Check out the new design

د قرآن کریم د معناګانو ژباړه - جورجیایي ژباړه - کار پرې روان دی * - د ژباړو فهرست (لړلیک)


د معناګانو ژباړه سورت: بقره   آیت:
وَلَا تَقُولُواْ لِمَن يُقۡتَلُ فِي سَبِيلِ ٱللَّهِ أَمۡوَٰتُۢۚ بَلۡ أَحۡيَآءٞ وَلَٰكِن لَّا تَشۡعُرُونَ
და ნუ მოიხსენიებთ მკვდრებად იმათ, ვინც ალლაჰის გზაზე დაიღუპნენ. პირიქით, ისინი ცოცხლები არიან, თუმცა თქვენ ვერ გააცნობიერებთ.
عربي تفسیرونه:
وَلَنَبۡلُوَنَّكُم بِشَيۡءٖ مِّنَ ٱلۡخَوۡفِ وَٱلۡجُوعِ وَنَقۡصٖ مِّنَ ٱلۡأَمۡوَٰلِ وَٱلۡأَنفُسِ وَٱلثَّمَرَٰتِۗ وَبَشِّرِ ٱلصَّٰبِرِينَ
ვფიცავ, ჩვენ რაღაცით აუცილებლად გამოგცდით: შიშით, შიმშილით, ქონების, სულთა და ნაყოფთა ნაკლულობით; – მომთმენთ კი ახარე.
عربي تفسیرونه:
ٱلَّذِينَ إِذَآ أَصَٰبَتۡهُم مُّصِيبَةٞ قَالُوٓاْ إِنَّا لِلَّهِ وَإِنَّآ إِلَيۡهِ رَٰجِعُونَ
– რომლებიც თავს დამტყდარი უბედურების ჟამს ამბობენ: ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და უთუოდ, ჩვენ ისევ მას მივბარდებითო.
عربي تفسیرونه:
أُوْلَٰٓئِكَ عَلَيۡهِمۡ صَلَوَٰتٞ مِّن رَّبِّهِمۡ وَرَحۡمَةٞۖ وَأُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡمُهۡتَدُونَ
აი, ეგენი არიან, ვისზეცაა მათი ღმერთის ლოცვანი და წყალობა, და სწორედ ეგენი არიან ჭეშმარიტ გზაზე მდგარნი.
عربي تفسیرونه:
۞ إِنَّ ٱلصَّفَا وَٱلۡمَرۡوَةَ مِن شَعَآئِرِ ٱللَّهِۖ فَمَنۡ حَجَّ ٱلۡبَيۡتَ أَوِ ٱعۡتَمَرَ فَلَا جُنَاحَ عَلَيۡهِ أَن يَطَّوَّفَ بِهِمَاۚ وَمَن تَطَوَّعَ خَيۡرٗا فَإِنَّ ٱللَّهَ شَاكِرٌ عَلِيمٌ
ჭეშმარიტად, საფა და მერვა[1] ალლაჰის (მორჩილების) ნიშანთაგანნია. ვინც (ქააბას წმინდა) სახლს ეწვევა ჰაჯობისა ან ‘უმრასთვის, იმისთვის ცოდვა არ იქნება ამ ორივეზე (წეს–ჩვეულებისამებრ) გარსშემოვლა, ხოლო ვინც თავისი სურვილით იზამს სიკეთეს, ჭეშმარიტად, ალლაჰი მადლიერია, ყოვლისმცოდნეა.
[1] ორიგინალი – „ას-საფა ვე ალ-მერვა“ (الصفا و المروة): ქააბას მახლობლად, მის აღმოსავლეთით მდებარე ორი შემაღლებული ადგილის სახელებია. ამ მაღლობებს შორის მიმოსვლა ჰაჯობისა და ‘უმრას ღვთისმსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წეს–ჩვეულებაა.
عربي تفسیرونه:
إِنَّ ٱلَّذِينَ يَكۡتُمُونَ مَآ أَنزَلۡنَا مِنَ ٱلۡبَيِّنَٰتِ وَٱلۡهُدَىٰ مِنۢ بَعۡدِ مَا بَيَّنَّٰهُ لِلنَّاسِ فِي ٱلۡكِتَٰبِ أُوْلَٰٓئِكَ يَلۡعَنُهُمُ ٱللَّهُ وَيَلۡعَنُهُمُ ٱللَّٰعِنُونَ
უეჭველად, მათ, ვინც ჩვენ მიერ ჩამოვლენილ ცხად მტკიცებულებებსა და ჭეშმარიტ გზას მალავენ მას შემდეგ, რაც ხალხს წიგნში განვუმარტეთ იგი, – სწორედ მათ სწყევლის ალლაჰი და სწყევლიან მაწყევარნი.
عربي تفسیرونه:
إِلَّا ٱلَّذِينَ تَابُواْ وَأَصۡلَحُواْ وَبَيَّنُواْ فَأُوْلَٰٓئِكَ أَتُوبُ عَلَيۡهِمۡ وَأَنَا ٱلتَّوَّابُ ٱلرَّحِيمُ
– იმათ გარდა, ვინც მოინანიეს (შეცდომები), გამოასწორეს და გამოააშკარავეს (რასაც მალავდნენ). აი, იმათ მივუტევებ, რადგანაც მე ვარ მიმტევებელი და მწყალობელი.
عربي تفسیرونه:
إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ وَمَاتُواْ وَهُمۡ كُفَّارٌ أُوْلَٰٓئِكَ عَلَيۡهِمۡ لَعۡنَةُ ٱللَّهِ وَٱلۡمَلَٰٓئِكَةِ وَٱلنَّاسِ أَجۡمَعِينَ
უეჭველად, იმათზე, ვინც არ ირწმუნეს და ურწმუნოებადვე დაიხოცნენ, – აი, სწორედ იმათზეა წყევლა ალლაჰისა, ანგელოზებისა და ადამიანებისა, ყველასი.
عربي تفسیرونه:
خَٰلِدِينَ فِيهَا لَا يُخَفَّفُ عَنۡهُمُ ٱلۡعَذَابُ وَلَا هُمۡ يُنظَرُونَ
– მუდმივად მასში[1] იქნებიან. მათ არც სასჯელი შეუმსუბუქდებათ და არც შესვენებას დააცდიან.
[1] წყევლაში.
عربي تفسیرونه:
وَإِلَٰهُكُمۡ إِلَٰهٞ وَٰحِدٞۖ لَّآ إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ٱلرَّحۡمَٰنُ ٱلرَّحِيمُ
და ღმერთი თქვენი – ერთი ღმერთია. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი – მოწყალისა, მწყალობელისა.
عربي تفسیرونه:
 
د معناګانو ژباړه سورت: بقره
د سورتونو فهرست (لړلیک) د مخ نمبر
 
د قرآن کریم د معناګانو ژباړه - جورجیایي ژباړه - کار پرې روان دی - د ژباړو فهرست (لړلیک)

دا ژباړه د مرکز رواد الترجمة ټیم لخوا د ربوہ د تبلیغ ټولنې او د اسلامي منځپانګې د خدماتو ټولنې په همکارۍ شوې.

بندول