შორის საუკეთესოა.
თავისი ხალხიდან დიდებულებმა, რომლებიც მედიდურობდნენ, უთხრეს: ეი, შუ’აიბ! აუცილებლად გაგაძევებთ ჩვენი ქალაქიდქან შენ და მათ, ვინც ირწმუნეს შენთან ერთად ან უთუოდ დაგაბრუნებთ ჩვენს რჯულზე! მან თქვა: თუნდაც რომ არ გვინდოდეს?
უთუოდ ალლაჰის მიმართ ცილის მწამებელნი ვიქნებით, თუკი დავუბრუნდეთ თქვენს რჯულს, მას შემდეგ რაც ალლაჰმა გვიხსნა მისგან. შეუძლებელია ჩვენ მას დავუბრუნდეთ, გარდა იმისა თუკი ინება ალლაჰმა, ჩვენმა ღმერთმა.[1] ჩვენი ღმერთი ყველაფერს გარემოიცავს ცოდნით.[2] ჩვენ ალლაჰს მივენდეთ. ღმერთო ჩვენო! ჩვენსა და ჩვენს ხალხს შორის ჭეშმარიტებით განსაჯე და შენ ხარ მსაჯულთა საუკეთესო!
[1] თუკი ალლაჰმა ჩვენს ბედისწერაში სამომავლოდ მსგავსი რამ დაუშვა, რომლის შესახებაც ჩვენ წინასწარი ცოდნა არ გაგვაჩნია. [2] მან ყველაფერი იცის წარსულიც და მომავალიც. მხოლოდ მან იცის თუ რა მდგომარეობაში ვიქნებით მომავალში. ჩვენ კი დღევანდელი გადმოსახედიდან გეუბნებით, რომ არასოდეს მივიღებთ თქვენს რჯულს, თუნდაც რომ გვაიძულოთ.
შემდეგ (შუ’აიბი) განერიდა მათ[1] და თქვა: ეი, ჩემო ხალხო! ვფიცავ, მე თქვენ გაუწყეთ ჩემი ღმერთის გზავნილები და დაგარიგეთ თქვენდა სასარგებლოდ, მაშ როგორღა უნდა ვწუხდე ურწმუნო ხალხზე?!
[1] მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ ალლაჰის რისხვა დაიმსახურეს და ახლოს იყო მისი სასჯელის მოვლინება.
შემდეგ უკეთურების ადგილას სიკეთე ჩავუნაცვლეთ,[1] ისე რომ იმატეს[2] და ბოლოს თქვეს: ჩვენს წინაპრებსაც შეეხოთ ჭირი და ლხინი.[3] მერე უეცრად (სასჯელით) შევიპყარით ისინი და თვითონ აზრზეც არ იყვნენ
[1] თავს დამტყდარი გაჭირვება და სნეულება, ლხინით შევუცვალეთ. [2] გაუმრავლდათ შვილები და გაუბევრდათ ქონება. [3] თანდათან დაივიწყეს ალლაჰის სასჯელი. მათი აზრით ის არ იყო ალლაჰის სასჯელი, არამედ ის ჩვეულებრივი ბუნების კანონზომიერება იყო, რომელსაც ჭირიც ახლავს და ლხინიც.
იმ ქალაქის მკვიდრთ რომ ერწმუნათ და რიდი ჰქონოდათ, უთუოდ გავუხსნიდით ზეცისა და დედამიწის ბარაქას,[1] მაგრამ მათ ცრუდ შერაცხეს[2] და ჩვენც (სასჯელით) შევიპყარით ისინი, იმის გამო რასაც იხვეჭდნენ.
ნუთუ თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ ალლაჰის მახისგან? წამხდარი ხალხის გარდა ალლაჰის მახისგან თავს უსაფრთხოდ არავინ იგრძნობს.[1]
[1] აიათში ხსენებული მახე გულისხმობს მათ დალხენილ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას, რომელმაც გამჩენი დაავიწყათ. მათ სულაც არ უფიქრიათ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა გამოცდა ყოფილიყო მათთვის. ისინი ფიქრობდნენ, რომ ღვთის წინაშე განსაკუთრებული პატივი ჰქონდათ და მიტომ მიეცათ ეს ყველაფერი. არა და ეს ყველაფერი მათთვის გამოსაცდელად მიცემული დრო და პატივი იყო, რომლის უგულებელყოფითაც ნაბიჯ-ნაბიჯ ალლაჰის რისხვას უახლოვდებოდნენ და ვერც კი აცნობიერებდნენ. ისლამში ასეთ მდგომარეობას ისთიდრაჯი ეწოდება, როცა ადამიანი ღვთის მიმართ სიურჩის მიუხედავად მაინც დალხენილად ცხოვრობს ამ ქვეყნად. მისი ეს მდგომარეობა იმაზე კიარ მიუთითებს, რომ ღვთის წინაშე დაფასებული მსახურია, არამედ იმაზე რომ ღმერთმა მას გარკვეული დროით ადროვა, რათა საკუთარი ხელით გამოიმუშავოს უფრო მეტი სასჯელი და უფრო მეტად დაუახლოვდეს ალლაჰის რისხვას.
ნუთუ კიდევ არ არის ცხადი იმათთვის, ვინც წინანდელ მკვიდრთა (განადგურების) შემდეგ მკვიდრობენ დედამიწას, რომ თუკი ვინებებთ თავიანთი ცოდვების გამო მათაც (უბედურებებს) შევამთხვევთ, გულებს დავუბეჭდავთ და ვეღარაფერს შეისმენენ?!
აი ქალაქები, რომელთა ამბებსაც გითხრობთ შენ.[1] ჭეშმარიტად, მათთან მივიდნენ თავიანთი შუამავლები ცხადი მტკიცებულებითურთ, თუმცა ისინი არ იყვნენ იმის დამჯერებელნი, რასაც მანამდე უკვე სიცდუედ მიიჩნევდნენ.[2] ამგვარად ბეჭდავს ალლაჰი ურწმუნოთა გულებს.
[1] საუბარია ზემოთ მოთხრობილი ქალაქების შესახებ, სადაც ცხოვრობდნენ ნუჰის, ჰუდის, სალიჰის, ლუტის და შუ’აიბის ხალხი. [2] რაც მანამდე ცრუდ შერაცხეს მათმა წინამორბედმა, მათ მსგავსად ურწმუნო ხალხმა.
