Check out the new design

আল-কোৰআনুল কাৰীমৰ অৰ্থানুবাদ - জৰ্জিয়ান অনুবাদ- কাম চলি আছে * - অনুবাদসমূহৰ সূচীপত্ৰ


অৰ্থানুবাদ ছুৰা: আল-আ'ৰাফ   আয়াত:
قَالَ ٱدۡخُلُواْ فِيٓ أُمَمٖ قَدۡ خَلَتۡ مِن قَبۡلِكُم مِّنَ ٱلۡجِنِّ وَٱلۡإِنسِ فِي ٱلنَّارِۖ كُلَّمَا دَخَلَتۡ أُمَّةٞ لَّعَنَتۡ أُخۡتَهَاۖ حَتَّىٰٓ إِذَا ٱدَّارَكُواْ فِيهَا جَمِيعٗا قَالَتۡ أُخۡرَىٰهُمۡ لِأُولَىٰهُمۡ رَبَّنَا هَٰٓؤُلَآءِ أَضَلُّونَا فَـَٔاتِهِمۡ عَذَابٗا ضِعۡفٗا مِّنَ ٱلنَّارِۖ قَالَ لِكُلّٖ ضِعۡفٞ وَلَٰكِن لَّا تَعۡلَمُونَ
(ღმერთი) ბრძანებს: შედით ცეცხლში, თქვენზე ადრე გარდასულ ჯინთა და ადამიანთა მრავალ თემს შორის! ყოველ თემს შესვლისთანავე სწყევლის მისივე თანამორჯულე; უფრო მეტიც, როგორც კი იქ ყველანი ერთად შეიყრებიან, მაშინვე წამოიძახებს მათგან უკანასკნელი პირველ მათგანთა შესახებ:[1] ღმერთო ჩვენო! აი, ამათ გადაგვიყვანეს არასწორ გზაზე, ამიტომ მათ ცეცხლის ორმაგი სასჯელი მიუზღე! (ღმერთი) იტყვის: ყველასთვის ორმაგია (სასჯელი), თუმცა თქვენ არ იცით.
[1] რიგითი მიმდევარი წინამძღვრის ან ლიდერის შესახებ.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَقَالَتۡ أُولَىٰهُمۡ لِأُخۡرَىٰهُمۡ فَمَا كَانَ لَكُمۡ عَلَيۡنَا مِن فَضۡلٖ فَذُوقُواْ ٱلۡعَذَابَ بِمَا كُنتُمۡ تَكۡسِبُونَ
და იტყვის მათ შორის პირველი უკანასკნელთა შესახებ[1] : არაფრით იყავით ჩვენზე უკეთესი,[2] მაშ, იგემეთ სასჯელი იმისა, რასაც მოიხვეჭდით.
[1] წინამძღვარი ან ლიდერი რიგითი მიმდევრის შესახებ.
[2] როგორც ჩვენ არ ვირწმუნეთ, ისე არ ირწმუნეთ თქვენც, ამიტომ ჩვენ თანაბარი ვიყავით ურწმუნოებაში და სასჯელშიც თანაბარი უნდა ვიყოთ. იხ. თაფსირუ ბაღავი.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
إِنَّ ٱلَّذِينَ كَذَّبُواْ بِـَٔايَٰتِنَا وَٱسۡتَكۡبَرُواْ عَنۡهَا لَا تُفَتَّحُ لَهُمۡ أَبۡوَٰبُ ٱلسَّمَآءِ وَلَا يَدۡخُلُونَ ٱلۡجَنَّةَ حَتَّىٰ يَلِجَ ٱلۡجَمَلُ فِي سَمِّ ٱلۡخِيَاطِۚ وَكَذَٰلِكَ نَجۡزِي ٱلۡمُجۡرِمِينَ
ჭეშმარიტად, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები/სასწაულები და მედიდურობენ მათ მიმართ, არ გაეხსნებათ ცათა კარები და ვერ შევლენ სამოთხეში, ვიდრე აქლემი არ გაძვრება ნემსის ყუნწში. აი ასე მივუზღავთ დამნაშავეებს (ცოდვილებს).
