Check out the new design

আল-কোৰআনুল কাৰীমৰ অৰ্থানুবাদ - জৰ্জিয়ান অনুবাদ- কাম চলি আছে * - অনুবাদসমূহৰ সূচীপত্ৰ


অৰ্থানুবাদ ছুৰা: আত-তাকৱীৰ   আয়াত:

আত-তাকৱীৰ

إِذَا ٱلشَّمۡسُ كُوِّرَتۡ
როცა მზე დაიგრაგნება,[1]
[1] განკითხვის დღეს მზე დაიგრაგნება და ნათებას დაასრულებს, რის გამოც წყვდიადი დაისადგურებს. ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „განკითხვის დღეს მზე და მთვარე დაიგრაგნება.“ (ბუხარი, ბად’ულ ხალყ, 4/3200.) ვისაც უნდა განკითხვის დღეს გაეცნოს ისე, რომ თითქოს საკუთარი თვალით ხედავს, მან შემდეგი სურები წაიკითხოს: „როცა მზე დაიგრაგნება“, „როცა ზეცა გაიხსნება“ და „როცა ზეცა გაეპობა.“ (თირმიზი, თაფსიირ, 73/3333.)
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَإِذَا ٱلنُّجُومُ ٱنكَدَرَتۡ
და როცა ვარსკვლავები ჩამოცვივდება,
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَإِذَا ٱلۡجِبَالُ سُيِّرَتۡ
და როცა მთები დაიძრება,
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَإِذَا ٱلۡعِشَارُ عُطِّلَتۡ
და როცა მაკე აქლემები უპატრონოდ დარჩება.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَإِذَا ٱلۡوُحُوشُ حُشِرَتۡ
და როცა მხეცები შეიყრებიან,[1]
[1] ‘აბდულლაჰ ბინ ‘აბბასი განმარტავს: ცხოველებს სიკვდილი შეყრის ერთად. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ყველა სულდგმული ისევ მოკვდება, გარდა ადამიანებისა და ჯინებისა. იხ. თაფსიირუ ტაბერი.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَإِذَا ٱلۡبِحَارُ سُجِّرَتۡ
და როცა ზღვები აალდება,[1]
[1] ‘აბდულლაჰ ბინ ‘აბბასი განმარტავს: ალლაჰი მზეს, მთვარეს და ვარსკლავებს დაგრაგნავს და ზღვაში ჩაცვივდება. შემდეგ მას უკნიდან ქარიშხალს წარუგზავნის, ისე რომ ზღვები აბობოქრდება და ბოლოს ცეცხლად გადაიქცევა. იხ. თაფსიირუ ტაბერი.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَإِذَا ٱلنُّفُوسُ زُوِّجَتۡ
და როცა სულები დაწყვილდებიან,[1]
[1] ომარ ბინ ხატტაბის, აბდულლაჰ ბინ აბბასის, ყათადესა და რაბი’ ბინ ხუსეიმის განმარტების თანახმად, ყველა ადამიანი თავის სწორთან ერთად განამწესებენ, კეთილს კეთილთან, ბოროტს ბოროტთან. იხ. თაფსიირუ ტაბერი.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَإِذَا ٱلۡمَوۡءُۥدَةُ سُئِلَتۡ
და როცა ცოცხლად დამარხულ ჩვილ გოგონას კითხავენ,
আৰবী তাফছীৰসমূহ:
بِأَيِّ ذَنۢبٖ قُتِلَتۡ
თუ რომელი ცოდვისთვის მოიკლა?[1]
[1] წარმამრთი არაბები ახალშობილ გონონებს სირცხვილისა და გაჭირვების შიშით ცოცხლად მარხავდნენ.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَإِذَا ٱلصُّحُفُ نُشِرَتۡ
და როცა დავთრები გაიშლება,[1]
[1] როცა ადამიანის ამქვეყნად ნამოქმედარ საქმეთა დავთრები გაიშლება, რომლებიც ანგელოზებმა შეადგინეს. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ეს დავთრები იხურება, იგრაგნება ან იკეცება და განკითხვის დღემდე შენახულია. განკითხვის დღეს ყველას მიუტანენ თავიანთ საქმეთა დავთარს, გაიშლება და ნახავენ თავიანთ ნამოქმედარს. ამ დროს ადამიანი იტყვის: „ეს რა წიგნია ასეთი, რომ არც პატარა და არც დიდი არაფერია გამორჩენილი.“ (ქეჰფ, 18/49.)
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَإِذَا ٱلسَّمَآءُ كُشِطَتۡ
და როცა ზეცა აიხდება,
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَإِذَا ٱلۡجَحِيمُ سُعِّرَتۡ
და როცა ჯოჯოხეთი აგიზგიზდება,
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَإِذَا ٱلۡجَنَّةُ أُزۡلِفَتۡ
და როცა სამოთხე დაახლოვდება,[1]
[1] იმ დღეს სამოთხე ახლოს იქნება მის მკვიდრებთან.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
عَلِمَتۡ نَفۡسٞ مَّآ أَحۡضَرَتۡ
(მაშინ) გაიგებს სული თუ რა გაუმზადებია.[1]