მერე, მათ შემდეგ ფარაონსა და მის დიდებულებთან წარვგზავნეთ მუსა აიათებითურთ/სასწაულებითურთ, მათ კი უსამართლოდ მიუდგნენ მას (აიათებს/სასწაულებს). მაშ შეხედე როგორია უკეთურების მთესველთა ბოლო.
ჩემი ვალია, ალლაჰის შესახებ ჭეშმარიტების გარდა არაფერი ვთქვა. ჭეშმარიტად, თქვენთან ცხადი მტკიცებულებით მოვედი თქვენი ღმერთისგან. მაშ, ჩემთან ერთად გამოუშვი ისრაელის მოდგმა.[1]
ფარაონმა თქვა: ნუთუ მანამდე ირწმუნეთ მისი ვიდრე მე დაგრთავდეთ ნებას? უეჭველად, ეს არის მზაკვრობა, რომელიც დაგეგმეთ ამ ქალაქში, რათა მისგან გაიყვანოთ მისი მკვიდრნი, შემდეგ გაიგებთ (რაც მოგელით).
მხოლოდ იმისთვის გწადია შურიიძიო ჩვენზე, რაკი ვირწმუნეთ ჩვენი ღმერთის სასწაულები, რომელიც ჩვენთან მოვიდა! ღმერთო, აღგვავასე მოთმინებით და მუსლიმებად/მორჩილებად მიგვიბარე!
ფარაონის ხალხიდან დიდებულებმა თქვეს: ნუთუ დაანებებ მუსას და მის ხალხს, რომ უკეთურება თესონ დედამიწაზე, მიგატოვონ შენ და შენი ღვთაებები?! მიუგო: დავხოცავთ მათ ვაჟებს და დავზოგავთ ქალებს, ჩვენ ხომ მძლენი ვართ მათზე.
უთხრა მუსამ თავის ხალხს: შეწევნა სთხოვეთ ალლაჰს და მოთმინება გამოიჩინეთ! ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა ალლაჰს ეკუთვნის და მას უმემკვიდრებს იმას, ვისაც ინებებს თავის მსახურთაგან, ხოლო კარგი ბოლო ღვთისმოშითათვისაა.
უთხრეს: მანამდეც ვიტანჯებოდით ვიდრე მოხვიდოდი ჩვენთან და მას შემდეგაც რაც შენ მოხვედი. (მუსამ) უთხრა: იქნებ თქვენმა ღმერთმა მოასპს მტერი თქვენი და მათ ნაცვლად თქვენ დაგამკვიდროთ ამ ქვეყნად და დაგაკვირდეთ თუ როგორ მოიქცევით.
როდესაც სიკეთე ეწვიათ, თქვეს: ეს არის ჩვენთვის (რომელიც დავიმსახურეთ), და თუ უბედურება დაატყდათ, მაშინ (ამ უიღბლობას) მუსას და მასთან ერთად მყოფებს მიაწერდნენ. იცოდეთ რომ, ჭეშმარიტად, მათი იღბალი ალლაჰთანაა, მაგრამ მათი უმრავლესობა არ უწყის.
შემდეგ მათთან ცალკეულ სასწაულებად წარვგზავნეთ ღვარცოფი, კალიები, მწერები, ბაყაყები და სისხლი,[1] მაგრამ ისინი öგამედიდურდნენ და ცოდვილ ხალხად იქცნენ.
[1] მათ გარკვეული პერიოდულობით თავს ატყდებოდათ სახვადასხვაგვარი სასჯელი ღვთისგან, ღვარცოფმა წალეკა მათი საცხოვრებლები, კალიებმა გადაჭამეს მათი მოსავალი, მწერებმა დაკბინეს მოსახლეობა, ბაყაყებით გაივსო მათი ჭურჭლები და საწოლები, სისხლი შეერია მათ სასმელ წყლებს.
და როცა თავს დაატყდათ სასჯელი, მათ თქვეს: ო, მუსა! ჩვენთვის შეევედრე შენს ღმერთს, რაც აღგითქვა![1] ვფიცავთ, რომ თუკი აგვაცილებ ამ სასჯელს, უთუოდ გირწმუნებთ და შენთან ერთად აუცილებლად წარმოვგზავნით ისრაელის მოდგმას.[2]
[1] რომ თუკი მოვინანიებთ და გირწმუნებთ სასჯელს მოგვიხსნის. [2] რომლებიც ჩვენს მონობაში იმყოფებიან.
მაგრამ, როგორც კი სასჯელი ვაცილეთ, გარკვეული დროით – რომელსაც თვითონვე უახლოვდებოდნენ[1] – მაშინვე არღვევდნენ სიტყვას.
[1] თავიანთი ურწმუნოობითა და არასწორი საქციელით უახლოვდებოდნენ იმ გადავადებულ სასჯელს, რომელიც ბოლოს ფარაონისა და მისი მომხრეების ზღვაში დახრჩობით დასრულდა.
და ჩვენს მიერ დალოცვილი ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მემკვიდრეებად ვაქციეთ ხალხი, რომლებიც იჩაგრებოდნენ, ამგვარად აღსრულდა შენი ღმერთის კეთილი სიტყვა ისრაელის მოდგმისადმი, იმის გამო რაც მოითმინეს. ხოლო დავაქციეთ ის ყველაფერი, რასაც აკეთებდა ფარაონი და მისი ხალხი და რაც აგებდნენ.
და ისრაელის მოდგმა ზღვაზე გადავიყვანეთ. მალევე გადაეყარნენ ხალხს, რომლებიც თავიანთ კერპებს ეთაყვანებოდნენ.[1] მათ თქვეს: ეი მუსა! ჩვენთვისაც დაადგინე ღვთაებები, როგორი ღვთაებებიც მათ ჰყავთ. (მუსამ) უთხრა: უეჭველად, თქვენ ხართ ხალხი, უმეცრად იქცევით.
[1] ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, მათ ძროხის კერპები ჰქონდათ გამოძერწილი და იმიას ეთაყვანებოდნენ.
