[1] ამ სურას პირველი ხუთი აიათით დაიწყო წმინდა ყურანის ჩამოვლინება, ამის შესახებ ბუხარის საჰიჰ ჰადისთა კრებულში ასეა მოთხრობილი: მორწმუნეთა დედა ‘აიშა გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალს ﷺ პირველად გამოცხადებები ძილში სპეტაკი სიზმრებით დაეწყო. ძილში ისე არ იხილავდა სიზმარს, რომ მისი მსგავსი დილის ნათელივით არ გაცხადებულიყო. შემდეგ მას განმარტოება შეუყვარდა. ის ჰირას გამოქვაბულში რამდენიმე ღამეს განმარტოვებით ღვთისმსახურობდა – ვიდრე თავის ოჯახთან დაბრუნდებოდა მას შესაბამისი საგზალიც თან ჰქონდა გამზადებული. შემდეგ ისევ ხადიჯასთან ბრუნდებოდა, ისევ მსგავსად იმზადებდა საგზალს და კვლავ ჰირას გამოქვაბულში ბრუნდებოდა, ასე გრძელდებოდა ვიდრე ჭეშმარიტება არ გამოეცხადებოდა. მას ანგელოზი მიუახლოვდა და უთხრა: იკითხე! მან უპასუხა: მე კითხვა არ ვიცი. მან თქვა: ანგელოზმა ისე მძლავრად შემბოჭა, რომ ლამის სუნთქვა შემეკრა. შემდეგ გამიშვა და მითხრა: იკითხე! ვუთხარი: მე კითხვა არ ვიცი. მან მეორედაც ისე შემბოჭა, რომ ლამის სუნთქვა შემეკრა. შემდეგ გამიშვა და მითხრა: იკითხე! ვუთხარი: მე კითხვა არ ვიცი. მან მესამედაც ისე შემბოჭა, რომ ლამის სუნთქვა შემეკრა. შემდეგ გამიშვა და მითხრა: „იკითხე შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა. (მან) შედედებული სისხლისგან შექმნა ადამიანი. იკითხე! შენი ღმერთი უგულუხვესია.“ ამ გამოცხადებით ალლაჰის შუამავალი ﷺ ხადიჯა ბინთ ხუვეილიდთან დაბრუნდა, შიშით გული უთრთოდა და ეუბნებოდა; დამახურეთ, დამახურეთ! მას მართლაც დაახურეს გადასაფარებელი და ისე იყო ვიდრე შიში არ გაეცლებოდა. შემდეგ შუამავალმა ﷺ ხადიჯას უამბო მის თავს დატრიალებული ამბის შესახებ: „ჩემს შესახებ შიშმა შემიპყრო.“ ხადიჯამ უთხრა: „არა, ალლაჰს ვფიცავარ, ალლაჰი შენ არასოდეს შეგარცხვენს. უეჭველად, შენ მჭიდროდ გიჭირავს ნათესავური ურთიერთობები, უძლურთა სირთულეებს თვითონ იტვირთავ, უპოვრებს კითხულობ, სტუმარს უმასპინძლდები და დაზარალებულს ეხმარები.“ შემდეგ ხადიჯამ შუამავალი, ვარაყა ბინ ნავფალ ბინ ასად ბინ აბდულუზზასთან ანუ ხადიჯას ბიძაშვილთან წაიყვანა. ეს პიროვნება უმეცრების ხანაში გაქრისტიანდა, მას არამეულად წერა-კითხვა შეეძლო და მას შეეძლო სახარება დაეწერა არამეულად, რამდენსაც ალლაჰი ინებებდა რომ დაეწერა. ის ამდროისათვის უკვე ღრმად მოხუცებული და ბრმა იყო. ხადიჯამ მას უთხრა: ო, ჩემო ბიძაშვილო, უსმინე „შენს ძმის შვილს“. ვარაყამ უთხრა: ო, „ჩემო ძმის შვილო“ რა ნახე? ალლაჰის შუამავალმა ﷺ ყველაფერი უამბო რაც გადახდა. შემდეგ ვარაყამ უთხრა: ეს (ანგელოზი) არის ნამუსი, რომელიც ალლაჰმა მუსას ჩამოუვლინა. ოჰ, ნეტავ ცოცხალი ვიყო იმ დროს, როდესაც ხალხი გაგაძევებს. ალლაჰის შუამავალმა ﷺ იკითხა: ნუთუ ისინი მე გამაძევებენ? ვარაყამ უპასუხა: დიახ, შენს მიერ მოტანილი მოძღვრების მსგავსით ვინც მოვიდა, ყველას მტრობა გამოუცხადეს. იმ დღეს თუკი მოვესწერები აუცილებლად ვიქნები შენი დამხმარე და მხარდამჭერი. მას შემდეგ დიდი დრო აღარ გასულა ვარაყა გარდაიცვალა, თანაც მაგ დროს გარკვეული დროით გამოცხადებაც შეჩერებული იყო. (ბუხარი, ჰ.ნ. 3.)
റബ്വ ഇസ്ലാമിക് ദഅ്വാ ആൻഡ് ഗൈഡൻസ് സെൻററിൻ്റെയും കോൺടെന്റ് ഇൻ ലാംഗ്വേജസ് സർവീസ് അസോസിയേഷൻ്റെയും സഹകരണത്തോടെ മർകസ് റുവാദ് തർജമ വിഭാഗം വിവർത്തനം ചെയ്തത്.
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
തിരയൽ ഫലങ്ങൾ:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".