– იგი ხალხს დაელაპარაკება აკვანშიც[1] და ზრდასრულ ასაკშიც[2] , და იქნება ერთ-ერთი სათნოთაგან.
[1] ახალშობილმა ‘ისამ (عليه السلام) სასწაულებრივად ამოიდგა ენა და მარიამის უმწიკვლოება ღაღად ჰყო, ასევე, მან განაცხადა, რომ ის იყო ალლაჰის მსახური; რომ ალლაჰი მას წიგნს უბოძებდა და მაცნედ აღამაღლებდა. [2] ორიგინალი – „ქაჰლ“ (كهل): ეს სიტყვა ზრდისა და განვითარების დასასრულს მიღწეულ, ძალღონით სავსე ასაკობრივ პერიოდს გამოხატავს. არაბები ამ სიტყვით იმ ადამიანის ასაკობრივ მდგომარეობას აღნიშნავენ, ვინც 30-დან 40 წლამდე ასაკში იმყოფება. ზოგიერთი სწავლულის შეფასებით, „ქეჰლ“-ი 40-დან 50 წლამდე ასაკს გულისხმობს. აიათი გვამცნობს, რომ „ის ხალხს დაელაპარაკება როგორც აკვანში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც.“ სწავლულები რამდენიმე სავარაუდო განმარტბას გვთავაზობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეიძლება მიგვანიშნებდეს ეს სიტყვები: 1. ღმერთმა ამით ‘ისას (عليه السلام) დედას, ანუ მარიამს ახარა, რომ მისი შვილი შუახნის ასაკამდე იცოცხლებდა; 2. ესაა მისი სამომავლო შუამავლობის წინასწარმეტყველება; 3. ეს აიათი გვესაუბრება სასწაულზე, მაგალითად, ჩვილის საუბარი ნამდვილად დიდი სასწაულია, ხოლო შუხნის ასაკში მყოფი ადამიანის საუბარი ჩვეულებრივი მოვლენა, რომ არა – მისი ზეციდან დაშვება და ხალხის კვლავ ჭეშმარიტებისკენ მოწოდება. ‘ისა შუამავალი დაახლოებით 30 – 33 წლის ასაკში ამაღლდა, ხოლო ქაჰლის პერიოდი ამის შემდეგ იწყება.
(გაკვირვებულმა) თქვა: ,,ღმერთო, როგორ მეყოლება ვაჟი, როცა კაცი არ შემხებია?" უთხრა: ასეა, – იმას გააჩენს, რასაც ინებებს; ალლაჰი, რის ქმნასაც გადაწყვეტს , – მხოლოდ ეტყვის მას: „იყავ!“ – და უმალვე შეიქმნება.
– და შუამავლად წარიგზავნება ისრაელის მოდგმასთან (და ეტყვის მათ): ჭეშმარიტად, თქვენთან მე თქვენივე ღმერთის სასწაულით მოვედი; ჭეშმარიტად, ტალახიდან შევქმნი ჩიტის გამოსახულებას, ჩავბერავ მასში სულს და ჩიტად იქცევა ნებით ალლაჰისა; და ალლაჰის ნებით განვკურნავ ბრმად დაბადებულებს, კეთროვნებს, გავაცოცხლებ მკვდრებს, გაუწყებთ, თუ რას მიირთმევთ და რას ინახავთ სახლებში. ჭეშმარიტად, ესენი თქვენთვის სასწაულებია, თუ ხართ თქვენ მორწმუნენი.
ასევე (მოვედი) იმის დამამოწმებლად, რაც იყო თევრათში ჩემამდე, და მათგან ნაწილის ჰალალად დამწესებლად, – რაც გქონდათ აკრძალული. სასწაულებით მოვედი თქვენივე ღმერთისგან, მაშ, რიდი გქონდეთ ალლაჰისა და მე დამემორჩილეთ.
როცა შეამჩნია მათში ‘ისამ ურწმუნოება, ჰკითხა: ,,ვინ იქნებიან ჩემი დამხმარენი ალლაჰისკენ მიმავალ გზაზე?" – მოწაფეებმა მიუგეს: ჩვენ ვართ ალლაჰის დამხმარენი[1] , ვირწმუნეთ ალლაჰი და დაამოწმე შენც, რომ ჩვენ ვართ მუსლიმები/მორჩილებიო.
[1] მისი ბრძანებებისა და აკრძალვების ერთგული შემსრულებელნი და მისი ჭეშმარიტების მქადაგებელნი.
റബ്വ ഇസ്ലാമിക് ദഅ്വാ ആൻഡ് ഗൈഡൻസ് സെൻററിൻ്റെയും കോൺടെന്റ് ഇൻ ലാംഗ്വേജസ് സർവീസ് അസോസിയേഷൻ്റെയും സഹകരണത്തോടെ മർകസ് റുവാദ് തർജമ വിഭാഗം വിവർത്തനം ചെയ്തത്.
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
തിരയൽ ഫലങ്ങൾ:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".