აკი გიხსენით ფარაონის სახლეულისგან, რომლებიც სასტიკ ტანჯვას გაწევინებდნენ, ხოცავდენ თქვენს ვაჟიშვილებს და ზოგავდნენ თქვენს ქალიშვილებს, და ამ ყველაფერში იყო დიდი განსაცდელი თქვენთვის.
და აღვუთქვით მუსას ოცდაათი ღამე, შემდეგ სრულვქმენით იგი ათით;[1] ბოლოს აღსრულდა თავისი ღმერთის მიერ დადგენილი ვადა ორმოცი ღამე. მუსამ თავის ძმას, ჰარუნს უთხრა:[2] იყავი ჩემი ნაცვალი ჩემს ხალხში, ასევე იყავი მოკეთე და არ გაჰყვე უკეთურების მთესველთა გზას.
[1] მუსას აღვუთქვით, რომ მთელ ამ დროს სინას მთაზე მარხვასა და ვედრებაში გაატარებდა, ბოლოს კი ღმერთი დაელაპარაკებოდა და წიგნის სახით გადაეცემოდა ღვთიური ბრძანებები და აკრძალვები ისრაელის მოდგმისათვის. [2] სინას მთაზე ღმერთთან დადებული აღთქმის შესასრულებლად წასვლის წინ.
ხოლო როდესაც მოვიდა მუსა, ჩვენს მიერ დათქმული ვადის აღსასრულებლად და მას დაელაპარაკა მისი ღმერთი, მან თქვა: ღმერთო დამენახე, რომ შემოგხედო შენ! მან უთხრა: (ამქვეყნად) ვერასოდეს დამინახავ მე, მაგრამ შეხედე მთას, თუკი ის უძრავად დარჩება თავის ადგილზე, მაშინ შენც დამინახავ! ხოლო როგორც კი მისი ღმერთი მთას გამოეცხადა, მაშინვე მტვრად აქცია იგი და მუსაც უგონოდ დაეცა. როდესაც გონს მოეგო, თქვა: შენ ყოვლად უნაკლო ხარ, ვინანიებ შენს წინაშე და მე ვარ პირველი მორწმუნეთაგანი.
(ღმერთმა) უთხრა: ეი, მუსა! უეჭველად მე შენ გამოგარჩიე ადამიანთა შორის ჩემს მიერ მონიჭებული შუამავლირი მისიითა და ჩემი სიტყვით, მაშ აიღე ის, რაც შენთვის მიბოძებია და იყავ მადლიერთაგანი!
ჩვენ მას ფილებზე[1] დავუწერეთ ყოველგვარი რჩევა-დარიგება[2] და ყველა დეტალი.[3] მაშ აიღე იგი მთელი სერიოზულობით და შენს ხალხსაც უბრძანე, შეუდგეს მის საუკეთესო ფორმით აღსრულებას! მალე გიჩვენებთ უღირსთა სამყოფელს.
[1] ეს იყო ფილები, სადაც დაწერილი იყო თევრათი. [2] რელიგიური შეგონებანი. [3] ამქვეყნიური ცხოვრების, სამართლის, ვაჭრობის და მემკვიდრეობის შესახებ.
ჩემს აიათებს/სასწაულებს დავაშორებ მათ, რომელნიც უსამართლოდ მედიდურობენ დედამიწაზე, მათ ყველა აიათიც/სასწაულიც რომ დაინახონ მაინც არ ირწმუნებენ მას, რომ დაინახონ სწორი გზა, გზად არ დაიდგენენ მას; მრუდე გზას თუკი ნახავენ, გზად აირჩევენ მას, იმიტომ რომ მათ უარყვეს ჩვენი აიათები/სასწაულები და უგულისყურონი იყვნენ მის მიმართ.
ხოლო რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები/სასწაულები და შეხვედრა უკანასკნელი,[1] ამაოდ იქცა მათი ნამოქმედარი,[2] განა სხვა რამ მიეზღვებათ გარდა იმისა რასაც სჩადიოდნენ?!
[1] მკვდრეთით აღდგომდა, იმქვეყნად ღვთის წიაშე წარსდგომა და განკითხვა. [2] ამაოა მათი ნამოქმედარი სამადლო საქმეები, რადგანაც ეს ყველაფერი დამოკიდებულია რწმენაზე, რწმენის არ ქონის ან არასწორი რწმენის შემთხვევაში არაფერი არ იქნება მიღებული ღვთის წინაშე.
მუსას ხალხმა მის შემდეგ,[1] თავიანთი (ოქროს) სამკაულებისგან დაიდგინეს ხბოს სხეული,[2] რომელიც ბღავოდა.[3] ნუთუ ვერ ხედავენ, რომ მას არ შეუძლია მათთან საუბარი და ვერც ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანებს მათ?! (სათაყვანებლად) აირჩიეს იგი და იყვნენ უსამართლონი.[4]
[1] მისი მთაზე ასვლის შემდეგ. [2] სათაყვანებელი კერპი. [3] ეს იყო უსულო სხეული, რომელსაც შიგნით ქონდა სიცარიელე, როდესაც ქარი უბერავდა ძროხის ბღავილის მსგავს ხმებს გამოსცემდა. [4] მათ ამის ცოდნა მიღებული ქონდათ თავიანთი შუამავლისგან, რომ ერთადერთი ალლაჰის გარდა არავისი თაყვანისცემა არ შეიძლება. მათ ამის მიუხედავად ვერ გაუძლეს ცდუნებას, კერპთაყვანისმცემელ ხალხს მიბაძეს და იქცნენ უსამართლოებად ანუ ურწმუნოებად.
ხოლო როცა მოინანიეს[1] და ნახეს რომ მართლაც გზააბნევაში იმყოფებიან, თქვეს: თუ არ შეგვიწყალებს ჩვენი ღმერთი და არ გვაპატიებს, უთუოდ ჩვენ ვიქნებით წაგებულთაგნნი!
და როდესაც მუსა თავის ხალხთან განრისხებულ-დამწუხრებული დაბრუნდა, თქვა: რა ცუდი ნაცვლობა გამიწიეთ ჩემს არყოფაში! დაასწარით თქვენი ღმერთის ბრძანებას არა?![1] ამ დროს მან დაყარა ფილები და თავის ძმას თავში სწვდა, თავისკენ ექაჩებოდა. (ჰარუნმა) უთხრა: დედაჩემის ძეო! უეჭველად, ხალხმა მე დამჯაბნა და ის ის იყო მკლავდნენ, ამიტომ მტერი არ გაახარო ჩემზე და უღირს ხალხთა შორის არ ჩამთვალო!
