Check out the new design

د قرآن کریم د معناګانو ژباړه - جورجیایي ژباړه - کار پرې روان دی * - د ژباړو فهرست (لړلیک)


د معناګانو ژباړه سورت: نبا   آیت:

نبا

عَمَّ يَتَسَآءَلُونَ
რის შესახებ ეკითხებიან ერთმანეთს
عربي تفسیرونه:
عَنِ ٱلنَّبَإِ ٱلۡعَظِيمِ
უდიდესი ამბის შესახებ?[1]
[1] წმინდა ყურანის შესახებ.
عربي تفسیرونه:
ٱلَّذِي هُمۡ فِيهِ مُخۡتَلِفُونَ
რომელზეც ცილობენ ისინი?[1]
[1] ყურეიშელები ყურანის შესახებ ერთგვარ გაურკვევლობასა და ცილობაში იმყოფებოდნენ, ნაწილს სჯეროდა, რომ ის იყო ალლაჰის წიგნი, ნაწილს არ სწამდა იგი, ნაწილი ამბობდა რომ ეს იყო ჯადოქრის სიტყვები, ნაწილი კი ამტკიცებდა რომ ყურანი პოეტის მიერ შეთხზული ლექსი იყო, ხოლო სხვები გაიძახდნენ, რომ ეს იყო წინაპრებისგან გადმოცემული ზღაპრები.
عربي تفسیرونه:
كَلَّا سَيَعۡلَمُونَ
არა, მალე შეიტყობენ!
عربي تفسیرونه:
ثُمَّ كَلَّا سَيَعۡلَمُونَ
კვლავაც არა, მალე შეიტყობენ ეგენი!
عربي تفسیرونه:
أَلَمۡ نَجۡعَلِ ٱلۡأَرۡضَ مِهَٰدٗا
განა არ დავადგინეთ დედამიწა ქვეშაგებად,
عربي تفسیرونه:
وَٱلۡجِبَالَ أَوۡتَادٗا
და მთები მარგილებად,
عربي تفسیرونه:
وَخَلَقۡنَٰكُمۡ أَزۡوَٰجٗا
და გაგაჩინეთ წყვილებად,
عربي تفسیرونه:
وَجَعَلۡنَا نَوۡمَكُمۡ سُبَاتٗا
და დავადგინეთ თქვენი ძილი დასვენებად,
عربي تفسیرونه:
وَجَعَلۡنَا ٱلَّيۡلَ لِبَاسٗا
და დავადგინეთ ღამე საბურველად,
عربي تفسیرونه:
وَجَعَلۡنَا ٱلنَّهَارَ مَعَاشٗا
და დავადგინეთ დღე საცხოვრისად,
عربي تفسیرونه:
وَبَنَيۡنَا فَوۡقَكُمۡ سَبۡعٗا شِدَادٗا
და ავაგეთ თქვენს ზემოთ შვიდი ურყევი (ცა),
عربي تفسیرونه:
وَجَعَلۡنَا سِرَاجٗا وَهَّاجٗا
და დავადგინეთ ლამპარი[1] მოგიზგიზე,
[1] მზე.
عربي تفسیرونه:
وَأَنزَلۡنَا مِنَ ٱلۡمُعۡصِرَٰتِ مَآءٗ ثَجَّاجٗا
და ღრუბლებიდან ჩამოვავლინეთ წყალი უხვად,
عربي تفسیرونه:
لِّنُخۡرِجَ بِهِۦ حَبّٗا وَنَبَاتٗا
რათა მისით აღმოვაცენოთ მარცვალი და მცენარე,
عربي تفسیرونه:
وَجَنَّٰتٍ أَلۡفَافًا
ასევე ხშირი(შებურული) ბაღები.
عربي تفسیرونه:
إِنَّ يَوۡمَ ٱلۡفَصۡلِ كَانَ مِيقَٰتٗا
ჭეშმარიტად, გარჩევის დღე[1] წინასწარაა განსაზღვრული.
[1] განკითხვის დღე, როდესაც განერჩევა ჯოჯოხეთში ან სამოთხეში წამსვლელთა ვინაობა.
