Check out the new design

ការបកប្រែអត្ថន័យនៃគម្ពីរគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា * - មាតិកានៃការបកប្រែ


ការបកប្រែអត្ថន័យ ជំពូក​: អាល់មូតហ្វហ្វុីហ្វុីន   វាក្យខណ្ឌ:

អាល់មូតហ្វហ្វុីហ្វុីន

وَيۡلٞ لِّلۡمُطَفِّفِينَ
ვაი საზომ-საწონის გამყალბებელთ![1]
[1] მკაცრი მუქარა საზომ-საწონი გამყალბებელთათვის, რომელიც იმქვეყნად მოელით.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
ٱلَّذِينَ إِذَا ٱكۡتَالُواْ عَلَى ٱلنَّاسِ يَسۡتَوۡفُونَ
რომლებიც ხალხისგან, რამეს თუ მიიწყავენ სრულად ღებულობენ.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
وَإِذَا كَالُوهُمۡ أَو وَّزَنُوهُمۡ يُخۡسِرُونَ
ხოლო თუ მათ მიუწყავენ ან მიუწონიან – მიაკლებენ.[1]
[1] ყურანის სხვა ადგილებშიც გვხდება ა მნიშნელობის აიათები, მაგ:ალ ისრაა:35. ალ ან'აამ:152. არ რაჰმაან:9.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
أَلَا يَظُنُّ أُوْلَٰٓئِكَ أَنَّهُم مَّبۡعُوثُونَ
ნუთუ ეგენი არ ფიქრობენ, რომ ერთ დღეს უეჭველად აღდგენილნი იქნებიან -
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
لِيَوۡمٍ عَظِيمٖ
უდიდესი დღისათვის?
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
يَوۡمَ يَقُومُ ٱلنَّاسُ لِرَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ
იმ დღეს ხალხი სამყაროთა ღმერთის წინაშე წარსდგება.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
كَلَّآ إِنَّ كِتَٰبَ ٱلۡفُجَّارِ لَفِي سِجِّينٖ
არა! ჭეშმარიტად, ცოდვილთა წიგნი სიჯჯინშია.[1]
[1] ‘აბდულლაჰი ბინ ომარი, ‘ატა ალ-ხორასანი განმარტავენ, რომ ეს არის ქვესკნელი, სადაც იმყოფებიან ურწმუნოთა სულები და სატანის მსახურები. იხ. თაფსირუ ბეღავი.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
وَمَآ أَدۡرَىٰكَ مَا سِجِّينٞ
და რამ გამცნოს თუ რა არის სიჯჯინი?!
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
كِتَٰبٞ مَّرۡقُومٞ
წიგნი ნიშანდებული.[1]
[1] ბაღავი განმარტავს: ეს არ არის სიჯჯინის განმარტება, ეს გვამცნობს ცოდვილთა წიგნის ხასიათს. ყათადე და მუყათილი განმარტავენ, რომ ცოდვილთა წიგნები თანამოაზრეებთან ერთად საერთო ნიშნით დაინიშნება და ამგვარად ცნობადი ხდება, რომ ესენი ურწმუნოები არიან. იხ. თაფსირუ ბაღავი.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
وَيۡلٞ يَوۡمَئِذٖ لِّلۡمُكَذِّبِينَ
იმ დღეს, ვაი ცრუდ შემრაცხველთ,
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
ٱلَّذِينَ يُكَذِّبُونَ بِيَوۡمِ ٱلدِّينِ
რომელნიც ცრუდ რაცხავენ განკითხვის დღეს.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
وَمَا يُكَذِّبُ بِهِۦٓ إِلَّا كُلُّ مُعۡتَدٍ أَثِيمٍ
მას სხვა არავინ შერაცხავს გარდა ყოველი ზღვარგადასული, ცოდვილი.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
إِذَا تُتۡلَىٰ عَلَيۡهِ ءَايَٰتُنَا قَالَ أَسَٰطِيرُ ٱلۡأَوَّلِينَ
როცა ეკითხება ჩვენი აიათები, ამბობს წინაპართა ზღაპრებიაო.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
كَلَّاۖ بَلۡۜ رَانَ عَلَىٰ قُلُوبِهِم مَّا كَانُواْ يَكۡسِبُونَ
არა, პირიქით! თავიანთი მონახვეჭი ჟანგივით მოედო მათ გულებს.[1]