[1] ვერ დაელოდეთ ის აღთქმული 40 დღე და ასე მოკლე ხანში კერპი თანაუზიარეთ მას, ვიდრე თევრათის სახით მის ბრძანებებს მოვიტანდი თქვენამდე.
უეჭველად, ისინი რომელთაც ხბო დაიდგინეს (კერპად), თავიანთი ღმერთისგან შეხვდებიან რისხვას და დამცირებას ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში და ამგვარად დავსჯით (ღვთის მიმართ) ცილისმწამებელთ.
და როდესაც მუსას ბრაზი ჩაუცხრა, ფილები აიღო.[1] მის ერთ-ერთ ნუსხაში იყო ჭეშმარიტების გზამკვლევი და წყალობა მათთვის, რომელთაც შიში აქვთ თავიანთი ღმერთის მიმართ.
შემდეგ მუსამ ჩვენს მიერ დადგენილი დროისთვის თავისი ხალხიდან სამოცდაათი კაცი ამოარჩია,[1] როდესაც ძლიერმა რყევამ შეიპყრო ისინი,[2] (მუსამ) ღაღად ჰყო: ღმერთო, რომ გენება მათ აქამდეც გაანადგურებდი და მეც![3] ნუთუ გაგვანადგურებ იმის გამო, რაც ჩაიდინეს ჭკუასუსტებმა ჩვენგან? ეს მხოლოდ გამოცდაა შენგან, მისით იმას აცდუნებ, ვისთვისაც ინებებ და ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანებ მას, ვისთვისაც გნებავს. შენ ჩვენი მფარველი ხარ, დაე გვაპატიე ჩვენ და შეგვიწყალე, შენ მპატიებელთა შორის ყველაზე ხეირიანი ხარ!
[1] ეს სამოცდაათი კაცი იყო იმათგან, რომლებსაც ხბოს კერპის მიმართ თაყვანისცემაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ალლაჰმა მოსეს ა უბრძანა ისრაელის მოდგმიდან ამოერჩიე ზოგიერთები, მათი ხალხის წარმომადგენლებად, მის მიერ მითითებულ დროს სინას მთაზე ასულიყვნენ და თავიანთი ხალხის სახელით ბოდიში მოეხადათ და სინანული გამოეხატათ. იხ. თაფსირუ ბეღავი. [2] იბნი ჯურეიჯისა და მუჰამმედ ბინ ქა’ბის განმარტებით სინას მთაზე ასულები ჭექა-ქუხილმა და ძლიერმა რყევებმა შეიპყრო, რადგანაც მათ არაფერი მოიმოქმედეს, როდესაც მათმა ხალხმა ხბო დაიდგინეს სათაყვანებლად, არც ბოროტი დაგმეს და არც სიკეთე მოუწოდეს. იხ. თაფსირუ ბეღავი. [3] სუდდი განმარტავს: ამ დროს მუსამ ა დაიწყო ვედრება: ღმერთო რა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომლებიც მეტყვიან რომ წაიყვანე ჩვენგან რჩეული ადამიანები და ყველა ერთიანად გაანადგურეო? შენ რომ მათი განადგურება გენება, მანამდე გაანადგურებდი მათ როდესაც ისინი თავიანთ ხალხთან ერთად იყვნენ და მეც მათთან ერთად ვიყავიო. იხ. თაფსირუ ტაბერი.
და ამქვეყნად დაგვიწერე სიკეთე ასევე იმქვეყნადაც, უეჭველად, ჩვენ სისანულით მოვიქეცით შენსკნ. (ღმერთმა) თქვა: ჩემს სასჯელს ვაწევ მას, ვისთვისაც ვინებებ, ხოლო ჩემი წყალობა (ამქვეყნად) გარემოიცავს ყველაფერს, ხოლო მას (იმქვეყნდა) დავუწერ იმათ, რომლებიც ღვთის მოშიშნი არიან, ზექათს გასცემენ და რომელთაც ჩვენი აიათების/სასწაულების სწამთ.
რომლებიც მიჰყვებიან შუამავალს, წერა-კითხვის უცოდინარ მაცნეს,[1] რომელსაც თავისთან პოულობენ ჩაწერილს თევრათსა და ინჯილში,[2] ის მათ უბრძანებს სიკეთეს და უკრძალავ უკეთურებას, ჰალალად უწესებს სპეტაკსა და ჰარამად უწესებს უწმინდურსა, ასევე მათ ათავისუფლებს სირთულისა და უღლისგან, რომელიც მათ ედგათ,[3] და რომლებმაც ირწმუნეს მისი, დააფასეს იგი, მხარში დაუდგნენ და გაჰყვნენ იმ ნათელს, რომელიც მასთან ერთად ჩამოევლინა,[4] სწორედ ეგენი არიან გადარჩენილნი.
[1] მუჰამმედ შუამავალი ﷺ, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა და არანაირი განათლება არ მიუღია. ის ერთ-ერთ ჰადისში ამბობს: „ჩვენ გაუნათლებელი საზოგადოება ვართ, არც წერა ვიცით და არც ანგარიში.“ (ბუხარი, სავმ 13/1913.) [2] ‘ატა ბინ იესარი გადმოგვცემს: ერთხელ ‘აბდულლაჰ ბინ ომარს შევხვდი და ვუთხარი: ალლაჰის შუამავლის დახასიათების შესახებ მიამბე, რომელიც თევრათშია აღწერილი. მან მითხრა: კარგი, ალლაჰს ვფიცავარ, რომ ის თევრათში ზოგიერთი იმ თვისებებითაა დახასიათებული, რომლებითაც ყყურანშია. ო, მაცნეო! უეჭველად ჩვენ წარგგზავნეთ მოწმედ, მახარობლად, გამფრთხილებლად და წერა-კითხვის უცოდინართა (უღონოთა) მფარველად. შენ ჩემი მსახური ხარ, ამასთანავე ჩემი შუამავალი, მე შენ მუთევექქილი გიწოდე. ის არ არის უკმეხი არც უხეში, ის არ ყვირის ბაზრებში, ის ბოროტებას ბოროტებითვე არ პასუხობს, თუმცა მიმტევებელი და მპატიებელია. ალლაჰი მანამდე არ მიიბარებს მის სულს, ვიდრე მისი მეშვეობით მრუდე გზაზე მყოფ საზოგადოებას არ გამოასწორებს და არ იტყვიან, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა. მისი მეშვეობით გაახელს ბრმა თვალებს, გახსნის ყრუთა სმენას და დახშულ გულებს. (ბუხარი, ბუიუ’ 50/2125.) [3] სხვადასხვა ბრძანებები და აკრძალვები, რომლებიც მათ რელიგიურად ქონდათ დაკისრებული და გარკვეულ სირთულეებს შეიცავდა მათი დაცვა და შესრულება. [4] ყურანი.