আৰবী তাফছীৰসমূহ:
لَهُم مِّن جَهَنَّمَ مِهَادٞ وَمِن فَوۡقِهِمۡ غَوَاشٖۚ وَكَذَٰلِكَ نَجۡزِي ٱلظَّٰلِمِينَ
მათთვისაა ჯოჯოხეთის (ცეცხლის) სარეცელი და ზედ საბურველი, აი, ასე ვსჯით უსამართლოებს.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَعَمِلُواْ ٱلصَّٰلِحَٰتِ لَا نُكَلِّفُ نَفۡسًا إِلَّا وُسۡعَهَآ أُوْلَٰٓئِكَ أَصۡحَٰبُ ٱلۡجَنَّةِۖ هُمۡ فِيهَا خَٰلِدُونَ
ხოლო ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, არცერთ სულს არ ვატვირთავთ იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია – აი, ისინი არიან სამოთხის მკვიდრნი და იქ იქნებიან მარადჟამს.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَنَزَعۡنَا مَا فِي صُدُورِهِم مِّنۡ غِلّٖ تَجۡرِي مِن تَحۡتِهِمُ ٱلۡأَنۡهَٰرُۖ وَقَالُواْ ٱلۡحَمۡدُ لِلَّهِ ٱلَّذِي هَدَىٰنَا لِهَٰذَا وَمَا كُنَّا لِنَهۡتَدِيَ لَوۡلَآ أَنۡ هَدَىٰنَا ٱللَّهُۖ لَقَدۡ جَآءَتۡ رُسُلُ رَبِّنَا بِٱلۡحَقِّۖ وَنُودُوٓاْ أَن تِلۡكُمُ ٱلۡجَنَّةُ أُورِثۡتُمُوهَا بِمَا كُنتُمۡ تَعۡمَلُونَ
და გავაცალეთ, თუ რამე ბოროტება ჰქონდათ გულებში, მათ ქვემოთ მდინარეები მიედინება და ამბობენ: დიდება ალლაჰს! რომელმაც დაგვაკვალიანა ამ გზაზე; ჩვენ თვითონ ვერასგზით გავიკვლევდით, ალლაჰს რომ არ დავეკვალიანებინეთ. ვფიცავთ, რომ ჩვენი ღმერთის შუამავლები ჭეშმარიტებითურთ მოვიდნენ. ამ დროს მოუხმობენ მათ, რომ ესაა სამოთხე, რომელსაც დაემკვიდრებით იმის სანაცვლოდ, რასაც თქვენ აკეთებდით.[1]
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ ეს აიათი ასე განმარტა: „(სამოთხის მკვიდრთ) ასე მოუხმობენ: აქ თქვენთვის არის მარადიული ჯანმრთელობა და აღარასდროს დაავადდებით; აქ თქვენთვის არის მარადიული სიცოცხლე და აღარასდროს მოკვდებით; აქ თქვენთვის არის მარადიული ახალგაზრდობა და აღარასდროს მოხუცდებით; აქ თქვენთვის უთვალავი წყალობაა და აღარასდროს გეწევათ გასაჭირი!“ (მუსლიმ, ჯანნათ 8/2837.)
আৰবী তাফছীৰসমূহ:
 
অৰ্থানুবাদ ছুৰা: আল-আ'ৰাফ
ছুৰাৰ তালিকা পৃষ্ঠা নং
 
আল-কোৰআনুল কাৰীমৰ অৰ্থানুবাদ - জৰ্জিয়ান অনুবাদ- কাম চলি আছে - অনুবাদসমূহৰ সূচীপত্ৰ

অনুবাদ কৰিছে جمعية الدعوة بالربوة আৰু جمعية خدمة المحتوى الإسلامي باللغاتৰ সহযোগত মৰ্কজ ৰুৱাদুত তাৰ্জামাৰ অনুবাদক গোষ্ঠীয়ে।

বন্ধ