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „უეჭველად, როდესაც მორწმუნე ცოდვას ჩადის, ეს მის გულზე შავი წერტილის მსგავსად აისახება. თუკი მოინანიებს, მოეშვება და ღმერთს პატიებას შეევედრება - გული გაეწმინდება; ხოლო, თუ ცოდვების ჩადენას უმატებს, შავი წერტილებიც იმატებს. სწორედ ესაა ჟანგი, რომელიც ალლაჰმა ახსენა თავის წიგნში“ (იბნუ მააჯა, ზუჰდ 29/4244.)
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
كَلَّآ إِنَّهُمۡ عَن رَّبِّهِمۡ يَوۡمَئِذٖ لَّمَحۡجُوبُونَ
არა! ჭეშმარიტად, იმ დღეს ისინი თავიანთი ღმერთის (ხილვისგან) იქნებიან გარიდებულნი.[1]
[1] აიათი ისლამის სწავლულთან ნაწილმა განმარტა, რომ ისინი გარიდებულნი იქნებიან ალლაჰის წყალობას ან ალლაჰი მათ სახეზე არ შეხედავს. სწვალულთა უმრავლესობა განმარტავს, რომ ისინი იმ ქვეყნად ალლაჰის ხილვას იქნებიან მოკლებულნი. იხ. თაფისრუ ბაღავი.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
ثُمَّ إِنَّهُمۡ لَصَالُواْ ٱلۡجَحِيمِ
შემდეგ, ისინი უთუოდ შევლენ ჯოჯოხეთის ცეცხლში.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
ثُمَّ يُقَالُ هَٰذَا ٱلَّذِي كُنتُم بِهِۦ تُكَذِّبُونَ
შემდეგ ეტყვიან:ეს არის ის, რასაც თქვენ ცრუდ მიიჩნევდით.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
كَلَّآ إِنَّ كِتَٰبَ ٱلۡأَبۡرَارِ لَفِي عِلِّيِّينَ
არა! ჭეშმარიტად, სათნოთა წიგნი ‘ილლიინშია.[1]
[1] ‘ილლიინი არის მეშვიდე ცაზე ‘არშის ქვეშ. იბნი ‘აბბასმა თქვა: ის არის მწვანე პერიდოტის დაფა, რომელიც ‘არშის ქვეშ კიდია და მათი ნამოქედარი საქმეები მასზეა ამოტვიფრული. იხ. თაფისრუ ბეღავი.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
وَمَآ أَدۡرَىٰكَ مَا عِلِّيُّونَ
და რამ გამცნოს თუ რა არის ‘ილლიუნი?!
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
كِتَٰبٞ مَّرۡقُومٞ
წიგნი ნიშანდებული.[1]
[1] ბაღავი განმარტავს: ეს არ არის ‘ილლიუნის განმარტება, ეს გვამცნობს სათნოთა წიგნის ხასიათს – მსგავსად ცოდვილთა წიგნისა.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
يَشۡهَدُهُ ٱلۡمُقَرَّبُونَ
მას ამოწმებენ/ხედავენ დაახლოებულნი.[1]
[1] უზენაეს ალლაჰთან ახლოს მყოფი ანგელოზები.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
إِنَّ ٱلۡأَبۡرَارَ لَفِي نَعِيمٍ
ჭეშმარიტად, სათნონი აუცილებლად იქნებიან კეთილდღეობაში.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
عَلَى ٱلۡأَرَآئِكِ يَنظُرُونَ
სავარძლებზე მყოფნი უცქერენ.[1]
[1] ტკბებიან სამოთხის სილამაზეების, მათთვის ბოძებული სიკეთეების ან თავიანთი გამჩენის ცქერით.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
تَعۡرِفُ فِي وُجُوهِهِمۡ نَضۡرَةَ ٱلنَّعِيمِ
მათ სახეებში კეთილდღეობის ბრწყინვალებას ამოიცნობ.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
يُسۡقَوۡنَ مِن رَّحِيقٖ مَّخۡتُومٍ
მიერთმევათ ხალასი ღვინო – ბეჭედ დასმული.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
خِتَٰمُهُۥ مِسۡكٞۚ وَفِي ذَٰلِكَ فَلۡيَتَنَافَسِ ٱلۡمُتَنَٰفِسُونَ
მისი ბეჭედი/ბოლო[1] არის მუშკი, სწორედ ამისთვის უნდა ისწრაფოდნენ მსწრაფველნი.