[1] როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენები მოხდება, მაშინ მიხვდება ყველა სული თუ რა გაუმზადებია საიქიოდ საკუთარი თავისთვის – სიკეთის ან უკეთურების სახით.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
فَلَآ أُقۡسِمُ بِٱلۡخُنَّسِ
არა, ვფიცავ, ვარსკვლავებს, რომლებიც (დღისით) ქრებიან და (ღამით) ისევ ბრუნდებიან;
আৰবী তাফছীৰসমূহ:
ٱلۡجَوَارِ ٱلۡكُنَّسِ
(ორბიტაზე) მოძრავთ და ქრობადთ,
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَٱلَّيۡلِ إِذَا عَسۡعَسَ
ასევე (ვფიცავ) ღამეს, როცა შემოდის სიბნელით და ისევ უკუ ბრუნდება,
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَٱلصُّبۡحِ إِذَا تَنَفَّسَ
და ცისკარს, როცა ინათებს,
আৰবী তাফছীৰসমূহ:
إِنَّهُۥ لَقَوۡلُ رَسُولٖ كَرِيمٖ
რომ, ჭეშმარიტად, ის (ყურანი) არის პატივდებული შუამავლის[1] (მიერ ჩამოვლენილი) სიტყვა,
[1] ეს არის ჯიბრილ მთავარ ანგელოზის მიერ უზენაესი ალლაჰისგან ჩამოვლენილი სიტყვა.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
ذِي قُوَّةٍ عِندَ ذِي ٱلۡعَرۡشِ مَكِينٖ
ძლევამოსილისა, ‘არშის მფლობელის წინაშე პატივდებულისა.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
مُّطَاعٖ ثَمَّ أَمِينٖ
მას ჰმორჩილებენ ზეცის მკვიდრნი,[1] არის სანდო.[2]
[1] ის არის მთავარ ანგელოზი და მას ჰმორჩილებენ დანარჩენი ანგელოზები.
[2] არის სანდო და არანაირი ეჭვი არ არსებობს, მისმიერ ჩამოვლენილ ყურანის აიათებში, რომ ის სამყაროთა გამჩენის სიტყვებია.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَمَا صَاحِبُكُم بِمَجۡنُونٖ
და თქვენი მეგობარი,[1] არ არის შეშლილი.
[1] როდესაც მუჰამმედ შუამავალმა ﷺ ისლამის ქადაგება დაიწყო, ურწმუნოებმა ხმები დაყარეს, რომ ის იყო შეშლილი.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَلَقَدۡ رَءَاهُ بِٱلۡأُفُقِ ٱلۡمُبِينِ
მან მართლაც იხილა იგი ნათელ ცის კაბადონზე.[1]
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ ორჯერ იხილა ჯიბრილ მთავარ ანგელოზი თავისი ნამდვილი სახით, რაზეც არაერთი სანდო გადმოცემებიც მოწმობენ: „ერთხელ, როდესაც ფეხით გადავადგილდებოდი, ზეციდან ხმა შემომესმა. მაშინვე მზერა ზეცას მივაპყრე, დავინახე, რომ ანგელოზი – რომელიც ჩემთან ჰირას გამოქვაბულში იყო მოსული – ზეცასა და დედამიწას შორის ტახტზე იჯდა.“ (ბუხარი, ბად ულ ვაჰი, ჰადისი:4). ‘აბდულლაჰ ბინ მეს’უდი გადმოგვცემს: „შუამავალმა ჯიბრილი იხილა და მას ქონდა ექვსასი ფრთა.“ (ბუხარი თაფსიირ, ჰ.ნ. 4856).
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَمَا هُوَ عَلَى ٱلۡغَيۡبِ بِضَنِينٖ
და ის არ არის ძუნწი იდუმალის უწყებაში.[1]
[1] მას არაფერი დაუმალავს იმისგან, რაც ვაჰის სახით ზეშთაეგონა ღმერთისგან.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَمَا هُوَ بِقَوۡلِ شَيۡطَٰنٖ رَّجِيمٖ
და ის არ არის განდევნილი სატანის სიტყვა.[1]
[1] ყურანი.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
فَأَيۡنَ تَذۡهَبُونَ
მაშ, საით მიემართებით?
আৰবী তাফছীৰসমূহ:
إِنۡ هُوَ إِلَّا ذِكۡرٞ لِّلۡعَٰلَمِينَ
ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.[1]
[1] წმინდა ყურანი ჩამოვლენილია ჯინთა და ადამიანთა სამყარს შესაგონებლად.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
لِمَن شَآءَ مِنكُمۡ أَن يَسۡتَقِيمَ
(განსაკუთრებით) მათთვის, ვისაც თქვენგან სწორ გზაზე დადგომა სურს.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَمَا تَشَآءُونَ إِلَّآ أَن يَشَآءَ ٱللَّهُ رَبُّ ٱلۡعَٰلَمِينَ
და თქვენ ვერაფერს ისურვებთ თუ არ ინება ალლაჰმა, სამყაროთა ღმერთმა.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
 
অৰ্থানুবাদ ছুৰা: আত-তাকৱীৰ
ছুৰাৰ তালিকা পৃষ্ঠা নং
 
আল-কোৰআনুল কাৰীমৰ অৰ্থানুবাদ - জৰ্জিয়ান অনুবাদ- কাম চলি আছে - অনুবাদসমূহৰ সূচীপত্ৰ

অনুবাদ কৰিছে جمعية الدعوة بالربوة আৰু جمعية خدمة المحتوى الإسلامي باللغاتৰ সহযোগত মৰ্কজ ৰুৱাদুত তাৰ্জামাৰ অনুবাদক গোষ্ঠীয়ে।

বন্ধ