Check out the new design

Translation of the Meanings of the Noble Qur'an - Georgian translation (in progress) * - Translations’ Index


Translation of the meanings Surah: Al-Baqarah   Ayah:
وَإِذۡ يَرۡفَعُ إِبۡرَٰهِـۧمُ ٱلۡقَوَاعِدَ مِنَ ٱلۡبَيۡتِ وَإِسۡمَٰعِيلُ رَبَّنَا تَقَبَّلۡ مِنَّآۖ إِنَّكَ أَنتَ ٱلسَّمِيعُ ٱلۡعَلِيمُ
აკი, იბრაჰიმი და ისმა’ილი რომ სახლის (ქააბას) საძირკვლებს ამაღლებდნენ (თან ამბობდნენ): ღმერთო ჩვენო, მიიღე ეს ჩვენგან, – ჭეშმარიტად, შენა ხარ ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეო.
Arabic explanations of the Qur’an:
رَبَّنَا وَٱجۡعَلۡنَا مُسۡلِمَيۡنِ لَكَ وَمِن ذُرِّيَّتِنَآ أُمَّةٗ مُّسۡلِمَةٗ لَّكَ وَأَرِنَا مَنَاسِكَنَا وَتُبۡ عَلَيۡنَآۖ إِنَّكَ أَنتَ ٱلتَّوَّابُ ٱلرَّحِيمُ
ღმერთო ჩვენო! დაე, გვამყოფე (ჩვენ ორნი) შენდა მორჩილნად/მუსლიმებად და შენდამი მორჩილი/მუსლიმი ამყოფე თემი – ჩვენი შთამომავლებისაც, გვიჩვენე ჩვენი მოვალეობები და მოგვიტევე ჩვენ, ჭეშმარიტად, შენა ხარ მიმტევებელი და მწყალობელი.
Arabic explanations of the Qur’an:
رَبَّنَا وَٱبۡعَثۡ فِيهِمۡ رَسُولٗا مِّنۡهُمۡ يَتۡلُواْ عَلَيۡهِمۡ ءَايَٰتِكَ وَيُعَلِّمُهُمُ ٱلۡكِتَٰبَ وَٱلۡحِكۡمَةَ وَيُزَكِّيهِمۡۖ إِنَّكَ أَنتَ ٱلۡعَزِيزُ ٱلۡحَكِيمُ
ღმერთო ჩვენო! წარგზავნე მათთან შუამავალი მათივე წრიდან, ვინც წაუკითხავს შენს აიათებს, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს[1] და განწმინდავს მათ. ჭეშმარიტად, შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენთა ბრძენი.
[1] ორიგინალი – „ალ-ჰიქმეთ“ (الحكمة): მისი პირდაპირი შესატყვისია სიბრძნე. სწავლულთა შორის რამდენიმე განსხვავებული აზრი სუფევს ჰიქმეთის რაობასთან დაკავშირებით: 1. ყურანიდან, დოგმატიკის შემცველი აიათების გარდა დანარჩენი აიათები, რომლებიც რელიგიურ და ამქვეყნიურ თემებთან დაკავშირებით სასარგებლო ცნობებს შეიცავენ. 2. ჰიქმეთი არის სუნნეთი 3. ვაჰის გაგებისა და პრაქტიკაში გატარების უნდარი 4. შუამავლისთვის დამახასიათებელი აზროვნებისა და განსჯის უნარი 5. შარიათისეული დადგენილებების ცოდნა და ყველაფრისათვის შესაბამისი ადგილისა და თანრიგის მინიჭება.
Arabic explanations of the Qur’an:
وَمَن يَرۡغَبُ عَن مِّلَّةِ إِبۡرَٰهِـۧمَ إِلَّا مَن سَفِهَ نَفۡسَهُۥۚ وَلَقَدِ ٱصۡطَفَيۡنَٰهُ فِي ٱلدُّنۡيَاۖ وَإِنَّهُۥ فِي ٱلۡأٓخِرَةِ لَمِنَ ٱلصَّٰلِحِينَ