უთხარი: ეი ადამიანებო! ჭეშმარიტად, მე ვარ ალლაჰის შუამავალი ყველა თქვენგანთან წარმოგზავნილი,[1] რომლსაც ეკუთვნის ცათა და დედამიწის ხელმწიფება. არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, ის აცოცხლებს და აკვდინებს. მაშ ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალი, წერა-კითხვის უცოდინარი მაცნე, რომელსაც თავადაც სწამს ალლაჰი და მისი სიტყვები. მაშ მიჰყევით მას, იქნებ ჭეშმარიტ გზას დასდგომოდით თქვენ.
[1] არა მხოლოდ არაბებისთვის ან რომელიმე კონკრეტული ერისთვის, არამედ მთლიანად ადამიანებისთვის წარმოგზავნილი შუამავალი.
შემდეგ დავყავით ისინი თორმეტ შტოდ, ჯგუფად და ზეშთავაგონეთ მუსას, რომ თუ მისი ხალხი დარწყულებას ითხოვს, მაშინ დაჰკარი კლდეს შენი ჯოხიო, მაშინვე ამოხეთქა იქედან თორმეტმა წყარომ და ყველა ხალხმა იცოდა თავიანთი სარწყულებელი. მათ ასევე ღრუბლით მოვუჩრდილეთ მაღლიდან და ზეციური მანანა[1] და მწყერი ჩამოვუვლინეთ. მიირთვით იმათგან, რაც სუფთაა (ჰალალი) და რაც თქვენთვის სარჩოდ გვიწყალობებია... ჩვენ კი არ მოგვქცევიან უსამართლოდ, – ისინი თავიანთ სულებს მოექცნენ უსამართლოდ.[2]
[1] ორიგინალი – „ალ-მანნ“ (المن): ქართულში დამკვიდრებულია, როგორც ციური მანანა. მუფესსირები რამდენიმე განსხვაებულ ვერსიაზე საუბრობენ, თუ რა იგულისხმება აღნიშნულ სიტყვაში: ა. ეს არის ღვთისგან ბოძებული ყველა საკვების ზოგადი სახელწოდება, რაც ყოველგვარი სირთულისა და დაღლილობის გარეშე მოიპოვება;ბ. ეს იყო თაფლივით ტკბილი სანოვაგე, რომელიც ხეზე მოიპოვებოდა; გ. წყლით გაზავებული დასალევი, რომელიც თაფლივით ტკბილი იყო. [2] ამდენი სიკეთის მიმართ უმადურობით მხოლოდ საკუთარ თავს ავნეს.
აკი უთხრეს მათ: იცხოვრეთ ამ ქალაქში და მიირთვით მისი წიაღიდან, სადაც რა გენებოთ; და თქვით „შენდობა!“", შედით (ამ ქალაქის) კარიბჭეში ქედმოხრილნი - შეგინდობთ თქვენს ცოდვებს და (წყალობას) გავუზრდით – საქმით კეთილსა და რწმენით იჰსანის მქონეთ;[1]
[1] ორიგინალი – „ალ-მუჰსინ“ (المحسن): თითქმის ყველა თარგმანში მოცემულია, როგორც კეთილისმქმნელი. ეს სიტყვა წარმოებულია „იჰსან“ ზმნის ფუძისგან, რაც საქმის საუკეთესო და უნაკლო ფორმით შესრულებას ნიშნავს. „იჰსანი“ ასევე რწმენის განსაკუთრებული ხარისხის გამომხატველი ტერმინია. როგორც ჯიბრილ მთავარანგელოზისა და მუჰამმედ შუამავლის დიალოგიდან ვგებულობთ, „იჰსანი“ არის ცხოვრების ყველა ნაბიჯზე ისეთი შეგნების შენარჩუნება, თითქოს ალლაჰს ხედავდე. რა თქმა უნდა, შენ მას ვერ დაინახავ, თუმცა უნდა გახსოვდეს, რომ ის შენ ყოველთვის გხედავს. ყურანის ბევრ აიათში „მუჰსინები“, ანუ საქმით კეთილი და რწმენით იჰსანის მქონენი, – ქებით მოიხსენებიან.
– მაგრამ, რომელი მათგანიც უსამართლობდნენ, მათ (ჩვენ მიერ დავალებული) სიტყვა შეცვალეს იმით, რაც არ ჰქონდათ დავალებული, ამიტომაც ციდან სასჯელი გავგზავნეთ მათზე, ვინაიდან უსამართლოდ იქცევოდნენ.
მაშ ზღვისპირა ქალაქის შესახებ ჰკითხე მათ, როცა არღვევდნენ შაბათის ზღვარს, აკი შაბათობით თევზები წყლის ზედაპირზე ამოდიოდნენ; ხოლო იმ დღეს, როცა თავს არ იკავებდნენ – არ ამოდიოდნენ. ამ გვარად ვცდიდით მათ, რადგანაც ისინი უღირსად იქცევოდნენ.[1]
[1] მათ შაბათობით მუშაობა აკრძალული ქონდათ, თუმცა თევზის სიუხვის გამო ცდუნებას ვერ უძლებდნენ და არღვევდნენ ამ წესს.
