Check out the new design

വിശുദ്ധ ഖുർആൻ പരിഭാഷ - ജോർജിയൻ വിവർത്തനം - പണിപ്പുരയിൽ * - വിവർത്തനങ്ങളുടെ സൂചിക


പരിഭാഷ അദ്ധ്യായം: അൻആം   ആയത്ത്:
ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَلَمۡ يَلۡبِسُوٓاْ إِيمَٰنَهُم بِظُلۡمٍ أُوْلَٰٓئِكَ لَهُمُ ٱلۡأَمۡنُ وَهُم مُّهۡتَدُونَ
მათთვის, ვინც ირწმუნეს და არ შეურიეს თავიანთ რწმენას უსამართლობა,[1] სწორედ მათთვისაა უსაფრთხოება და ეგენი არიან ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი.
[1] როდესაც ეს აიათი ჩამოევლინა: „ვინც ირწმუნეს და არ შეურიეს თავიანთ რწმენას უსამართლობა “, - ალლაჰის შუამავლის ﷺ საჰაბეებს ძალიან ემძიმათ მისი შინაარსი და თქვეს: რომელი ჩვენგანი არ ვურევთ რწმენაში უსამართლობას? ამაზე კი შუამავალმა ﷺ უთხრა: ისე არ არის, როგორც გგონიათ. განა არ ისმენთ ლუყმან შუამავლის სიტყვებს თავისი შვილის მიმართ: „უეჭველად, შირქი დიდი უსამართლობაა.“ (ბუხარი, თაფსიირ, ჰ.ნ. 4776.)
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
وَتِلۡكَ حُجَّتُنَآ ءَاتَيۡنَٰهَآ إِبۡرَٰهِيمَ عَلَىٰ قَوۡمِهِۦۚ نَرۡفَعُ دَرَجَٰتٖ مَّن نَّشَآءُۗ إِنَّ رَبَّكَ حَكِيمٌ عَلِيمٞ
აი, ესაა ჩვენი მტკიცებულება, რომელიც იბრაჰიმს ვუბოძეთ თავისი ხალხის საწინაღმდეგოდ. ხარისხობრივად ვამაღლებთ მას, ვისაც ვინებებთ. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ბრძენია, ყოვლის მცოდნე.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
وَوَهَبۡنَا لَهُۥٓ إِسۡحَٰقَ وَيَعۡقُوبَۚ كُلًّا هَدَيۡنَاۚ وَنُوحًا هَدَيۡنَا مِن قَبۡلُۖ وَمِن ذُرِّيَّتِهِۦ دَاوُۥدَ وَسُلَيۡمَٰنَ وَأَيُّوبَ وَيُوسُفَ وَمُوسَىٰ وَهَٰرُونَۚ وَكَذَٰلِكَ نَجۡزِي ٱلۡمُحۡسِنِينَ
და ვუწყალობეთ მას ისჰაყი და ია’ყუბი, ორივე ჭეშმარიტ გზაზე დავაკვალიანეთ, ასევე, უფრო ადრე ნუჰიც დავაკვალიანეთ და მისი შთამომავლობიდან - დავუდი, სულეიმანი, აიუბი, იუსუფი, მუსა და ჰარუნი. ამგვარად ვაჯილდოვებთ კეთილისმქნელებს.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
وَزَكَرِيَّا وَيَحۡيَىٰ وَعِيسَىٰ وَإِلۡيَاسَۖ كُلّٞ مِّنَ ٱلصَّٰلِحِينَ
ზექერია, იაჰია, ‘ისა და ილიასი, - ყველანი იყვნენ სათნოთაგანნი.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
وَإِسۡمَٰعِيلَ وَٱلۡيَسَعَ وَيُونُسَ وَلُوطٗاۚ وَكُلّٗا فَضَّلۡنَا عَلَى ٱلۡعَٰلَمِينَ