عربي تفسیرونه:
يَوۡمَ يُنفَخُ فِي ٱلصُّورِ فَتَأۡتُونَ أَفۡوَاجٗا
იმ დღეს ჩაიბერებე ბუკში[1] და მოხვალთ ჯგუფ-ჯგუფად.
[1] ისლამის სწავლების მიხედვით ქვეყნიერების დაქცევის წინ, ისრაფილ ანგელოზი ბუკის მაგვარ საყვირში ჩაბერავს – რაც სიცოცხლის დასასრულის ჟამის დადგომას მიანიშნებს და ყოველი ცოცხალი არსება სიკვდილს იგემებს. ჩვენთვის უცნობი დროის შემდეგ, ანგელოზი მეორედ ჩაბერავს საყვირში და ყველა მიცვალებულს სული დაუბრუნდება, საფლავებიდან წამოდგებიან, ერთიანი თავშეყრის ადგილისკენ გაემართებიან და ღმერთის წინაშე განიკითხებიან.
عربي تفسیرونه:
وَفُتِحَتِ ٱلسَّمَآءُ فَكَانَتۡ أَبۡوَٰبٗا
იმ დროს ზეცა გაიხსნება და იქნება კარიბჭენი.
عربي تفسیرونه:
وَسُيِّرَتِ ٱلۡجِبَالُ فَكَانَتۡ سَرَابًا
მთები ადგილს იცვლიან და მხოლოდ მირაჟი დარჩება.
عربي تفسیرونه:
إِنَّ جَهَنَّمَ كَانَتۡ مِرۡصَادٗا
ჭეშმარიტად, ჯოჯოხეთი იქნება ჩასასაფრებლად,
عربي تفسیرونه:
لِّلطَّٰغِينَ مَـَٔابٗا
ზღვარგადასულთა სამყოფად,
عربي تفسیرونه:
لَّٰبِثِينَ فِيهَآ أَحۡقَابٗا
მასში დაჰყოფენ უკუნისამდე,
عربي تفسیرونه:
لَّا يَذُوقُونَ فِيهَا بَرۡدٗا وَلَا شَرَابًا
მასში ვერ იგემებენ ვერც სიგრილეს და ვერც სასმელს,
عربي تفسیرونه:
إِلَّا حَمِيمٗا وَغَسَّاقٗا
გარდა მდუღარისა და ჩირქისა.
عربي تفسیرونه:
جَزَآءٗ وِفَاقًا
სათანადო სასჯელად.
عربي تفسیرونه:
إِنَّهُمۡ كَانُواْ لَا يَرۡجُونَ حِسَابٗا
უეჭველად, მათ ანგარიშგების მოლოდინიც კი არ ჰქონდათ
عربي تفسیرونه:
وَكَذَّبُواْ بِـَٔايَٰتِنَا كِذَّابٗا
და ცრუდ რაცხავდნენ ჩვენს აიათებს – მთელი თავგამოდებით,
عربي تفسیرونه:
وَكُلَّ شَيۡءٍ أَحۡصَيۡنَٰهُ كِتَٰبٗا
ჩვენ კი ყველაფერი აღვრიცხეთ წიგნად.
عربي تفسیرونه:
فَذُوقُواْ فَلَن نَّزِيدَكُمۡ إِلَّا عَذَابًا
მაშ, იგემეთ და არაფერს მოგიმატებთ გარდა ტანჯვისა!
عربي تفسیرونه:
 
د معناګانو ژباړه سورت: نبا
د سورتونو فهرست (لړلیک) د مخ نمبر
 
د قرآن کریم د معناګانو ژباړه - جورجیایي ژباړه - کار پرې روان دی - د ژباړو فهرست (لړلیک)

دا ژباړه د مرکز رواد الترجمة ټیم لخوا د ربوہ د تبلیغ ټولنې او د اسلامي منځپانګې د خدماتو ټولنې په همکارۍ شوې.

بندول