Check out the new design

ការបកប្រែអត្ថន័យនៃគម្ពីរគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា * - មាតិកានៃការបកប្រែ


ការបកប្រែអត្ថន័យ វាក្យខណ្ឌ: (174) ជំពូក​: អាន់នីសាក
يَٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ قَدۡ جَآءَكُم بُرۡهَٰنٞ مِّن رَّبِّكُمۡ وَأَنزَلۡنَآ إِلَيۡكُمۡ نُورٗا مُّبِينٗا
როცა ალლაჰი იტყვის: ეი, ‘ისა, ძეო მერიემისა! გაიხსენე ჩემი წყალობა შენდამი და შენი დედის მიმართ, - როცა განგამტკიცე წმინდა სულით (ჯიბრილ ანგელოზით) და ელაპარაკე ხალხს აკვანშიც[1] და ზრდასრულ ასაკშიც;[2] როცა გასწავლე წიგნი[3] და სიბრძნე,[4] თევრათი და ინჯილი; როცა ჩემი ნებით თიხისგან ჩიტის ფორმას ძერწავდი, შემდეგ მასში სულს ბერავდი და ჩემივე ნებით ჩიტად იქცეოდა; ჩემი ნებითვე თანდაყოლილ ბრმებსა და კეთროვნებს კურნავდი; როცა მკვდრები ამოგყავდა (ცოცხლად, სამარიდან); როცა ისრაელის მოდგმა განგარიდე მაშინ, ცხადი მტკიცებულებებით რომ მიხვედი მათთან და ურწმუნოებმა თქვეს (მათგან): უეჭველად, ეს მხოლოდ აშკარა ჯადოა.
[1] ახალშობილმა ‘ისამ (عليه السلام) სასწაულებრივად ამოიდგა ენა და მარიამის უმწიკვლოება იღაღადა, ასევე, მან განაცხადა, რომ ის იყო ალლაჰის მსახური; რომ ალლაჰი მას წიგნს უბოძებდა და მაცნედ აღამაღლებდა.
[2] ორიგინალი – „ქაჰლ“ (كهل): ეს სიტყვა ზრდისა და განვითარების დასასრულს მიღწეულ, ძალღონით სავსე ასაკობრივ პერიოდს გამოხატავს. არაბები ამ სიტყვით იმ ადამიანის ასაკობრივ მდგომარეობას აღნიშნავენ, ვინც 30-დან 40 წლამდე ასაკში იმყოფება. ზოგიერთი სწავლულის შეფასებით, „ქაჰლ“-ი 40-დან 50 წლამდე ასაკს გულისხმობს. აიათი გვამცნობს, რომ „ის ხალხს დაელაპარაკება როგორც აკვანში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც.“ სწავლულები რამდენიმე სავარაუდო განმარტბას გვთავაზობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეიძლება მიგვანიშნებდეს ეს სიტყვები: 1. ღმერთმა ამით ‘ისას (عليه السلام) დედას, ანუ მარიამს ახარა, რომ მისი შვილი შუახნის ასაკამდე იცოცხლებდა; 2. ესაა მისი სამომავლო შუამავლობის წინასწარმეტყველება; 3. ეს აიათი გვესაუბრება სასწაულზე, მაგალითად, ჩვილის საუბარი ნამდვილად დიდი სასწაულია, ხოლო შუახნის ასაკში მყოფი ადამიანის საუბარი - ჩვეულებრივი მოვლენა, რომ არა – მისი ზეციდან დაშვება და ხალხის კვლავ ჭეშმარიტებისკენ მოწოდება. ‘ისა შუამავალი დაახლოებით 30 – 33 წლის ასაკში ამაღლდა, ხოლო ქაჰლის პერიოდი ამის შემდეგ იწყება.
[3] წერა-კითხვა.
[4] ცოდნის შემეცნების უნარი.
ការបកស្រាយជាភាសា​អារ៉ាប់:
 
ការបកប្រែអត្ថន័យ វាក្យខណ្ឌ: (174) ជំពូក​: អាន់នីសាក
មាតិកានៃជំពូក លេខ​ទំព័រ
 
ការបកប្រែអត្ថន័យនៃគម្ពីរគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា - មាតិកានៃការបកប្រែ

បកប្រែដោយក្រុមមជ្ឈមណ្ឌលរ៉ូវ៉ាតនៃការបកប្រែ ដោយសហការជាមួយសមាគមអំពាវនាវនៅរ៉ាប់វ៉ា និងសមាគមបម្រើមាតិកាអ៊ីស្លាមជាភាសាផ្សេងៗ។

បិទ