Check out the new design

আল-কোৰআনুল কাৰীমৰ অৰ্থানুবাদ - জৰ্জিয়ান অনুবাদ- কাম চলি আছে * - অনুবাদসমূহৰ সূচীপত্ৰ


অৰ্থানুবাদ ছুৰা: আল-বাক্বাৰাহ   আয়াত:
وَلَمَّا جَآءَهُمۡ كِتَٰبٞ مِّنۡ عِندِ ٱللَّهِ مُصَدِّقٞ لِّمَا مَعَهُمۡ وَكَانُواْ مِن قَبۡلُ يَسۡتَفۡتِحُونَ عَلَى ٱلَّذِينَ كَفَرُواْ فَلَمَّا جَآءَهُم مَّا عَرَفُواْ كَفَرُواْ بِهِۦۚ فَلَعۡنَةُ ٱللَّهِ عَلَى ٱلۡكَٰفِرِينَ
და როცა მათთან არსებულის (თევრათის) დამამოწმებელი წიგნი (ყურანი) მიუვიდათ ალლაჰისგან, – უარჰყვეს იგი, არადა მანამდე დახმარებას ელოდნენ[1] ურწმუნოთა წინააღმდეგ. როცა მიუვიდათ ის, რასაც უკვე (თევრათიდან) იცნობდნენ, – აღარ ირწმუნეს და, ალლაჰის წყევლა ურწმუნოებს, – ამიტომ!
[1] მომავალი შუამავლისგან, ამ წიგნით
আৰবী তাফছীৰসমূহ:
بِئۡسَمَا ٱشۡتَرَوۡاْ بِهِۦٓ أَنفُسَهُمۡ أَن يَكۡفُرُواْ بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ بَغۡيًا أَن يُنَزِّلَ ٱللَّهُ مِن فَضۡلِهِۦ عَلَىٰ مَن يَشَآءُ مِنۡ عِبَادِهِۦۖ فَبَآءُو بِغَضَبٍ عَلَىٰ غَضَبٖۚ وَلِلۡكَٰفِرِينَ عَذَابٞ مُّهِينٞ
რაოდენ ცუდია ის, რის გამოც თავიანთი სულები გაყიდეს: შურდათ, რომ ალლაჰი თავის მადლს ჩამოავლენს იმ მსახურებზე, ინებებს ვისზეც, – და არ ირწმუნეს ის, რაც ჩამოავლინა, რის გამოც რისხვაზე რისხვა[1] დაიმსახურეს... და ურწმუნოთათვისაა სასჯელი დამამცირებელი.
[1] იბნი აბბასმა და მუჯაჰიდმა თქვეს: პირველი რისხვა მაშინ დაიმსახურეს, როდესაც თევრათში ცვლილებები შეიტანეს, ხოლო მეორე მაშინ, როდესაც მუჰამმედი და ყურანი უარყვეს. ყათადემ თქვა: პირველი რისხვა მაშინ დაიმსახურეს, როდესაც ‘ისა და ინჯილი უარყვეს, ხოლო მეორე მაშინ, როდესაც მუჰამმედი და ყურანი უარყვეს. სუდდიმ თქვა: პირველი იყო, როდესაც ხბოს დაუწყეს თაყვანისცემა, ხოლო მეორე მაშინ, როდესაც მუჰამმედი უარყვეს. იხ. თაფსირუ’ლ-ბეღავი.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَإِذَا قِيلَ لَهُمۡ ءَامِنُواْ بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ قَالُواْ نُؤۡمِنُ بِمَآ أُنزِلَ عَلَيۡنَا وَيَكۡفُرُونَ بِمَا وَرَآءَهُۥ وَهُوَ ٱلۡحَقُّ مُصَدِّقٗا لِّمَا مَعَهُمۡۗ قُلۡ فَلِمَ تَقۡتُلُونَ أَنۢبِيَآءَ ٱللَّهِ مِن قَبۡلُ إِن كُنتُم مُّؤۡمِنِينَ
– და როდესაც უთხრეს, ირწმუნეთ ის, რაც ალლაჰმა ჩამოავლინაო, მიუგეს: გვწამს ის, რაც ჩვენზეა ჩამოვლენილიო და, მის გარდა სხვა დანარჩენს – უარყოფენ. არადა ის (ყურანი) მათთან არსებულის დამამოწმებელი ჭეშმარიტებაა. უთხარი: მაშ, რად ხოცავდით ალლაჰის მაცნეებს, თუკი იყავით (თევრათის) მორწმუნენი?
আৰবী তাফছীৰসমূহ:
۞ وَلَقَدۡ جَآءَكُم مُّوسَىٰ بِٱلۡبَيِّنَٰتِ ثُمَّ ٱتَّخَذۡتُمُ ٱلۡعِجۡلَ مِنۢ بَعۡدِهِۦ وَأَنتُمۡ ظَٰلِمُونَ
ჭეშმარიტად, მუსა მოვიდა თქვენთან ცხადი მტკიცებულებებით, მერე კი ხბო დაიდგინეთ კერპად მას შემდეგ[1] და გახდით უსამართლონი.
[1] მისი არყოფნის დროს
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَإِذۡ أَخَذۡنَا مِيثَٰقَكُمۡ وَرَفَعۡنَا فَوۡقَكُمُ ٱلطُّورَ خُذُواْ مَآ ءَاتَيۡنَٰكُم بِقُوَّةٖ وَٱسۡمَعُواْۖ قَالُواْ سَمِعۡنَا وَعَصَيۡنَا وَأُشۡرِبُواْ فِي قُلُوبِهِمُ ٱلۡعِجۡلَ بِكُفۡرِهِمۡۚ قُلۡ بِئۡسَمَا يَأۡمُرُكُم بِهِۦٓ إِيمَٰنُكُمۡ إِن كُنتُم مُّؤۡمِنِينَ
აკი, ავიღეთ აღთქმა თქვენგან და აღვმართეთ მთა (სინასი) თქვენს ზემოთ; (გიბრძანეთ რომ:) – მთელი სიმტკიცითა და გულისხმიერებით აიღეთ, რაც (თევრათის სახით) გადმოგეცით და შეისმინეთ. მათ თქვეს – გვესმა და ვეურჩეთო, რადგან თავიანთი ურწმუნოების გამო ხბოს თაყვანისცემით ჰქონდათ გულები გაჟღენთილნი. უთხარი: ,,რა ცუდია ის, რასაც თქვენი რწმენა გიბრძანებთ, თუკი თქვენ ხართ მორწმუნენი".
আৰবী তাফছীৰসমূহ:
 
অৰ্থানুবাদ ছুৰা: আল-বাক্বাৰাহ
ছুৰাৰ তালিকা পৃষ্ঠা নং
 
আল-কোৰআনুল কাৰীমৰ অৰ্থানুবাদ - জৰ্জিয়ান অনুবাদ- কাম চলি আছে - অনুবাদসমূহৰ সূচীপত্ৰ

অনুবাদ কৰিছে جمعية الدعوة بالربوة আৰু جمعية خدمة المحتوى الإسلامي باللغاتৰ সহযোগত মৰ্কজ ৰুৱাদুত তাৰ্জামাৰ অনুবাদক গোষ্ঠীয়ে।

বন্ধ