Check out the new design

قۇرئان كەرىم مەنىلىرىنىڭ تەرجىمىسى - جورجىيەچە تەرجىمىسى داۋاملىشىۋاتىدۇ * - تەرجىمىلەر مۇندەرىجىسى


مەنالار تەرجىمىسى ئايەت: (2) سۈرە: قەدر
وَمَآ أَدۡرَىٰكَ مَا لَيۡلَةُ ٱلۡقَدۡرِ
და რამ გამცნოს, თუ რა არის ყადირის ღამე?[1]
[1] უზენაესი ალლაჰი სურა ბაყარას 185-ე აიათში ბრძანებს: „რამადანის მთვარეა ის, რომელშიც ყურანი ჩამოევლინა“ ამ აიათზე დაყრდნობით სწავლულთა უმრავლესობა თანხმდება იმ აზრზე, რომ ყადირის ღამის რამადანის მთვარეშია. თუმცა რამადანის კონკრეტულად რომელი ღამეა იგი, ამის შესახებ სწავლულთა შორის ცილობაა. ცილობის მიზეზი ის გახლავთ, რომ არც ყურანში და არც სუნნეთში კონკრეტული მტკიცებულება არ მოგვეპოვება, არსებული ჰადისები მხოლოდ ზოგად მინიშნებებს შეიცავს: „თქვენ გეწვიათ რამადანი, მთვარე ბარაქიანი ... მასში არის ისეთი ღამე, რომელიც ათას თვეზე უფრო ხეირიანია.“ (ანნასააი, სიამ 5/2106) „ყადირის ღამე, რამადანის ბოლო ათი ღამის კენტ რიცხვებში ეძებეთ.“ (ბუხარი, ჰ.ნ. 2017) „ვინც მას ეძებს, მან იგი (რამადანის) ბოლო შვიდ ღამეში ეძებოს.“ (ბუხარი, ჰ.ნ. 2015) „ყადირის ღამე ოცდამეშვიდე ღამეა.“ (აბუ დავუდ, შაჰრუ რამადან 3/1386) ყადირის ღამის დაფარულობას და მის დაკონკრეტებით გაუცხადებლობას სწავლულები იმით ხსნიან, რომ ხალხმა მეტი გულმოდგინება გამოიჩინონ რამადანში ღვთისმსახურების მიმართ და მარტო ერთი კონკრეტული ღამით არ შემოიფარგლონ. ამის მსგავსად დაფარულია პარასკევ დღეს ვედრების ყაბულობის საათი, შუა ნამაზი ყოველდღიურ ხუთ ნამაზს შორის, უზენაესი ალლაჰის უდიადესი სახელი (ისმი აზამი) თავის უმშვენიერეს სახელთა შორის, მისი კმაყოფილება უამრავ მორჩილებათა შორის, რათა ხალხმა ყოველგვარი მორჩილების მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინონ და მისი რისხვა სხვადასხვა სიურჩეთა შორის, რათა ხალხმა ყოველგვარი სიურჩის მიმართ დიდი სიფრთხილე იქონიონ. მან ასევე დაფარა ქვეყნიერების დაქცევის დრო, რათა მისი რიდით ხალხმა მეტი გულისხმა ჰყონ ღვთისმორჩილებაში. იხ. თაფსირუ ბეღავი.
ئەرەپچە تەپسىرلەر:
 
مەنالار تەرجىمىسى ئايەت: (2) سۈرە: قەدر
سۈرە مۇندەرىجىسى بەت نومۇرى
 
قۇرئان كەرىم مەنىلىرىنىڭ تەرجىمىسى - جورجىيەچە تەرجىمىسى داۋاملىشىۋاتىدۇ - تەرجىمىلەر مۇندەرىجىسى

رۇۋاد تەرجىمە مەركىزىدىكى بىر گۇرۇپ ئالىملار رىبۋە دەۋەت جەمئىيىتى ۋە ئىسلامىي مەزمۇنلارنى تەمىنلەش جەمئىيىتى بىلەن ھەمكارلىشىپ تەرجىمە قىلغان.

تاقاش