და ვინ განუდგა იბრაჰიმის რჯულს, თუ არა ის, ვინც უგუნურად მოექცა სულს თავისივეს? ვფიცავ, ჩვენ ის[1] ამქვეყნად ამოვარჩიეთ და უსათუოდ, ის იმქვეყნადაც სათნოთაგანია.
[1] იბრაჰიმი
Arabic explanations of the Qur’an:
إِذۡ قَالَ لَهُۥ رَبُّهُۥٓ أَسۡلِمۡۖ قَالَ أَسۡلَمۡتُ لِرَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ
აკი, მას უთხრა თავისმა ღმერთმა: იყავი მორჩილიო/მუსლიმიო. მან მიუგო: მორჩილი/მუსლიმი ვარ სამყაროთა ღმერთისაო.
Arabic explanations of the Qur’an:
وَوَصَّىٰ بِهَآ إِبۡرَٰهِـۧمُ بَنِيهِ وَيَعۡقُوبُ يَٰبَنِيَّ إِنَّ ٱللَّهَ ٱصۡطَفَىٰ لَكُمُ ٱلدِّينَ فَلَا تَمُوتُنَّ إِلَّا وَأَنتُم مُّسۡلِمُونَ
ამითვე დაარიგა თავისი შვილები იბრაჰიმმა და ია’ყუბმაც: ,,ეი, ჩემო ძენო! ჭეშმარიტად, თქვენთვის ალლაჰმა (ისლამის) რჯული ამოარჩია, დაე, ნუ მოკვდებით ისე, რომ თქვენ არ იყოთ მუსლიმები/მორჩილები".
Arabic explanations of the Qur’an:
أَمۡ كُنتُمۡ شُهَدَآءَ إِذۡ حَضَرَ يَعۡقُوبَ ٱلۡمَوۡتُ إِذۡ قَالَ لِبَنِيهِ مَا تَعۡبُدُونَ مِنۢ بَعۡدِيۖ قَالُواْ نَعۡبُدُ إِلَٰهَكَ وَإِلَٰهَ ءَابَآئِكَ إِبۡرَٰهِـۧمَ وَإِسۡمَٰعِيلَ وَإِسۡحَٰقَ إِلَٰهٗا وَٰحِدٗا وَنَحۡنُ لَهُۥ مُسۡلِمُونَ
ნუთუ მოწმენი იყავით,[1] როცა სიკვდილი ეწვია ია'ყუბს? – როდესაც უთხრა თავის შვილებს – ვის ეთაყვანებით ჩემს შემდეგო? (მათ) მიუგეს: ჩვენ (მხოლოდ) შენს ღმერთს ვეთაყვანებით, – ღმერთს შენი მამა-პაპისა, იბრაჰიმის, ისმა’ილის და ისჰაყისა; – ღმერთს ერთადერთისა, და ჩვენ მისი მორჩილნი/მუსლიმნი ვართო.
[1] აიათი ჩამოევლინა იუდეველთა პასუხად, როდესაც ისინი მუჰამმედ შუამავალს ﷺ ეუბნებოდნენ: ნუთუ შენ არ იცი, ია’ყუბი რომ იუდეველი იყო და თავის შვილებსაც იგივე უანდერძაო.
Arabic explanations of the Qur’an:
تِلۡكَ أُمَّةٞ قَدۡ خَلَتۡۖ لَهَا مَا كَسَبَتۡ وَلَكُم مَّا كَسَبۡتُمۡۖ وَلَا تُسۡـَٔلُونَ عَمَّا كَانُواْ يَعۡمَلُونَ
ეგ არის თემი – აწ გარდასული. მათია ის, რაც მოიხვეჭეს და თქვენია ის, რაც მოიხვეჭეთ. არ მოგეკითხებათ თქვენ ის, რასაც ისინი აკეთებდნენ.
Arabic explanations of the Qur’an:
 
Translation of the meanings Surah: Al-Baqarah
Surahs’ Index Page Number
 
Translation of the Meanings of the Noble Qur'an - Georgian translation (in progress) - Translations’ Index

translated by Rowwad Translation Center, in cooperation with the Islamic Propagation Office in Rabwah and the Association for Serving Islamic Content in Languages.

close