Check out the new design

قۇرئان كەرىم مەنىلىرىنىڭ تەرجىمىسى - جورجىيەچە تەرجىمىسى داۋاملىشىۋاتىدۇ * - تەرجىمىلەر مۇندەرىجىسى


مەنالار تەرجىمىسى ئايەت: (158) سۈرە: ئەنئام
هَلۡ يَنظُرُونَ إِلَّآ أَن تَأۡتِيَهُمُ ٱلۡمَلَٰٓئِكَةُ أَوۡ يَأۡتِيَ رَبُّكَ أَوۡ يَأۡتِيَ بَعۡضُ ءَايَٰتِ رَبِّكَۗ يَوۡمَ يَأۡتِي بَعۡضُ ءَايَٰتِ رَبِّكَ لَا يَنفَعُ نَفۡسًا إِيمَٰنُهَا لَمۡ تَكُنۡ ءَامَنَتۡ مِن قَبۡلُ أَوۡ كَسَبَتۡ فِيٓ إِيمَٰنِهَا خَيۡرٗاۗ قُلِ ٱنتَظِرُوٓاْ إِنَّا مُنتَظِرُونَ
ნუთუ მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ ანგელოზები მივიდნენ მათთან, ან შენი ღმერთი მივიდეს, ან კიდევ შენი ღმერთის ზოგიერთი სასწაულები მიუვიდეთ? იმ დღეს, როცა შენი ღმერთის ზოგიერთი სასწაულები[1] მოევლინებათ, რწმენა არ არგებს სულს, ვინც მანამდე არ ირწმუნა ან არანაირი სიკეთე არ მოუხვეჭავს თავისი რწმენის სასარგებლოდ.[2] უთხარი: მაშ დაელოდეთ, ჩვენც მომლოდინენი ვართ!
[1] ქვეყნიერების დაქცევის ნიშნები.
[2] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ქვეყნიერება ისე არ დაიქცევა, ვიდრე მზე იქიდან არ ამოვა, საიდანც ჩადის. როდესაც ხალხი ამას ნახავს, ყველა ირწმუნებს, მაგრამ ეს ის დროა, როდესაც რწმენა არ არგებს სულს. შემდეგ ეს აიათი წაიკითხა.“ (ბუხარი, თაფსიირ, ჰ.ნ. 4636.) „როდესაც თავს იჩენს სამი რამ, მაშინ რწმენა არ არგებს სულს – რომელმაც მანამდე არ ირწმუნა ან არანაირი სიკეთე არ მოუხვეჭავს თავისი რწმენის სასარგებლოდ: მზის ამოსვლა იქიდან, საიდანაც ჩადის, დეჯჯალი და ქვესკნელის ცხოველი.“ (მუსლიმ, იმან 72/158.) „ვინც მზის დასავლეთიდან ამოსვლამდე მოინანიებს, ალლაჰი მიიღებს მის სინანულს.“ (მუსლიმ, ზიქრ ვე დუ’ა, 12/2703.)
ئەرەپچە تەپسىرلەر:
 
مەنالار تەرجىمىسى ئايەت: (158) سۈرە: ئەنئام
سۈرە مۇندەرىجىسى بەت نومۇرى
 
قۇرئان كەرىم مەنىلىرىنىڭ تەرجىمىسى - جورجىيەچە تەرجىمىسى داۋاملىشىۋاتىدۇ - تەرجىمىلەر مۇندەرىجىسى

رۇۋاد تەرجىمە مەركىزىدىكى بىر گۇرۇپ ئالىملار رىبۋە دەۋەت جەمئىيىتى ۋە ئىسلامىي مەزمۇنلارنى تەمىنلەش جەمئىيىتى بىلەن ھەمكارلىشىپ تەرجىمە قىلغان.

تاقاش