აკი მათგან ერთმა ჯგუფმა თქვა: რისთვის შეაგონებთ ხალხს, რომლებიც ალლაჰმა უნდა გაანადგუროს ან დასაჯოს სასტიკი სასჯელით? (მეორეებმა) თქვეს: რომ გვქონდეს საპატიო მიზეზი თქვენი ღმერთის წინაშე და იქნებ რიდი ჰქონდეთ მათ.[1]
[1] ამ აიათში ყურადღება გამახვილებულია ყოველი მუსლიმის ერთ-ერთ მნნიშვნელოვან პასუხისმგებლობაზე, რომელსაც სიკეთის მოწოდება და ბოროტების დაგმობა ეწოდება. მუსლიმი გულგრილი ვერ იქნება, როდესაც ხედავს უკეთურებას, ის ყოველთვის უნდა ცდილობდეს გამოასწოროს უკეთურება და ხალხი სიკეთისკენ დააკვალიანოს, როგორც ბრძანებს მუჰამმედ შუამავალი ﷺ: „რომელი თქვენგანიც დაინახავს უკეთურებას, მან იგი გამოასწოროს საკუთარი ხელით, თუკი ვერ შეძლებს მაშინ თავისი ენით, თუკი ამასაც ვერ შეძლებს მაშინ გულით დაგმოს; ეს კი რწმენის ყველაზე სუსტი გამოვლინებაა.“ (მუსლიმ, იმან 20/49.)
როგოც კი დაივიწყეს ის რაც ჩაეგონათ[1] - გადავარჩინეთ ისინი, რომლებიც გმობდნენ უკეთურებას და სასტიკი სასჯელით შევიპყარით ისინი, რომლებიც უსამართლოდ მოიქცნენ, რადგანაც ისინი უღირსად იქცევოდნენ.
[1] რჩევა-დარიგება, რომელიც შეიცავდა სიკეთის მოწოდებას და გმობდა უკეთურებას.
აკი განაცხადა შენმა ღმერთმა, რომ განკითხვის დღემდე უთუოდ წარუგზავნიდა მათ, ვინც საზარელ ტანჯვას აგემებინებთ. ჭეშმარიტად, შენი ღმერეთი მართლაც მსწრაფლსასჯელიანია[1] და უეჭველად ის მართლაც უსაზღვროდ მპატიებელი, მწყალობელია.[2]
ასევე დავყავით ისინი თემებად, მათგან არიან სათნონი და მათგან არიან ისინიც ვინც ასეთი არ არის, ასევე გამოვცადეთ ისინი ლხინითა და ჭირით, იქნებ უკუმოქცეულიყვნენ.
მერე მათ შემდეგ მოვიდა თაობა, რომლებმაც მემკვიდრეობად მიიღეს წიგნი,[1] თუმცა იხვეჭდნენ ამქვეყნიურ სიკეთეებს წარმავალსა, უფასურსა[2] და ამბობდნენ: გვეპატიება ჩვენ.[3] მაგრამ თუკი ისევ გაუჩნდებათ მსგავსი წარმავალი სიკეთის მოპოვების საშუალება, იმასაც აიღებენ. განა წიგნისეული აღთქმა არ იყო მათგან აღებული, რომ არაფერს იტყოდნენ ალლაჰის შესახებ, გარდა ჭეშმარიტებისა და კითხულობდნენ იმას, რაც იყო მასში. იმქვეყნიური სამკვიდრებელი უმჯობესია მათთვის, ვინც ღვთისმოშიშია, ნუთუ გონს არ მოუხმობენ?
[1] თევრათი/თორა. [2] რომელიც არის ჰარამი. [3] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „გონიერია ის, ვინც საკუთარი თავი მოთოკა და იშრომა იმისთვის, რაც არის გარდაცვალების შემდეგ; ხოლო უნიათოა ის, ვინც საკუთარ ვნებებს აუყვა და (გარდაცვალების) შემდეგ (გადარჩენას) ალლაჰისგან მოელის.“ (იბნი მაჯე, ზუჰდ 31/4260; თირმიზი, სიფათუ’ლ-ყიამეთ 25/2459.)
აკი, მთა აღვმართეთ თქვენს ზემოთ, როგორც საჩრდილობელი, მათ კი ეგონათ რომ თავს დაემხობოდათ. (და ვუთხარით:) მთელი სიმტკიცითა და გულისხმიერებით აიღეთ ის, რაც (თევრათის სახით) გადმოგეცით და გახსოვდეთ, რაცაა მასში, – იქნებ რიდი გქონდეთ.
აკი შენმა ღმერთმა ადამის ძეთა ზურგებიდან ამოიყვანა მათი შთამომავლები და თავიანთი სულების შესახებ დაამოწმებინა: „განა მე არ ვარ თქვენი ღმერთი?!“ (უთხრეს:) „რა თქმა უნდა, ვამოწმებთ!“ – რათა განკითხვის დღეს არ ეთქვათ, რომ უეჭველად, ჩვენ ამის სესახებ არაფერი ვიცოდითო.[1]
[1] ომარ ბინ ხატტაბი გადმოგვცემს რომ ალლაჰის შუამავალს ﷺ ჰკითხეს ამ აიათის შესახებ და მან ასე უპასუხა: „ჭეშმარიტად, ალლაჰმა ადამი გააჩინა, შემდეგ მას ზურგზე მარჯვენათი შეეხო და მისგან გამოიყვანა შთამომავალთა ერთი ჯგუფი და თქვა: ესენი სამოთხისათვის გავაჩინე და სამოთხის მკვიდრთათვის შესაფერისი საქმეებით დაკავდებიან. შემდეგ ისევ შეეხო მის ზურგს და მისგან გამოიყანა შთამომავალთა კიდევ ერთი ჯგუფი და თქვა: ესენი ცეცხლისთვის გავაჩინე და ცეცხლის მკვიდრთათვის შესაფერისი საქმეებით დაკავდებიან.“ ამ დროს ერთმა კაცმა იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! მაშ ღვთისმსახურება რისთვისაა? ალლაჰის შუამავალმა ﷺ უპასუხა: „უჭველად, როდესაც ალლაჰი თავის მსახურს გააჩენს სამოთხისათვის მას სამოთხის მკვიდრთათვის შესაფერისი საქმეებით ასაქმებს, ისე რომ იმ საქმით გარდაიცვლება და მისით შევა სამოთხეში. ასევე, როდესაც მსახურს გააჩენს ცეცხლისთვის, მას ცეცხლის მკვიდრთათვის შესაფერისი საქმეებით ასაქმებს, ისე რომ ამ საქმით გარდაიცვლება და მისით შევა ცეცხლში.“ (აბუ დავუდ, სუნნეთ 17/4703; თირმიზი, თაფსიირ 8/3075.)