[1] ორიგინალი „ხითამ“ (ختام) ორნაირად შეიძლება იყოს გაგებული, როგოც ბეჭედი ასევე ბოლო, მუფესსირების განმარტებებში ორივე მიმართულება ფიქსირდება, ამიტომ ვეცადეთ ჩვენს თარგმანში ორივე ვერსია აგვესახა. ერთ-ერთი განმარტების თანახმად, იმქვეყნად სათნოთათვის მირთმეული სასმისს მუშკის ბეჭედი ასვია; ხოლო მეორე განამრტების თანახმად ვინც ამ სასმელს დალევს, ის ბოლოს მუშკის სურნელებას შეიგრძნობს. უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
وَمِزَاجُهُۥ مِن تَسۡنِيمٍ
მისი ნაზავია თასნიმი.[1]
[1] თასნიმი არის სამოთხის ერთ-ერთი გამორჩეული წყარო, რომლითაც გაზავებული იქნება აღნიშნული სასმელი.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
عَيۡنٗا يَشۡرَبُ بِهَا ٱلۡمُقَرَّبُونَ
წყარო, რომლისგანაც სვამენ დაახლოებულნი.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
إِنَّ ٱلَّذِينَ أَجۡرَمُواْ كَانُواْ مِنَ ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ يَضۡحَكُونَ
ჭეშმარიტად, ისინი, რომელთაც დააშავეს,[1] დასცინოდნენ მათ, რომელთაც ირწმუნეს.
[1] ყურეიშელი წარმართები, რომლბმაც ღვთის წინაშე უპატიებელი დანაშაული ჩაიდინეს და ქმნილებები გაუტოლეს უზენაესს.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
وَإِذَا مَرُّواْ بِهِمۡ يَتَغَامَزُونَ
და როცა მათ ჩაუვლიდნენ (ერთმანეთს) თვალ-წარბით მიანიშნებდნენ დამცინავად.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
وَإِذَا ٱنقَلَبُوٓاْ إِلَىٰٓ أَهۡلِهِمُ ٱنقَلَبُواْ فَكِهِينَ
ხოლო თავიანთ ოჯახებთან დაბრუნებისას, ბრუნდებიან გახარებულნი.[1]
[1] გახარებულნი ბრუნდებიან, რათა მორწმუნეებს დასცინეს და აბუჩად აიგდეს.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
وَإِذَا رَأَوۡهُمۡ قَالُوٓاْ إِنَّ هَٰٓؤُلَآءِ لَضَآلُّونَ
და როცა მათ (მორწმუნეებს) ხედავენ, ამბობენ: ესენი მართლაც გზასაცდენილები არიან.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
وَمَآ أُرۡسِلُواْ عَلَيۡهِمۡ حَٰفِظِينَ
თუმცა ეგენი მათდა სადარაჯოდ არ იყვნენ წარგზავნილი.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
فَٱلۡيَوۡمَ ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ مِنَ ٱلۡكُفَّارِ يَضۡحَكُونَ
ხოლო (განკითხვის) დღეს ისინი, რომელთაც ირწმუნეს, დასცინიან ურწმუნოებს.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
عَلَى ٱلۡأَرَآئِكِ يَنظُرُونَ
სავარძლებზე მყოფნი უცქერენ.[1]
[1] სავარძლებზე მოკალათებულნი უცქერენ ურწმუნოთა მდგომარეობას ჯოჯოხეთში და ერთის მხრივ დასცინიან მათ, მეორეს მხრივ მადლიერებას გამოთქვამენ თავიანთი გამჩენის მიმართ, რომელმაც მეტის მეტად დაუფასა მოთმინება და გარჯა.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
هَلۡ ثُوِّبَ ٱلۡكُفَّارُ مَا كَانُواْ يَفۡعَلُونَ
მიეზღოთ თუ არა ურწმუნოებს იმის გამო, რასაც აკეთებდნენ?!
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
 
ការបកប្រែអត្ថន័យ ជំពូក​: អាល់មូតហ្វហ្វុីហ្វុីន
មាតិកានៃជំពូក លេខ​ទំព័រ
 
ការបកប្រែអត្ថន័យនៃគម្ពីរគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា - មាតិកានៃការបកប្រែ

បកប្រែដោយក្រុមមជ្ឈមណ្ឌលរ៉ូវ៉ាតនៃការបកប្រែ ដោយសហការជាមួយសមាគមអំពាវនាវនៅរ៉ាប់វ៉ា និងសមាគមបម្រើមាតិកាអ៊ីស្លាមជាភាសាផ្សេងៗ។

បិទ