ასევე, ისმა’ილი, იესე’ი, იუნუსი და ლუტი, - ყველა მათგანი გამოვარჩიეთ სამყაროთა წინაშე.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
وَمِنۡ ءَابَآئِهِمۡ وَذُرِّيَّٰتِهِمۡ وَإِخۡوَٰنِهِمۡۖ وَٱجۡتَبَيۡنَٰهُمۡ وَهَدَيۡنَٰهُمۡ إِلَىٰ صِرَٰطٖ مُّسۡتَقِيمٖ
ასევე ამოვარჩიეთ მათ მამათაგან, შთამომავალთაგან და ძმათაგან, და სწორ გზაზე დავაკვალიანეთ.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
ذَٰلِكَ هُدَى ٱللَّهِ يَهۡدِي بِهِۦ مَن يَشَآءُ مِنۡ عِبَادِهِۦۚ وَلَوۡ أَشۡرَكُواْ لَحَبِطَ عَنۡهُم مَّا كَانُواْ يَعۡمَلُونَ
ესაა ალლაჰის გზა - ჭეშმარიტი: მასზე თავის მსახურთაგან აკვალიანებს მათ, ვისაც ინებებს; ხოლო თუ მაინც უთანაზიარებენ, მაშინ უსათუოდ გაცამტვერდება, რასაც ისინი აკეთებდნენ.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
أُوْلَٰٓئِكَ ٱلَّذِينَ ءَاتَيۡنَٰهُمُ ٱلۡكِتَٰبَ وَٱلۡحُكۡمَ وَٱلنُّبُوَّةَۚ فَإِن يَكۡفُرۡ بِهَا هَٰٓؤُلَآءِ فَقَدۡ وَكَّلۡنَا بِهَا قَوۡمٗا لَّيۡسُواْ بِهَا بِكَٰفِرِينَ
ეგენი[1] არიან, ვისაც ვუბოძეთ წიგნი, სიბრძნე და მაცნეობა. თუკი ისინი[2] უარყოფენ მას,[3] უსათუოდ, მას ისეთ ხალხს გადავაბარებთ, რომლებიც არ უარყოფენ.
[1] ზემოთ ჩამოთვლილი შუამავლები.
[2] ყურეიშელი წარმართები, ან ზოგადად, ვისთანაც მივა ისლამის მოძღვრება და თავს შეიკავებს მის აღიარებაზე.
[3] ყურანს და ზოგადად, ისლამის მოძღვრებას.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
أُوْلَٰٓئِكَ ٱلَّذِينَ هَدَى ٱللَّهُۖ فَبِهُدَىٰهُمُ ٱقۡتَدِهۡۗ قُل لَّآ أَسۡـَٔلُكُمۡ عَلَيۡهِ أَجۡرًاۖ إِنۡ هُوَ إِلَّا ذِكۡرَىٰ لِلۡعَٰلَمِينَ
აი, ეგენი არიან, ვინც ალლაჰმა ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანა და შენც მათ ჭეშმარიტ გზას შეუდექი. უთხარი: იმის[1] სანაცვლოდ არ ვითხოვ თქვენგან გასამრჯელოს, არამედ ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.[2]
[1] ყურანის.
[2] კაცთა და ჯინთა სამყაროთათვის.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
 
പരിഭാഷ അദ്ധ്യായം: അൻആം
സൂറത്തുകളുടെ സൂചിക പേജ് നമ്പർ
 
വിശുദ്ധ ഖുർആൻ പരിഭാഷ - ജോർജിയൻ വിവർത്തനം - പണിപ്പുരയിൽ - വിവർത്തനങ്ങളുടെ സൂചിക

റബ്‌വ ഇസ്‌ലാമിക് ദഅ്വാ ആൻഡ് ഗൈഡൻസ് സെൻററിൻ്റെയും കോൺടെന്റ് ഇൻ ലാംഗ്വേജസ് സർവീസ് അസോസിയേഷൻ്റെയും സഹകരണത്തോടെ മർകസ് റുവാദ് തർജമ വിഭാഗം വിവർത്തനം ചെയ്തത്.

അടക്കുക