ან რომ არ გეთთქვათ: უეჭველად, თავდაპირველად ჩვენმა წინაპრებმა თანაუზიარეს,[1] ხოლო ჩვენ მათ შემდგომი თაობა ვიყავით. ნუთუ გაგვანადგურებ იმის გამო რაც ჩაიდინეს წამხდენლებმა?
[1] ალლაჰთან ერთად სხვა სათაყვანებლები დაიდგინეს და ამგვარად ღვთისმსახურებაში ღმერთს მოზიარეები შეუქმნეს.
რომ გვესურვა მას აუცილეებლად ავამაღლებდით მისით,[1] თუმცა მან წუთისოფელს ჩაეჭიდა და საკუთარ გემოვნებას აუყვა.[2] მისი მაგალითი ძაღლის მაგალითს ჰგავს, რომელსაც თუკიşგაუწყრები ენას აგდებს და თუ თავის ნებაზე მიუშვებ მაინც ენას აგდებს; ეს იმ ხალხის მაგალითია, რომლებმაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები.[3] მაშ უამბე ეს ამბები, იქნებ დაფიქრდნენ ისინი.
[1] იმ აიათებით და ცოდნით, რაც მას ებოძა. [2] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ორი მშიერი მგელი, რომელიც ცხვრის ფარაში სეიჭრა – ისეთ ზიანს ვერ მიაყენებს მათ, რამდენადაც კაცი თავის რწმენას ავნებს ქონებისა და პატივის მიმართ დაუოკებელი ლტოლვა.“ (თირმიზი, ზუჰდ 43/2376.) [3] სულერთია მათთვის ჭეშმარიტებისკენ მოუწოდებ თუ არა, მაინც არ ირწმუნებენ და სერიოზულად არ მიუდგებიან, რომ გაიაზრონ.
და ვფიცავ, რომ ჩვენ ჯოჯოხეთისთვის გავაჩინეთ ბევრი ჯინთა და ადამიანთაგან,[1] მათ აქვთ გულები მაგრამ არ შეიგნებენ მისით; მათ აქვთ თვალები მაგრამ არ დაინახავენ მისით; მათ აქვთ ყურები მაგრამ არ შეისმენენ მისით, ეგენი ცხოველებივით არიან, უფრო მეტად გზასაცდენილნიც კი, სწორედ ეგენი არიან უგულისყურონი.
[1] მორწმუნეთა დედა ‘აიშა გადმოგვცემს: ერთხელ ბავშვი გარდაიცვალა და მის შესახებ ვთქვი: ნეტავი მას, ის ხომ სამოთხის ჩიტთაგან ერთ-ერთი ჩიტია. ამაზე ალლაჰის შუამავალმა ﷺ მითხრა: განა არ იცი, რომ ალლაჰმა სამოთხე და ჯოჯოხეთი გააჩინა, ასევე გააჩინა ერთის მკვიდრიც და მეორესიც? (მუსლიმ, ყადერ 6/2662.)
და ალლაჰისაა უმშვენიერესი სახელები,[1] მაშ მათით ევედრეთ მას და განერიდეთ იმათ რომლებიც მრუდობენ მის სახელებში. მალე დაისჯებიან იმის გამო, რასაც სჩადიოდნენ.
[1] აბუ ჰურეირა გადმოგვცემს, რომ მაცნემ ﷺ თქვა: „ალლაჰს აქვს ოთხმოცდაცხრამეტი სახელი, ვინც მათ დაიზეპირებს ის შევა სამოთხეში. ჭეშმარიტად ალლაჰი კენტია და მას უყვარს კენტი.“ (მუსლიმ, ზიქრ ვე დუ’ა 2/2677.)
ალლაჰის სახელები ყურანსა და სუნნეთშია გადმოცემული, რომლებიც ალლაჰის გაცნობაში გვეხმარება და მის უნაკლო თვისებებს/ატრიბუტებს გვამცნობს, როგორებიცაა: მოწყალე, მწყალობელი, გამჩენი, მასაზრდოებელი, მიმტევებელი, ლმობიერი, მსცოცხლებელი და ა.შ. მისი სახელების შესწავლით ჩვენ ვტყობილობთ, რომ ალლაჰი არის ყველაფრის გამჩენი, მისი წყალობა ყველაფერს მოიცავს, ისაა სარჩოს მბოძები, მპატიებელი, ყოვლის მხედველი, ყოვლის მსმენელი და მისთვის სასურველი რამის მისივე სურვილისამებრ გამჩენი ღმერთი.
ხოლო რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები/სასწაულები, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიყვანთ დაღუპვამდე,[1] ისე რომ ვერცკი გაიგონ.
[1] ორიგინალი – „ისთიდრაჯ“ (استدراج), ჩვენ ეს სიტყვა აიათში ვთარგმნეთ როგორც ნაბიჯ-ნაბიჯ დაღუპვამდე მიყვანა. ისტყვას ლექსიკონური მნიშვნელობაა საფეხურ-საფეხურ, ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა. როგორც ტერმინი „ისთიდრაჯი“ გამოიყენება იმ ადამიანის მდგომარეობის გამოსახატად, რომელიც ურწმუნოობის მწვერვალზე იმყოფება და სხვადასხვა წარმატებებით თუ ამქვეყნიური სიკეთეებით გათამამებული, ნაბიჯ-ნაბიჯ, შეუმჩნევლად ეფლობა ურწმუნოობასა და ურჩობაში, რასაც სულიერად სრულ დაღუპვამდე მიჰყავს.
და თანაც ვადროვებ[1] მათ, უეჭველად ჩემი მახე არის მტკიცე.
[1] მათ მაშინვე არ დავსჯით, გარკვეული დროით ვადროვებთ, რის გამოც კიდევ უფრო ზღვარს გადავლენ და ისე გაექანებიან დამღუპველი შედეგისკენ, რომ ვერც კი შეამჩნევენ.
ნუთუ არ უყურებენ (მის) ხელმწიფებას ზეცასა და დედამიწაზე და იმ ყველაფერს, რაც ალლაჰმა გააჩინა? (რატომ არ ფიქრობენ) იქნებ მართლაც მოახლოებულა მათი აჯალი და მის[1] შემდეგ რომელი სიტყვა უნდა ირწმუნონ?
გეკითხებიან შენ ქვეყნიერების დაქცევის საათის შესახებ, როდის მოხდება იგიო. უთხარი: ჭეშმარიტად, მისი ცოდნა ჩემს ღმერთთანაა. მის გარდა ვერავინ განაცხადებს მის დროს. მძიმეა იგი ცათა შინა და დედამიწაზე. უეცრად გეწევათ იგი თქვენ. ისე გეკითხებიან თითქოს იცოდე მის შესახებ. უთხარი: ჭეშმარიტად, მისი ცოდნა ალლაჰთანაა, თუმცა ხალხის უმრავლესობამ არ იცის.
უთხარი: საკუთარი თავისთვის არც სარგებელს ვფლობ და არც სიავეს, გარდა იმისა რაც ინება ალლაჰმა. უხილავი რომ მცოდნოდა აუცილებლად მოვიმრავლებდი სარგებელს და ვერც უსიამოვნება შემეხებოდა. უეჭველად, მე მხოლოდ გამფრთხილებელი და მახარობელი ვარ მორწმუნე ხალხისთვის.
იგია რომელმაც გაგაჩინათ ერთი სულისგან და მისგან შექმნა მისი ცოლი, რათა მშვიდად თანაეცხოვრა მასთან. ხოლო როდესაც (კაცი) დაეუფლა მას, მსუბუქი ტვირთი იტვირთა ქალმა,[1] ასე ატარა იგი გარკვეული დროით, ხოლო როდესაც დამძიმდა,[2] ორივემ თავიანთ ღმერთს, ალლაჰს შეევედრა: თუკი გვიბოძებ სათნოს, ჩვენ უთუოდ ვიქნებით მადლიერთაგანი!
[1] მუცლად იყო ნაყოფი, რომელიც თავდაპირველად მსუბუქი და შეუმჩნეველი იყო. [2] როდესაც მშობიარობა მოახლოვდა და ფეხმძიმობა სრული სიმძიმით შეიგრძნო.
უეჭველად, თქვენნაირი მონა-მსახურები/ქმნილებები არიან, ისინი რომლებსაც ალლაჰის ნაცვლად ევედრებით, მაშ მოუხმეთ მათ დაე გიპასუხონ თუკი თქვენ ხართ ნამდვილად გულწრფელნი!
განა მათ აქვთ ფეხები, რომლითაც დადიან? ან მათ აქვთ ხელები, რითაც იჭერენ? ან მათ აქვთ თვალები, რომლითაც ხედავენ? ან მათ აქვთ ყურები რომლითაც ისმენენ? უთხარი: მოუხმეთ თქვენს თანაზიარებს,[1] შემდეგ კი მახე დამიგეთ და არც დამაცადოთ!
(ო, შუამავალო!) მპატიებლობა აირჩიე, სიკეთე მოუწოდე და განერიდე უმეცრებს![1]
[1] როდესაც მორწმუნეთა დედას ‘აიშას შუამავლის ﷺ მორალის შესახებ კითხეს, მან ასე დაახასიათა: „ის არ იყო უხეში და არც უკმეხი, ის არ ყვიროდა ბაზრებში, ბოროტებას ბოროტებითვე არ პასუხობდა, არამედ იყო მპატიებელი და ტოლერანტი.“ (თირმიზი, ბირრ 69/2016.)
უეჭველად იმათ, რომელთაც ღვთის რიდი აქვთ, როდესაც სატანის საცდური ეხებათ, უმალვე იხსენებნ (ღმერთის ბრძანებებსა და აკრძალვებს) და მაშინვე ითვალისწინებენ.
ხოლო მათ ძმებს ისინი (სატანები) ზღვარგადასულობაში ექაჩებიან, შემდეგ არცკი მოეშვებიან.[1]
[1] ქელბი განმარტავს, რომ ყველა ურწმუნოს სატანებისგან ერთი მეგობარი ჰყავს, რომელიც თავს არ ანებებს და ყოველთვის ცოდვის მორევში მიათრევს მას. იხ. თაფსირუ ბეღავი.
და თუ ვერ მიუტან (მათთვის სასურველ) აიათს/სასწაულს, გეტყვიან: ნეტავ შენ თვითონ შეგეთხზა. უთხარი: უეჭველად, მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზემომევლინა ჩემი ღმერთისგან.[1] ესაა თვალსაჩინო მტკიცებულებები თქვენი ღმერთისგან, ჭეშმარიტი გზა და წყალობა მორწმუნე ხალხისთვის.
[1] ქელბი განმარტავს: მექქელი წარმართები დროდა და დრო შუამავალთან მიდიოდნენ და გარკვეულ კითხვებს უსვამდნენ ან სასწაულების მოხდენას სთხოვდნენ, არა იმისთვის რომ ერწმუნათ, არამედ იმისთვის რომ შუამავალი უხერხულ სიტუაციაში ჩაეყენებინათ. თუკი სასწაული ან აიათი დაიგვიანებდა დამცინავად ეუბნებოდნენ ნეტავ შენთვითონ შეგეთხზაო. ამაზე ჩამოევლინა ეს აიათი, რომელიც მათ პასუხობს, რომ შუამავალი მხოლოდ იმის მიხედვით მოქმედებს, რა გამოცხადებასაც მიიღებდა სამყაროთა ღმერთისგან. იხ. თაფსირუ ბეღავი.
ჭეშმარიტად, ისინი, რომელნიც შენს ღმერთთან იმყოფებიან,[1] არ თაკილობენ მისდამი თაყვანისცემას და მის უნაკლოებას ღაღადებენ, ასევე სეჯდეზე ემხობიან მისთვის.[2]
[1] ანგელოზები. [2] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ჭეშმარიტად, შენს მიერ შესრულებულ ყოველი სეჯდეს მეშვეობით ალლაჰი აგამაღლებს და ყოველ თითო ცოდვას გაპატიებს.“ (იბნი მაჯე, იყამეთუ სალათ 201/1422.)
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
অনুসন্ধানৰ ফলাফল:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".